![]() |
1989-90-ან წლებში საბჭოთა დემოკრატიის ლიდერმა აკადემიკოსმა სახაროვმა საქრთველო გამოაცხადა არამზადა სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად და გამოქვეყნა კონსტიტუციის პროექტი რომლის თანახმადაც საქართველოს უნდა გამოყოფოდა მისი ავტონომიები და ეს ყოფილი ავტონომიები და საქართველოსგან დარჩენილი ნაწილი ცალ-ცალკე უნდა შესულიყვნენ ე.წ.ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში რომლის შექმნაც იგეგმებოდა საბჭოთა კავშირის მაგივრად და ადგილზე. აქართველოს ასე დაჯიჯგვნიდან ათი წლის შემდეგ კი უნდა დამდგარიყო მისი დარჩენილი ნაწილის საზღვრების გადასინჯვის საკითხიც. ყველაფერი ეს ანუ კონსტიტუციის პროექტი ბევრჯერ გამოქვეყნდა რუსულად როგორც საბჭოთა ისე რუსულ პრესაში.
ეს იყო საქართველოსთვის ომის გამოცხადება. შედეგები ცნობილია-დანგრეული თბილისი და დანარჩენი საქართველო, გაუდაბურებული და ნანგრევებად ქცეული ქალაქები და სოფლები, საქართველოს მთელი მხარეების დაცლა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობისგან.გაჩნდა ასობით ათასი მაწანწალდ ქცეული ლტოლვილი.
ეს ომი დღესაც გრძელდება ჩვენს თვალწინ. რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათი დამხმარე ნაწილები შიდა ქართლში ანგრევენ ქართველების სახლებს და ქართველებს აძევებენ მათი მამა-პაპათა მიწიდან.
ასეთია გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის მეთაურობით მოქმედი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დემოკრატიის მიღწევები.
აი ამ ფონზე საინტერესოა ეს გამოცდილებაც. იქნებ მოხერხდეს ევროპელთა დარწმუნება იმაში რომ საქართველოს წინააღმდეგ ომის დამთავრებაც და საქართველოს აღგენაც კარგი იქნება ევროპელებისთვისაც.
არ იქნებოდა ცუდი ალბათ ევროპაში საქართველოს კომიტეტების შექმნაც. ჩეჩნებზე არანაკლებ დაზარალებული სრულიად უდანაშაულო და უმწეო ქართველები იმსახურებენ ამას/
პირველი კომიტეტები ჩეჩნეთი შეიქმნა პირველი რუსულ-ჩეჩნური ომიდან //1994-1996//.
მათი მისიები იყო საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია ჩეჩნეთში ომის წინააღმდეგ, ინფორმაციის გავრცელება, ჩეჩნების და რუსების მხრდაჭერა ომის წინააღმდეგ ბრძოლით. ხელის შეწყობა საფრანგეთში ჩეჩნების ჩამოსვლისთვის და ჩეჩნების მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმისთვის,ჩეჩენი ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევა.