![]() |
ეხლახანს გერმანიაში გამომცემლობაში «შენინგ გამოვიდა შვეიცარელი ჟურნალისტი ულრიხ შმიდტის წიგნი «დაუნდობელი ძმობა».
წიგნში ლაპარაკია ე.წ.რუსული მაფიის აყვავება-გაფურჩქვნაზე, მაგრამ ავტორს მხედველობაში არ ჰყავს მარტო რუსები ან რუსეთის მოქალაქეები.
შმიდტი ყვება მოსკოვის ბაზრების მაკონტროლებელ აზერბაიჯანელებზე,მსხვილ მეწარმეებზე ასე ვთქვათ სპეციალიზებულ ჩეჩნებზე,შუა აზიიდან ჩასულ ბანდებზე,კვანტრიშვილის კლანზე.ბაუმანის, სოლნცევოს,ორეხოვო-ზუევოს,დოლგიე პრუდის დაჯგუფებებზე,რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული ეროვნული ნიშნით.
შვეიცარელმა ჟურნალისტმა 5 წელი იმუშავა გაზეთი Neue Zurcher Zeitung-ის კორესპონდენტად მოსკოვში და ის საგანს იცნობს საკუთარი გამოცდილებით.
ულრიხ შმიდტის თქმით ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი იმისა თუ რამდენად უკონტროლოდ განაგებს ძველი საბჭოთა ნომენკლატურა ქვეყნის სიმდიდრეებს არის გაზპრომი. ვიქტორ ჩერნომირდინის ძალისხმევით ეს კონცერნი 1990 წელს შეიქმნა რუსული ეკონომიკის ასე ვთქვათ უპატრონო მიწაზე.