October 22, 2013

თანამედროვეთა სახეები - კარო კახკეჯიანი და ა.შ.

დაიბადა 1962 წელს სირიის ქალაქ ალეპოში. მისი ბაბუა იყო ლეგენდარული დრასტამატ კანაიანის //დაშნაკი დროს მცველი. მამამისის სხვა ნათესავებიც მონაწილეობდნენ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.


მამამისი იყო მახლობელ აღმოსავლეთში გავლენიანი ბიზნესმენი. ის ალიუმინის ქარხანას ხელმძღვანელობდა ნიგერიაშიც.

1970 წლის მაისში კახკეჯიანების ოჯახი გადავიდა ბეირუთში სადაც კარომ ისწავლა საშუალო სკოლაში. შემდეგ კარო სწავლობდა ფრანკფურტში. მან სომხურის გარდა იცოდა არაბული, ქურთული, ინგლისური, გერმანული, თურქული და იტალიური ენები.

ნასწავლი კარო ჩაერთო ოჯახურ ბიზნესში. ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე ის ხელმძღვანელობდა ქარხნის წარმომადგენლობას ლონდონში.

საქმე კარგად მიდიოდა და აიკ კახკეჯიანმა გახსნა წარმომადგენლობა აშშ-ს შტატი კალიფორნიას ქალაქ ფრესნოში.

ახალგაზრდა კარო-კარაპეტი იქ დაუახლოვდა სომეხ პატრიოტებს და სომხურ კულტურულ ცენტრს.

ერთ-ერთ პატრიოტულ საღამოზე მან გაიცნო შაგე აგემიანი ვისთანაც ერთად იბრძოლებს არცახის //მთიანი ყარაბაღის// აზერბაიჯანისგან გამოყოფისთვის

1988 წლამდე კარო-კარაპეტ კახკეჯიანი და მისი მეგობრები აქტიურად მონაწილეობდნენ ამერიკის სომხური დიასპორის ცხოვრებაში,სხვათა შორის ქირაობდნენ სპორტულ დარბაზებს სადაც სწავლობდნენ საბრძოლო ორთაბრძოლის ხელოვნებას.