August 10, 2012

გორბაჩოვი: "მინდოდა კომუნიზმის მოსპობა და მის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირის შენარჩუნება": ":

სიტყვა სემინარზე თურქეთის ამერიკულ უნივერსიტეტში.
ემი ცხოვრების მიზანი იყო კომუნიზმის, ადამიანებზე აუტანელი დიქტატურის მოსპობა.
მე მთლიანად დამიჭირა მხარი ჩემმა ცოლმა რომელიც ჩემზე ადრეც კი მიხვდა კომუნიზმის მოსპობის აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიყენებდი ჩემს მაღალ მდგომარეობას პარტიაში და ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მიბიძგებდა მუდამ ჩემი ცოლი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მაღალი ადგილის დაკავებისკენ.
და როდესაც პირადად გავეცანი დასავლეთს მივხვდი რომ ვერ ვიტყვი უარს დასახულ მიზანზე. და დასახული მიზნის მისაღწევად მე უნდა შემეცვალა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის, საბჭოთა კავშირის და ყველა სოციალისტური ქვეყნის ხელმძღვანელობა.

ჩემი იდეალი მაშინ იყო სოციალ-დემოკრატიული ქვეყნების გზა. გეგმიური ეკონომიკა არ იძლეოდა სოციალისტური ბანაკის ხალხების პოტენციალის რეალიზაციის საშუალებას და მხოლოდ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მისცემდა ჩვენს ქვეყნებს დინამიურად განვითარების შესაძლებლობას.