July 19, 2012

თანამედროვეობით დაშინებულ წარჩინებულთა თავშესაფარ gated communities-ებზე:

Gated community-ღობის
 შიგნით 
სამოთხის
კარიკატურაა 
მაიკ დევისი, ბარონი ოსმანი ტროპიკებში.
ქალაქებში ქოხმახთა ღარიბული უბნების ზრდის ძირეული მიზეზი როგორც ჩანს ქალაქურ სიმდიდრეშია და არა ქალაქურ სიღარიბეში.

რედაქციის შენიშვნა-ბარონი ოსმანი, არქიტექტორი ჟორჟ ეჟენ ოსმანი,რომელმაც 1850-1860-ან წლებში გადააკეთა პარიზის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1848 წლის რევოლუციით დაშინებულ ბრწყინვალე საზოგადოებას სურდა ბარიკადული ქუჩური წინააღმდეგობის საშუალების მოსპობა და ქუჩის არეულობისას ჯარების მოქმედებისთვის მაქსიმალურად მოხერხებული პირობების შექმნა. ამიტომ პრაქტიკულად მთლიანად მოსპეს პარიზის შუა საუკუნეების კვარტალები.

მიწათსარგებლობის პოლარიზებული მოდელები და მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველგან გვაგონებს იმპერიული კონტროლის და რასიული ბატონობის ძველ ლოღიკას.

მესამე სამყაროში პოსტკოლონიალურმა ელიტებმა ყველგან მიიღეს და ბეჯითად გაიმეორეს განცალკევებული,გამოყოფილი კოლონიალური ქალაქის ფიზიკური ნიშნები.

კოლონიალური განთავისუფლების და სოციალური სამართლიანობის რიტორიკის მიუხედავად მათ აქტიურად მოირგეს კოლონიალური პერიოდის რასიული ზონირება და ასე იცავენ თავის საკუთარ კლასობრივ პრივილეგიებს და სივრცობრივ განკერძოებულობას,

ინდოეთშიც დამოუკიდებლობას დიდად არ შეუცვლია რაჯათა ხანის განცალკევებულობის გეოგრაფია. კალპანა შარმა თავის წიგნში "აზიის უდიდეს ქოხმახებში",«Rediscovering Dharavi», ხაზს უსვამს იმას რომ "უთანაბრობა რომელიც ბომბეის განსაზღვრავდა როგორც კოლონიალურ საპორტო ქალაქს ისევ დარჩა... ქალაქის კარგად უზრუნველყოფილი ნაწილების მოსართავად ინვესტიციები ყოველთვის მოინახება,მაგრამ არასოდეს არაა ფული ღარიბ რაიონებში ელემენტარული მომსახურების ასაწყობად".