April 26, 2012

ანტიკომუნისტი მაქსიმ გორკი. ეს კაიკაცი ბევრ რამეს ხვდებოდა.

გორკის ბოლო წუთამდე არ სჯეროდა რომ ბოლშევიკები ამზადებენ აჯანყებას დროებითი მთავრობის წინააღმდეგ, რომ მათ სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავისი პარტიის დიქტატურის დამყარება.  და ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ არავინ ამათრახებდა ბოლშევიკებს და კერძოდ ლენინს ისე როგორც გორკი

1917 წლის 7 ნოემბერს //20-ში// თავის გაზეთში "ახალი ცხოვრება" გორკი წერდა:
"ლენინი, ტროცკი და მათი თანმხლებები უკვე მოიწამლნენ ძალაუფლების შხამით,რაზეც მოწმობს მათი სამარცხვინო დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლებასთან, პიროვნების თავისუფლებასთან და იმ თავისუფლებებთან რომელთა გამარჯვებისთვისაც იბრძოდა დემოკრატია.  ბრმა ფანატიკოსები და უნამუსო ავანტიურისტები თავქუდმოგლეჯით მირბიან ვითომ სოციალური რევოლუციისკენ-სინამდვილეში ესაა გზა ანარქიისკენ, პროლეტარიატისა და რევოლუციის დაღუპვისაკენ. მუშათა კლასი აუცილებლად მიხვდება რომ ლენინი მასზე ატარებს რაღაც ცდას, ცდილობს პროლეტარიატის რევოლუციური განწყობის მიყვანას უკიდურესობამდე და შეხედვას იმისთვის რაც გამოვა აქედან.
მუშებმა არ უნდა ჩაადენინონ ავანტურისტებს და გიჟებს უაზრო და სისხლიანი დანაშაულები რომლებზეც პასუხს აგებს არა ლენინი არამედ თვითონ პროლეტარიატი."