December 31, 2011

ჩობანიანის ინსტიტუტი საფრანგეთში:


Archag TCHOBANIAN --- Cliquer pour agrandir
არშაკ ჩობანიანის წიგნი
"სომხეთი თურქთა უღლის 

ქვეშ.  სომეხი ერი არაა 
დამნაშავე //ფრანგულად//.
    ჩობანიანის ინსტიტუტი არის სამხრეთ კავკასიის,თურქეთის და საშუალო აღმოსავლეთის სტრატეგიული კვლევების დამოუკიდებელი ცენტრი. ექსპერტების მისი გუნდის, გააზრებების და ანალიზის სანდოობა მას აქცევს ინსტიტუტთა და ექსპერტთა სანდო პარტნიორად საერთაშორისო ასპარეზზე.

      ჩობანიანის ინსტიტუტი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის,თურქეთისა და საშუალო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკისადმი მიძღნილი ნაშრომების,პერიოდიკისა და წიგნების გამოქვეყნებას.

     ჩობანიანის ინსტიტუტი მონაწილეობს გამოცემაში ნაშრომებისა სომხური კულტურის//ლიტერატურის.ხელოვნების.მეცნიერების// შესახებ.

December 22, 2011

ანდროპოვის ჰიპერპოლიტიკა-მონდიალიზაცია


   1960-ან წლებშიკგბ-ში ანდროპოვის მისვლის პარალელურად დასავლეთში გაჩნდა რომის კლუბი რომელმაც დიდი ხნით განსაზღვრა დასავლური  გეოპოლიტიკის მიმართულებები და გააერთიანა მსოფლიოს სერიოზული ანალიტიკოსები, გავლენიანი პოლიტიკოსები და მსოფლიო ძალაუფლების რუხი კარდინალები.
 კლუბი თანამშრომლობდა მსოფლიო მმართველობის წამყვან ცენტრებთან, ბილდბერგერის კლუბისსამმხრივი კომისიისდიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, აშშ- საერთაშორისო

პერესტროიკის კადრთა მჭედელი მოსკოველი ქართველი ძერმენ გვიშიანი:

ძერმენ გვიშიანის საფლავი
 მოსკოვში












    უმადური ქართველების მიერ დაუფასებელი სახელგანთქმული ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჯერმენ //უფრო კი ძერმენ,ძერჟინსკიმენჟინსკი,გ.მ.// გვიშიანი //1928-2003// .კომუნისტი 1951 წლიდან, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,რომის კლუბის წევრი, ლორდ ცუკერმანთან ერთად ავსტრიაში//ლაკსენბურგში// საერთაშორისო გამოყენებითი სისტემური ანალიზის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პრაღის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის საპატიო დოქტორი,შვედეთის სამეფო  საინჟინრო აკადემიის წევრი.ტექნიკურ მეცნიერებათა ფინური აკადემიის წევრი,ჰელსინკის ეკონომიკის სკოლის საპატიო დოქტორი,მართვის ამერიკული აკადემიის წევრი, ქალაქი ჰიუსტონის//ტეხასი,აშშ// საპატიო მოქალაქე და კეთილი ნების ელჩი და ბოლოს და ბოლოს კოსიგინის ნამდვილი სიძე.

Джермен Михайлович Гвишиани (24 декабря 1928, Ахалцихе18 мая 2003) — советский философ и социолог. Член КПСС с 1951 года.
Доктор философских наук, профессор, специалист в области управления. Академик АН СССР (1979), РАЕН (1990). Член Римского клуба, совместно с лордом Цукерманом организатор Международного института прикладного системного анализа (МИПСА) в Лаксенбурге (Австрия), фактический основатель и директор ВНИИСИ, почётный доктор Пражской высшей экономической школы, член Шведской королевской академии инженерных наук, член Финской академии технических наук, почётный доктор Хельсинской школы экономики, член Американской академии управления, член Международной академии управления.
Почётный гражданин и посол доброй воли города Хьюстон (Техас, США).


 




ის ის იყო არც ისე ჩვეულებრივი საბჭოთა დიდებული.მამიკომ, ბერიას ნკვდ-ს გენერალმა, მას დაარქვა ძერმენი//ჩკ-ს პირველი თავმჯდომარეების ძერჟინსკისა და მენჟისკის პატივსაცემად, მაგრამ მერე ზრდილობისთვის სახელი ჯერმენად შეცვალეს//. გახლდათ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის თავმდომარის მოადგილე და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა საზღვარგარეთ მივლინებებში.
  ის იყო გამოყენებითი სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც. ნახეთ ვინ მუშაობდნენ ამ ინსტიტუტში ან მის მოსკოვის ფილიალში,

December 20, 2011

რა საიტერესო რამეებს ყვება პუტინის მიერ დაჯილდოებული გერმანელიც...

ალექსანდრ ფიტცი
ისტორიკოს-პოლიტოლოგებისთვის საინტერესო და შესამოწმენელი წყაროები: "... რაც შეეხება ყოვლის შემძლე კგბს მას "თავისუფლად მოაზროვნეებთან" ჰქონდა სპეციფიური ურთიერთობები. საკმარისია გავიხსენოთ რომ პოეტ ევგენი ევტუშენკოს და გორკში გადასახლებულ აკადემიკოს სახაროვს ჰქონდათ პირდაპირი ტელეფონები რომლებიც მათ აკავშირებდა კგბს შეფ იური ანდროპოვთან. მათ ჰქონდათ საჭიროების შემთხვევაში ანდროპოვთან დარეკვის უფლება და რეკავდნენ კიდეც! და მარტო ისინი არ ყოფილან ასე. ეხლა იზრაელში მცხოვრები მწერალი და საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობის ისტორიის აღიარებული სპეციალისტი ნინა ვორონელი წერს: "...საბჭოთა

ხავერდოვანი იატაკქვეშეთი,ჟურნალისტი იგორ დუდინსკი საბჭოთა ბოჰემის ცხოვრებაზე:


Игорь Дудинский. Фото Игорь Мужин

Крижевский Алексей       
    გარემო,რომელშიც ჩაისახა და არსებობდა მეოცე საუკუნის არაოფიციალური ხელოვნება და დისიდენტური მოძრაობა ჩამოყალიბდა სიტყვა-სიტყვით არაფრიდან-მეგობრული წვეულებებიდან,შეხვედრებიდან მხატვართა სახელოსნოებში,სტიქიური ფილოსოფიური და პოეტური წრეებიდან. ხრუშჩოვის დათბობის პერიოდში მოსკოვის რუკაზე გაჩნდა ამ გარემოს ენერგეტიკული ცენტრები-ბინები,ბარაკები,სარდაფები სადაც ერთმანეთს იცნობდნენ,ურთიერთობდნენ,
კამათობდნენ,ერთმანეთს უახლოვდებოდნენ საბჭოთა ბიჰემის წევრები და ინტელიგენტები.

December 19, 2011

XIX საუკუნის ჩეჩენი სულიერი მოძღვარი,სუფია კუნტა-ხაჯი კიშიევის მოძღვრებიდან



კუნტა ჰაჯი კიშიევი        
ომი ველურობაა,მოშორდით ყველაფერს რაც ჰგავს ომს თუ კი მტერი არ მოვიდა თქვენთვის რწმენის და ღირსების წასართმევად.თქვენი იარაღია ჭკუა,მოთმინება,სამართლიანობა. მტერი ვერ გაუძლებს ამ ძალას და ადრე თუ გვიან აღიარებს თავის დამარცხებას. თქვენი იარაღია კრიალოსანი და არა ხანჯალი ვინაიდან მის წინაშე უძლურები არიან ტირანები. არც ერთი ტირანი არაა უზენაეს შემოქმედზე უფრო ძლიერი.

1. თუ გინდათ უზენაესი ღმერთის სიყვარული გიყვარდეთ სამართალი,სამართლიანობა. 2. თქვენს ძმას უსურვეთ ის რასაც უსურვებთ საკუთარ თავს. 3. არ ეცადოთ რომ იყოთ სხვებზე უფრო მდიდარი და ძლიერი. 4. გაუნაწილეთ ღარიბებს ყველაფერი

December 17, 2011

რომანოვთა ოცნება წმინდა მიწის ხარკოვის და ვლადიმირის გუბერნიად გადაქცევაზე:



რომანოვთა იდეა და რუსი ნეონაცისტები თანამედროვე იზრაელში...
"... რას ნიშნავს თურქების გაძევება ევროპიდან? რა არის ევროპა? ვის სჭირდება ევროპა? რა ზნეობრივ ცნებებს გულისხმობს ეს გეოგრაფიული ცნება? თურქები გავრეკოთ ევროპიდან და თურქებს დავუტოვოთ მთელი მართლმადიდებელი ანატოლია? ანტიოქიის საპატრიარქო? მთელი მართლმადიდებელი აღმოსავლეთი,უფლის საფლავი,გოლგოთა, ბეთლემი,დამასკო,ბეირუთი უნდა გავანთავისუფლოთ თურქებისგან და არა ევროპა. თუ კი ამ ომში მოვახერხებთ კონსტანტინეპოლის განთავისუფლებას ამას უნდა შევხედოთ როგორც ქრისტიანობის განთავისუფლების პირველ ეტაპს და უნდა განვაგრძოთ შეტევა თურქების წინააღმდეგ რათა გავანთავიდუფლოთ თურქეთში მცხოვრები მართლმადიდებელი ბერძნები და მართლმადიდებელი არაბები.

December 16, 2011

არალობიური დემოკრატიის საფუძვლებთან,სა,რუსი ემიგრანტი მწერალი რომან გულის წიგნიდან ძერჟინსკი,ტერორის დასაწყისი:

რომან გული
ნიუ იორკში
ძერჟნსკისთან იყო და სტალინთან უმაღლეს ჩეკისტურ თანამდებობებს მიაღწია ვჩკ-ს უსისხლიანესმა გამომძიებელმა,რუსეთთან დაუკავშირებელმა,პოლონეთის სამეფოდან გამოსულმა  იაკოვ აგრანოვმა,
დედაკაცური სახის ეპილეპტიკოსმა რომელიც იქცა რუსული ინტელიგენციის ჯალათად. მან მოკლა მრავალი საზოგადო მოღვაწე და შესანიშნავი რუსი მეცნიერები//პროფ.ტიხვინსკი,პროფ.ლაზარევსკი,ნ.შჩეპკინი,ძმები ასტროვები,კ.კ.ჩერნოსვიტოვი,ნ.ა.ოგოროდნიკოვი და მრავალი სხვა//. პროფესორ ტაგანცევს მან მრავალდღიანი წამების შემდეგ გამოსძალა ჩვენებები.აგრანოვი სპობდა რუსული მეცნიერების და საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს ისეთი ბრალდებებით როგორებიცაა "რწმენით დემოკრატიული წყობის მომხრე", თუ "მუშათა და გლეხთა მტერი".ეს სისხლიანი არარაობა ფაქტიურად არის შესანიშნავი რუსი პოეტი ნ.ს.გუმილიოვის მკვლელი.

December 15, 2011

ყველაზე საშინელი გადაწყვეტილებები ისტორიაში:

დაუმორჩილებელი
დედოფალი ალიენორ
 აქვიტანელი
, Renaud Thomazo,Les pires décisions de l'histoire,მ

   წინათქმა:
 ლიუდოვიკო მეშვიდეს და ალიენორ აქვიტანელის განქორწინება:
    უეჭველია რომ საფრანგეთის მეფე  ლიუდოვიკო მეშვიდეს არ უნდა დაეგდო ყური მრჩევლებისთვის რომლებიც მას ურჩევნდნენ გაყროდა მის მეუღლეს რომელსაც აცხადებდნენ თავქარიან და მოღალატე ქალად. აქვიტანიის საჰერცოგის მემკვიდრე ალიენორი უწინარეს ყოვლისა თავისუფალი და განათლებული ქალია რომელსაც უჭირს ურთიერთობა მკაცრ და როგორც მასზე ამბობდნენ უფრო ბერ ვიდრე მეუღლე ქმართან.

December 12, 2011

Andrew Andersen – “ТАЮЩАЯ ГРУЗИЯ»: ТЕРРИТОРИАЛЬНЫЕ ИЗМЕНЕНИЯ В ГОДЫ УСТАНОВЛЕНИЯ И ЗАКРЕПЛЕНИЯ СОВЕТСКОЙ ВЛАСТИ (1921-1936)”

საქართველოს რუქა  საქართველოსთვის მძიმე მეოცე საუკუნის ისტორიიდან //ოდნავ შემოკლებით თარგმნა გ.მარჯანიშვილმა//:  


 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი ტერიტორიის კონსოლიდაციის საშუალება მიიღო 1918 წლის ნოემბრიდან-პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისა და ამიერკავკასიიდან თურქული და გერმანული ჯარების ევაკუაციის შემდეგ //რუსული ჯარები ევაკუირებული იქნა იმავე წლის თებერვალში. საქართველოს ტერიტორიალური ჩამოყალიბება ხდებოდა თბილისის მენშევიკური მთავრობის ძალისმიერი და დიპლომატიური აქციების კომბინაციით,რასაც წარმართავდნენ და შუამავლობდნენ  "გამარჯვებული სახელმწიფოები"- დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ტერიტორიის ჩამოყალიბების ეს მეთოდი არ ყოფილა ორიგინალური.ომის შემდეგ აღმოსავლეთი
ევროპის და მახლობელი აღმოსავლეთის როგორც ახალი ისე არც ისე ახალი სახელმწიფოები აფართოებდნენ თავის ტერიტორიებს მეზობლების ან დროებით თვითმმართველი, ასე ვთქვათ უპატრონო ტერიტორიების ხარჯზე. გამონაკლისი მხოლოდ დამარცხებული ქვეყნები იყო.ეს არანაირად არ შეესაბამებოდა გამარჯვებული სახელმწიფოების და საბჭოთა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეთნიკური ჯგუფების

December 8, 2011

დეცივილიზაცია,ეთნოციდის პოლიტიკა და პრაქტიკა:

ცნობილი ფრანგი
ეთნოლოგი რობერ ჟოლას
//1928-1996//წიგნი
 "თეთრი მშვიდობა,
შესავალი ეთნოციდში"
   რობერ ჟოლა, ეთნოციდი, განსაზღვრების ცდა //Robert Jaulin,L'ethnocide;essai de définition//:


     "...ცნება ეთნოციდი აღნიშნავს ცივილიზაციის მოსპობის, დეცივილიზაციის, განცივილიზების აქტს. ის აგებულია ცნება გენოციდის მოდელზე...


   ცნება ეთნოციდი შთამაგონა ჟან მალორიმ 1968 წლის მაისში თუ ივნისში მაშინ როდესაც მე ვიყენებდი ცნებას კულტურული გენოციდი. მას ვხმარობდი ინდიელთა ცივილიზაციების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით....


   1947 და 1948 წლებში გაეროს კომისიამ ნომერი 6 შეისწავლა გენოციდის ცნება და სცადა ადამიანის უფლებათა ქარტიის შემუშავება. 

December 7, 2011

"ევროპა ცხოვრობს მე-4 რაიხის უღელქვეშ":



ანგელა მერკელი                         
ABC მადრიდი,მანუელ მარტინ ფერან

  წმინდა რომაული გერმანული იმპერიის,პირველი რაიხის სუვერენთა საწინააღმდეგოდ ანგელა მერკელს არ ადგას გვირგვინი თავისი ძალაუფლების და სუვერენიტეტის დასამკვირებლად. მას არ ადგას არც მეორე რაიხის სიმბოლო, ოტო ფონ ბისმარკის სახელგანთქმული წვეტიანი კასკა და არა აქვს არც მესამე რაიხის ადოლფ ჰიტლერის ულვაში. მიუხედავად ამისა ევროპული კავშირის ქვეყანათა კაი ნაწილის წყალობით თუ მიზეზით ჩვენ ვცხოვრობთ მეოთხე რაიხის ბატონობის პირობებში. დიადი გერმანია ზღუდავს და მეტიც, აუქმებს მის ხელში მოხვედრილი ქვეყნების უფლებებს რომლებიც ამ ქვეყნების კონსტიტუციებშია ჩაწერილი სხვათა შორის.