June 30, 2013

ვლადიმირ პუტინი - მზის ღმერთი!

ამ პესიმისტის აზრით თუ არ იქურდებს საბჭოთა დემოკრატების ერთი ჯგუფი იქურდებს საბჭოთა დემოკრატების ჯგუფი მეორე...


ლიუკ ჰარდინგის წიგნი "მაფია სახელმწიფო". დაიბეჭდა წერილიც "პუტინი ნათლიმამა"
“//Putin, der Pate”//


რა არის რუსეთი - ავტოკრატია, ოლიგარქია, პლუტოკრატია თუ მაინც მართული დემოკრატია?

ლიუკ ჰარდინგის თქმით რუსეთი არის მაფიური სახელმწიფო. ხელისუფლებასა და კრიმინალს შორის საფუძველში არაა არავითარი განსხვავება. ორგანიზებული კრიმინალი და ძალისმიერი ორგანოები შეერთდნენ ერთ მთლიანობად.

ლაპარაკია მხოლოდ ქურდობაზე. სახელმწიფო ხელისუფლების მწვერვალზე სულაც არ კამათობენ რეფორმატორები და მკაცრი ხაზის მომხრეები. 

სინამდვილეში ერთმანეთს გადამტერებულ-გადაკიდებული დაჯგუფებები ერთმანეთს ებრძვიან უზარზმაზარი იმპერიის წიაღისეულის უზარმაზარი მარაგის წილების გამო. რუსეთის ელიტის მრავალი წარმომადგენელის თქმით თუ ისინი არ მოიპარავენ მოიპარავენ სხვები.

ვლადიმირ პუტინი კი არის ამ კორუფციული სტრუქტურის შემაკავშირებელი წებო.
რუსეთის მმართველი ზედაფენა დარწმუნებულია რომ მხოლოდ მას შეუძლია ამ სისტემის არსებობის და ფუნქციონირების გახანგრძლივება.