September 11, 2012

წითელი ქურთისტანი არაა სახუმარო ამბავი და ისტორია:

როგორ ჭრიდნენ და კერავდნენ  ბოლშევიკი და დაშნაკი  ამხანაგები და რა უბედურება მოყვა ამას...
    
1923 წელს ლენინის დავალებით ამიერკავკასიაში, ქელბაჯარის, ლაჩინის, შუშას, კუბატლის, ჯებრაილის, ზანგელანის რაიონების ტერიტორიაზე შეიქმნა წითელი ქურთისტანი. ამან გამოსვლებისკენ უბიძგა თურქეთის ქურთებს და გაღიზიანებული მოკავშირე  ათათურქის ზეწოლით ბოლშენიკებმა გააუქმეს მათივე შექმნილი წითელი ქურთისტანი.
           
მაგრამ დესტალინიზაციის და რელინინიზაციის ხანაში გაგანია პერესტროიკის დროს, 1987 წელს საბჭოთა კავშირის ქურთების წარმომადგენლებმა მიმართეს მ.ს. გორბაჩოვს და სთხოვეს 1931 წელს უკანონოდ ლიკვიდრებული წითელი ქურთისტანის აღდგენა.
     
საბჭოთა კავშირის უზენაესი  საბჭოს სესიებზე გორბაჩოვისგან ქურთი ხალხის რეაბილიტაციას და წითელი ქურთისტანის აღდგენას მოითხოვდნენ სომხეთის დეპუტატები //აკადემიკოსი ამბარცუმიანი, ზორიი ბალაიანი და სხვ.//. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის დეპუტატებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი.
     
ამავე დროს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხებმა მიმართეს აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მათი დამოუკიდებლობის თუ სომხეთთან შეერთების უფლების აღიარების მოთხოვნით.