February 25, 2012

დიადი საბჭოეთის მშენებელი არმანდ ჰამერი:

http://zoo-sar.ru/video/22ers3pZiW8/-.html

ვის ამარაგებდნენ ბოლშენიკები ოქროებით და ბრილიანტებით:       
დაიბადა ნიუ იორკში,რუსეთიდან ემიგრანტები ჯულიუს და როზა ჰამერების ოჯახში. გაკოტრებულ გემთმშენებელთა ოჯახიდან გამოსული ჯულიუს ჰამერი ამერიკაში ჩავიდა 1875 წელს. მას ჰქონდა სამედიცინო პრაქტიკა და 5 აფთიაქი.

გრიპის ეპიდემიის დროს მან აბორტი გაუკეთა პნევმონიით ავადმყოფ ქალს და ის მოკვდა,რის გამოც ჰამერი 2,5 წლით დააპატიმრეს. ედვარდ ეპშტეინის წიგნში «Dossier: The Secret History of Armand Hammer» გადმოცემული მეორე ვერსიის თანახმად უკანონო აბორტი გააკეთა არმანდ ჰამერმა და მამამისმა დაიბრალა ამ დანაშაულის ჩადენა.

არმანდ ჰამერმა 1919 წელს დაამთავრა კოლუმბიის კოლეჯი,მიიღო ბაკალავრის ხარისხი,შემდეგ დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და 1921 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი.  

მაგრამ ის ბრძანდებოდა ამერიკაში საბჭოთა კავშირის არაოფიციალური წარმომადგენელი ლიუდვიგ მარტენსის მეგობარი და სამედიცინო პრაქტიკისთვის მიმართვა არ დასჭირვებია.