April 24, 2012

მკვდარი ქალაქები-2:

ბერიას ხელქვეითი სახაროვის და 
ელენა კომინტერნოვნა ბონერის
 პროგრამებით მოკლული 
ქალაქი აგდამი...
მკვდარი ქალაქები-2:
7. ხალმერ-იუ-ყოფილი ქალაქური ტიპის დასახლება (ქალაქი მოჩვენება) კომის რესპუბლიკაში. გაუქმდა 1996 წელს. იღებდნენ ნახშირს (პეჩორის ქვანახშირის აუზი).

1959 წელს ცხოვრობდა 7,1 ათასი ადამიანი;1963 წელს-7,7 ათასი ადამიანი,1994 წელს-4,1 ათასი ადამიანი.

«ხალმერ-იუ» ნენცურად ნიშნავს «მდინარე სიკვდილის ველზე» ან «მკვდარი მდინარე».

მომთაბარე მეირმე ნენცებისთვის ხალმერ-იუ იყო წმინდა ადგილი სადაც ასაფლავებდნენ თავის მიცვალებულებს.

სამუშაო ფენები მდინარე ხალმერ-იუზე 1942 წელს აღმოაჩინა გეოლოგი გ.ა.ივანოვის პარტიამ. ახალი საბადოს ნახშირის მარკა იყო «კ»,ყველაზე ძვირფასი კოკსოქიმიური წარმოებისთვის. გადაწყდა მომავალი დასახლების ადგილას და საბადოს პარამეტრების დასადგენად მუშათა ჯგუფის დატოვება. მაგრამ შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისის ცუდმა ამინდა ჯგუფი მოწყვიტა ვორკუტასგან. რამოდენიმეჯერ სცადეს ჯგუფის პოვნა და ხალხის გადარჩენა....იანვარში ჯგუფის საძებრად მეთხილამურეებიც წავიდნენ. მათ მონახეს და ვორკუტაში გადაიყვანეს უაღრესად დაუძლურებული ადამიანები.