July 23, 2012

«survivalists», выживальщики» კატასტროფის მომლოდინეები:


"იმას ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე ახლო მომავალში ელის უსიამოვნებები" 
//კონფუციუსი//

ბედნიერმა თანამედროვეობამ საქმე იქამდე მიიყვანა რომ ინგლისური ცნება «survivalist»-იდან რუსულ ენაშიც გაჩნდა ცნება ვიჟივალშჩიკი ///«выживальщик»// და დროა დავფიქრდეთ მათ ქართულ შესატყვისზეც. საკუთარითავისდასხვისგადარჩენისტი იქნება ეს თუ რამე სხვა.

ბედნიერი პესრესტროიკის მოწმეებს განსაკუთრებით კი საბჭოთა ზარბაზნებით და სხვა ნამეტანი შთამბეჭდავი საშუალებებით თბილისის დემოკრატიზაციის მნახველებს ბევრი ვერაფრით გავაკვირვებთ მაგრამ მაინც საინტერესოა ამას წინ ნანახი ერთი ამბის გაცნობაც.

როდესაც დაემხობა დოლარი და ევრო, როცა ყაჩაღთა ბანდები მოგირახუნებენ კარებზე, როდესაც ბირთვული სოკო ამოვა საქალაქო ნაძვისხის ადგილას აი სწორედ მაშინ დადგება «survivalist»-ების ანუ საკუთარითავისდასხვათაგადარჩენისტების თუ როგორც გნებავთ ისე დაარქვით იმათი დრო.

ნაცნობი სამყარო შეიძლება დაანგრიონ ასობით სხვადასხვა ხერხით. ყველაზე მოსალოდნელი შედეგია სახელმწიფოს დასუსტება სამოქალაქო ომის მდგომარეობამდე. სხვათა შორის ასე უკვე ცხოვრობს დედამიწის ასობით მილიონი მცხოვრები ავღანეთში, სომალიში, ზიმბაბვეში, სუდანში, პაკისტანის, კოლუმბიის, ინდოეთის, ინდონეზიის ზოგ რაიონში. არც ისე დიდი ხნის სამოქალაქო ომის თანმხლები ქაოსი მისწვდა ლიბიას, ეგვიპტის, იემენის, სირიის ზოგ რაიონს.

რა ელის თანამედროვე ადამიანს ვინც დაკარგა სახელმწიფოს მხარდაჭერა?