
მეორეა შეძლებული ხალხის ნაკადი. ამ ხალხის განსახლების გეოგრაფია ბევრად უფრო დიდია. მარტო ლონდონში უკვე ცხოვრობს სამოცდაათ ათასზე მეტი რუსეთელი. ამასთან მრავალი მათგანი ცხოვრობს ლონდონის ყველაზე მაღალპრესტიჟულ და ამდენად ყველაზე ძვირ კვარტალებში. რუსეთელებში ყველაზე პოპულარულია რაიონი Kensington Palace Gardens,რომელსაც ლონდონელები უწოდებენ მილიონერთა ქუჩას.
ესაა მდიდრული საკუთრედების და სასახლეების რაიონი. ამ სასახლეებს შორისაა კენსინგტონის სასახლე სადაც ცხოვრობდა პრინცესა დიანა და მსოფლიოში უმდიდრესი კაცის,ბრუნეის პრინცის სასახლე.
კენსინგტონის სასახლის პირდაპირ არის სუპერთანამედროვე დიდებული შენობა რომლის ბინების ფასიც მერყეობს 3 მილიონ ათ მილიონ ფუნტ სტერლინგს შორის.