April 30, 2013

თბილისის საბჭოთა დემოკრატიზაცია, წითელი არმიის ბოლო ოპერაცია ისტორიაში+ანტონ სურიკოვზე:


თბილისის პეტრესტროიკით ხელმძღვანელობა იკისრეს საბჭოთა ოფიცრებმა ...ბრძოლაში ჩაერთნენ პეჩორის დივიზიის სპეცნაზის//სპეციალური ნაწილის // ნაწილები, ზვიად გამსახურდიამ სთხოვა ელცინს არ დაეჭირა მხარი აჯანყებულებისთვის და დახმარებოდა კანონიერ დემოკრატიულ მთავრობას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

არც ისე შორეული წარსულიდან, საბჭოთა არმიის ბოლო ოპერაცია, Журнал «Братишка»:

საბრძოლო ოპერაციებით ხელმძღვანელობა იკისრეს რუსმა ოფიცრებმა...ბრძოლაში ჩაერთნენ პეჩორის დივიზიის სპეცნაზის//სპეციალური ნაწილის // ნაწილები, ზვიად გამსახურდიამ სთხოვა ელცინს არ დაეჭირა მხარი აჯანყებულებისთვის და დახმარებოდა კანონიერ დემოკრატიულ მთავრობას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

პრეზიდენტის სასახლის //მთავრობის სახლის,გ.მ.// დამცველთა და ასე ვთქვათ ახალი ოპოზიციის,სამხედრო საბჭოს ნაწილების რაზმების ბრძოლამ ყველაზე გააფთრებული ხასიათი მიიღო. ბრძოლები გაიჭიმა იმიტომ რომ დამცველთა ძალები არც რაოდენობით და არც ტექნიკით არ ცამოუვარდებოდნენ თავდამსხმელთა ძალებს და დამცველთა საბრძოლო სულისკვეტება უფრო ძლიერი იყო...

April 16, 2013

ამბროსი ხელაია, ტოინბი, ბრძოლა სახაროვშჩინასთანაც.


სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი სამშობლოს, მძორი, ჯალათებო – თქვენ და რაც გინდათ ის უყავით მას.
ამბროსი ხელაიაზე და საქართველოს წინ მდგარ ზოგ გამოწვევაზე:

სახელგანთქმული ბრიტანელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბის //1889-1975// თანახმად ღმერთი
//ბუნება// ადამიანს უგზავნის გამოწვევას. თავისი პასუხით ამ გამოწვევაზე ადამიანი და მის მიერ შექმნილი ცივილიზაცია წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანას და ამით საკუთარი თავი გადაჰყავს უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში.

რაც უფრო ძლიერია გამოწვევა მით უფრო ორიგინალურია და შემოქმედებითია პასუხი.

თუ კი არ არსებობს გამოწვევა არ არსებიბს სტიმული საზოგადოების ზრდისთვის და განვითარებისთვის.

მაგრამ ის საზოგადოება რომელიც ვერ აძლევს პასუხს გამოწვევას განწირულია განიცდის დეგრადაციას,დაქვეითება-დაკნინებას, ეცემა.

ტოინბის თქმით გამოწვევა 3 სახეობისაა:

1- არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები. ძველი ეგვიპტელებისთვის ეს იყო ნილოსის დელტას ჭაობები,მაიებისთვის იუკატანის ტროპიკული ტყე, ელინებისთვის ეგეოსის ზღვის ტალღები, ტყეები და ყინვები-რუსებისთვის...