September 22, 2012

დიდი და დღესაც მავნე საბჭოთა ტრადიციის ისტორიიდან :

 ძერჟინსკის დროს დაწყებული და სოციალისტური შრომის გმირი,შინაგანი სამსახურის გენერალ-მაიორი და დიდი დემოკრატი ედუარდ შევარდნაძის დროს გაგრძელებული საშინელების ისტორიიდან...
Эдуард  Амвро́сиевич Шевардна́дзе (груз. ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე, Эдуа́рд Амбро́сис дзе Шевардна́дзе) (р. 25 января 1928 года, с. Мамати Ланчхутского района Грузинской ССР) — советский и грузинский политический и государственный деятель, Министр охраны общественного порядка Грузинской ССР (19651968 гг.), Министр внутренних дел Грузинской ССР (19681972 гг.), первый секретарь ЦК КП Грузии (19721985 гг.), Министр иностранных дел СССР (19851990 гг.), Министр иностранных дел СССР (1991), президент Грузии (19952003 гг.). С 1985 по 1990 гг. — член Политбюро ЦК КПСС. Герой Социалистического Труда, генерал-майор внутренней службы.
   
საარქივო მოამბე 2012 №12
ნინო ყიფშიძე

ჟურნალ „საარქივო მოამბეში“ საბჭოთა ციხეებში პატიმრების წამების ფორმებისა და მეთოდების ამსახველი არაერთი სტატია დაიბეჭდა. საარქივო საქმე № 7726-დან ირკვევა, რომ ეს მეთოდები წლებთან ერთად საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო „დახვეწა“... „ციხეებში წამების უსაშინლეს ფორმებს იყენებდნენ: რკინის ჯოხებით ცემას, ფოლადის ნემსებისა და მავთულების გარჭობას, ფეხებით ჩამოკიდებას, ანთებული სიგარეტით სხეულის ამოწვას, ცხელი შხაპის ქვეშ გაჩერებას, ჰომოსექსუალურ გაუპატიურებას და ა.შ.“

აღნიშნულ საქმეში, პატიმრის წამების ფორმების გარდა, დეტალურადაა გაშიფრული მთელი სქემა, თუ როგორ ხდებოდა პატიმრების აგენტებად დამუშავება, მათი ჩათრევა და გამოყენება, გამოყენების შემდეგ კი - „ჩამოწერა“, რაც ფიზიკურ განადგურებას ნიშნავდა. ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიები არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში“ იბეჭდებოდა...

უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად დოკუმენტს მცირედი შემოკლებით ვაქვეყნებთ (სტილი დაცულია):

„პატიმრების წამება საქართველოს სსრ ციხეებში

შემდგენელი: ზ. გამსახურდია

1975 წლის 1-დან 9 აპრილის ჩათვლით ქ. თბილისის კიროვის რაიონის სახალხო სასამართლომ /თავმჯდომარე გაბიტაშვილი, პროკურორი მაჭარაძე, ადვოკატი ფხაკაძე /№1 საგამომძიებლო იზოლატორის კლუბში განიხილა იური გრიგოლის ძე ცირეკიძისა და ვალიკო უსუპიანის საქმე. მათ მსჯავრი ედებოდათ საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ამ მუხლების შინაარსია: „მძიმე სხეულებრივი დაზიანება, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია” და დაზიანებულისათვის დახმარების გაუწევლობა“. საქმე მოიცავს ხუთ ტომს. მისი ნომერია 2254.