August 22, 2011

ზვიად გამსახურდია: აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობა

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმისადმი

მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება დღევანდელი აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობას.


კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილებას განაგებს უვარგისი და არაკომპეტენტური მუშაკი ფაჩულია, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმით აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმე კატასტროფამდის მიიყვანა. მისი მთელი “საქმიანობა”