July 14, 2012

მას დღესაც იხსენებენ. კრავჩენკო-კაცი კომუნიზმის წინააღმდეგ:



იმ ევროპელებმა ვისაც სურთ საშუალო განათლების მიღება ესეც უნდა იცოდნენ.
   რევოლუციონერი მუშის შვილი, კომუნისტური პარტიის წევრი, წითელი არმიის კაპიტანი ვიქტორ კრავჩენკო იყო საბჭოთა სისტემის პროდუქტი. ომის დროს ის დანიშნეს ვაშინგტონში საბჭოთა საელჩოში რათა მიეღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში გერმანიასთან მეომარი საბჭოთა კავშირის მიერ იარაღის შეძენის შესახებ.
  მიუხედავად ამისა 1944 წლის აპრილში ის გადადგა და ოფიციალურად ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

  1945 წელს მან გამოაქვეყნა მწვავე წიგნი-ბრალდება სტალინური საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ«I chose Freedom», "მე ავირჩიე თავისუფლება". ამ ფორმულას ხშირად იყენებენ კომუნისტური აღმოსავლეთიდან კაპიტალისტურ და დემოკრატიულ დასავლეთში გაქცეულთა დასახასიათებლად. 
  ამ წიგნში კრავჩენკო ამხელს და გმობს საბჭოთა კავშირის მთავრობის ტოტალიტარიზმს, კომუნისტური სისტემის სისულელეებს და,ყველაზე მეტად, მოძალადე რეჟიმს და გულაგს, შრომის ბანაკებს.