January 26, 2013

კატასტროფის ლოდინზე:

ლავლოკის აზრით ჰავის ცვლილებები შეუქცევადია და ჩვენთვის ნაცნობი ცივილიზაცია შეიძლება ვეღარ გადარჩეს...
პირველ რიგში დაიღუპებიან არასოლიდარულ, გამოთაყვანებულ, გაბოროტებულ და ერთმანეთს დარეულ ჯგუფებად დაჯიჯგნილი საზოგადოებები!!! 

ჯეიმს ლავლოკის წიგნი
"გეას რევანში"
http://www.eternalmind.ru/index.php?option=com_content&task=view&id=614&Itemid=2
Глобальная климатическая катастрофа уже неизбежна?
Вечный Разум

პირველ რიგში დაიღუპებიან არასოლიდარულ, გამოთაყვანებულ, გაბოროტებულ და ერთმანეთს დარეულ ჯგუფებად დაჯიჯგნილი საზოგადოებები!!!
ცნობილი ბრიტანელი სწავლული და ოდესღაც მწვანეთა გურუ ჯეიმს ლავლოკის აზრით კატასტროფა გარდაუვალია. დღეს ჯეიმს ლავლოკს აკრიტიკებენ იმიტომ რომ მან მოუწოდა ატომურ ენერგიაზე მასობრივად გადასვლისკენ. 

ჯეიმს ეფრეიმ ლავლოკი //James Ephraim Lovelock; 1919 წლის 26 ივლისი//. ბრიტანელი მეცნიერი,ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, დამოუკიდებელი მკვლევარი, სპეციალისტი ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, ეკოლოგიის სხვადასხვა სფეროებში, ეხლა ცხოვრობს კორნუელში,ინგლისში. 

January 4, 2013

ტარტაროზების სამასხარაოდ ქცეული ხალხი - კრემლის აგენტი თუ სასარგებლო იდიოტი?

გაზეთი "ნიუ იორკ ტაიმსის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელის, პულიტცერის პრემიის ლაურეატი უოლტერ დიურანტის ცნობებს უნდა გაევლოთ საბჭოთა ცენზურა და სტალინური პროპაგანდისტული მანქანა ძლიერი იყო და ყველგან აღწევდა. დიურანტი თავისი ანალიზისას ეყრდნობოდა პირველ რიგში ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს და გახდა მისი პოზიციის მთავარი ნაკლის, სტალინის სისასტიკის სათანადოდ შეუფასებლობის მიიზეზი.

იმ პუბლიკაციებში რომლებშიც მან მიიღო პულიტცერის პრემია არაფერი იყო ნათქვამი უკრაინაში შიმშილის შესახებ. ...

15-ოდე წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ ნაწილობრივ გახსნა ტოტალიტარიზმის სახელგანთქმული მამხილებელი ჯორჯ ორუელის საბუთები.

ერთ-ერთ მოხსენებაში მან თავის სამსახურებს წარუდგინა დასავლეთში კომუნიზმის საიდუმლო აგენტების სია. სიაში მოხვდა 38 კაცი.მან ამხილა კრიპტოაგენტი უოლტერ დიურანტიც. მანიაკალურ-ანტისაბჭოთა ბოდვად გალანძღულ ამ სიაში იყვნენ ჩარლი ჩაპლინი,მაიკლ რედგრეივი,კეტრინ ჰეპბერნი,დიდი არქეოლოგი გორდონ ჩაილდი,მწერალი ჯონ პრისტლი,ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი პატრიკ ბლეკეტი.

1925 წლის ოქტომბერში ვკპ//ბ//-ს ცკ-ს პოლიტბიურომ გადაწყვიტა დიურანტის როგორც ცილისმწამებლის გაძევება,მაგრამ ორ დღეში ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.

საბჭოთა სპეცსამსახურები მას, რა თქმა უნდა, აკონტროლებდნენ. ის იყო ყველაზე მაღალხელფასიანი ჟურნალისტი ევროპაში.