May 23, 2013

რა რომი დაღუპა ნერონის პერესტროიკამ

საინტერესო პირველი რომი: სამურაი რომაელები:

«…რომაული საზოგადოება ღირსების საზოგადოება იყო! ის სულაც არ ყოფილა დეკადენტური საზოგადოება რომელსაც ხშირად გვიჩვენებენ სატელევიზიო სერიალები.

პასუხისმგებლობა აღიქმება როგორც ტვირთი და პატივი.
რომაელი არისტოკრატები არ არიან ტკბობის და განცხრომა-სიამოვნებათა მოყვარულები.
ისინი უფრო სამურაები არიან ვიდრე ორგიების მოყვარულები.

არა და ეს ღირსება სათნოებები არ ყოფილა მარტო დიდი ოჯახების დამახასიათებელი ნიშანი.

მოსახლეობის აღწერისას, ცენზის ცერემონიის დროს კითხვებს უსვავენ ოჯახების უფროსებსაც. ეკითხებიან მათი ოჯახური ცხოვრების,მათი ქონების,მათი ზნე-ჩვეულებების შესახებ.

ამ დროს ნებისმიერ ვინმეს შეუძლია ჩარევა და თქმა :მე მას ვიცნობ, ის არ იხდის თავის ვალებს,მან უარი თქვა თავის საცოლეზე, მას არ მიუგია პატივი თავისი მშობლებისთვის. სხვა სიტყვებით მას არ დაუდასტურებია თავისი პატიოსნება.