April 21, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-4 ( 3)

მარიამ ღვთისმშობელი 
და ისა ( იესო),
არაბული მინიატურა
      ის შემოვიდა ამ სამყაროში, ესე იგი ის უნდა იტანჯოს. ჩვენს დაცემულ, ცოდვილ სამყაროში  უტანჯველობა შეუძლებელია და რაც უფრო სრულყოფილია პიროვნება, მით უფრო იტანჯება ის.
 მე უკვე გითხარით რომ  გოლგოთა ქრისტესთვის დაიწყო მისი დაბადების მომენტიდან.  დაბადებისა  როდესაც ის შემოვიდა ბოროტებით სავსე ჩვენს სამყაროში. ბოროტებასთან ეს შეხება  მუდმივი ტანჯვა იყო მისთვის. ამ ტანჯვისაგან ის ზოგჯერ ოხრავდა კიდეც, როგორც ესაა მარეკოზის სახარებაში : « ო ურწმუნო და გარყვნილო გვარო, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან, როდემდე უნდა ავიტანო თქვენგან?». ეს ამოხეთქა ადამიანურმა გრძნობამ. მას უმძიმდა, ის იტანჯებოდა, სწორედ ეს იყო მისი ჯვარი და ქრისტიანობა ადამიანებს უნდა მიეღოთ თავისუფლად და