![]() |
Добавьте подпись |
თურქეთი: თურქეთის რევოლუციონერებისგან ელოდნენ განსაკუთრებით ბევრს. ერთის შეხედვით მუსტაფა ქემალს ენვერ ფაშასგან განასხვავებდა მხოლოდ პანთურქისტთა აულაგმავი ნაციონალიზმი.
სინამდვილეში კი გაირკვა რომ ქემალ მუსტაფა კომუნისტურ იდეებს არ იზიარებს და მას სულ არ უნდა ექსპერიმენტები. ენვერ ფაშასგან განსხვავებით ის პრაგმატიკოსიცაა. არ გამოუვიდა ომი ანტანტასთან და ბრიტანეთის იმპერიასთან? არცაა საჭირო. ყველანაირად ვეცდებით ნორმალური საზოგადოების აშენებას თვითონ თურქეთში.
კომუნიზმი? თვითონ მუსტაფა ქემალიც და თურქთა უმეტესობაც დიდი ეჭვით უყურებენ რუსეთიდან მისულ იდეებს. მაგრამ რა უნდა ქნან? რუსეთმა და თურქეთმა 8-ჯერ იომეს მე-18 საუკუნეში. 4-ჯერ მე-19 საუკუნეში. პირველ მსოფლიო ომში მტრები არიან.
მაგრამ 1920 წელს ქემალი მუსტაფა ისევ ლავირებს ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. კომუნისტებთან არის რაღაც იმედი.