April 16, 2013

ამბროსი ხელაია, ტოინბი, ბრძოლა სახაროვშჩინასთანაც.


სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი სამშობლოს, მძორი, ჯალათებო – თქვენ და რაც გინდათ ის უყავით მას.
ამბროსი ხელაიაზე და საქართველოს წინ მდგარ ზოგ გამოწვევაზე:

სახელგანთქმული ბრიტანელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბის //1889-1975// თანახმად ღმერთი
//ბუნება// ადამიანს უგზავნის გამოწვევას. თავისი პასუხით ამ გამოწვევაზე ადამიანი და მის მიერ შექმნილი ცივილიზაცია წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანას და ამით საკუთარი თავი გადაჰყავს უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში.

რაც უფრო ძლიერია გამოწვევა მით უფრო ორიგინალურია და შემოქმედებითია პასუხი.

თუ კი არ არსებობს გამოწვევა არ არსებიბს სტიმული საზოგადოების ზრდისთვის და განვითარებისთვის.

მაგრამ ის საზოგადოება რომელიც ვერ აძლევს პასუხს გამოწვევას განწირულია განიცდის დეგრადაციას,დაქვეითება-დაკნინებას, ეცემა.

ტოინბის თქმით გამოწვევა 3 სახეობისაა:

1- არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები. ძველი ეგვიპტელებისთვის ეს იყო ნილოსის დელტას ჭაობები,მაიებისთვის იუკატანის ტროპიკული ტყე, ელინებისთვის ეგეოსის ზღვის ტალღები, ტყეები და ყინვები-რუსებისთვის...