![]() |
ბოსუე |
ადამიანის მოვალეობები საკუთარი თავის მიმართ:
I: ადამიანი არის სხეულისგან და სულისგან შემდგარი ბუნებრივი მთლიანობა: სხეული ინელებს,სუნთქავს,ცოცხლობს,მაგრამ მას არ ესმის თუ რას აკეთებს; ერთი სიტყვით მისი გრძნობა არაა ქვის თუ მცენარის გრძნობაზე მეტი. სხეულზე მბრძანებლობს უხილავი სული.
ადამიანის სიდიადეს ქმნის სულის სიცოცხლე ანუ ინტელექტუალური და მორალური ცხოვრება.
II: ადამიანი შედგება სხეულისგან და სულისგან. სხეული არის ადამიანის მატერიალური ნაწილი რომელსაც აქვს სიცოცხლის შემადგენელი მოქმედებებისთვის აუცილებელი ნაკვთები და ორგანოები.