May 6, 2012

ოლეგ ოსეტინსკის უნდა ახალი სტალინი!

ოლეგ ოსეტინსკის აზრით ახალი სტალინია საჭირო და კაპიტალისტები ისევ ააშენებენ საბჭოთა კავშირს:


  1920-ანი წლები საბჭოთა კავშირში სრული ტექნოლოგიური გაველურების ხანა იყო.  ახალი კომუნისტური პროფესურა სულ უმეცარი და უვიცი იყო. ქვეყანა კვდებოდა შიმშილით. არ იყო ტრაქტორები,ო,კანები,ლიანდაგი,მილები და ა.შ. სოციალური აფეთქება გარდაუვალი ჩანდა. ხელმძღვანელობა მოიცვა პანიკამ.

   საჭირო იყო ძლიერი, ქარიზმატული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე ლიდერი.

    ეს იყო იოსიფ სტალინი. მან საფრთხეში ჩააგდო თავისი როგორც კომუნისტის რეპუტაცია, სიცოცხლეც, უარი თქვა კომუნისტურ დოგმებაზე და შეეხვეწა ამერიკელ კაპიტალისტებს სოციალიზმი გადაარჩინეთო. მისი თანამებრძოლებისთვის ეს იყო შოკი? სულ ათ წელიწადში ამერიკელებმა საბჭოთა კავშირში შექმნეს ქიმიური, საავიაციო, ელექტროტექნიკური, ნავთობის, სამთო, ქვანახშირის, მეტალურგიული და სხვა მრეწველობა, ავტომობილების, ტრაქტორების, საავიაციო ძრავების და სხვა პროდუქციის დამამზადებელი ევროპაში უდიდესი ქარხნები. აშენებდნენ საბჭოთა კავშირშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.