April 26, 2012

ანტიკომუნისტი მაქსიმ გორკი. ეს კაიკაცი ბევრ რამეს ხვდებოდა.

გორკის ბოლო წუთამდე არ სჯეროდა რომ ბოლშევიკები ამზადებენ აჯანყებას დროებითი მთავრობის წინააღმდეგ, რომ მათ სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავისი პარტიის დიქტატურის დამყარება.  და ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ არავინ ამათრახებდა ბოლშევიკებს და კერძოდ ლენინს ისე როგორც გორკი

1917 წლის 7 ნოემბერს //20-ში// თავის გაზეთში "ახალი ცხოვრება" გორკი წერდა:
"ლენინი, ტროცკი და მათი თანმხლებები უკვე მოიწამლნენ ძალაუფლების შხამით,რაზეც მოწმობს მათი სამარცხვინო დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლებასთან, პიროვნების თავისუფლებასთან და იმ თავისუფლებებთან რომელთა გამარჯვებისთვისაც იბრძოდა დემოკრატია.  ბრმა ფანატიკოსები და უნამუსო ავანტიურისტები თავქუდმოგლეჯით მირბიან ვითომ სოციალური რევოლუციისკენ-სინამდვილეში ესაა გზა ანარქიისკენ, პროლეტარიატისა და რევოლუციის დაღუპვისაკენ. მუშათა კლასი აუცილებლად მიხვდება რომ ლენინი მასზე ატარებს რაღაც ცდას, ცდილობს პროლეტარიატის რევოლუციური განწყობის მიყვანას უკიდურესობამდე და შეხედვას იმისთვის რაც გამოვა აქედან.
მუშებმა არ უნდა ჩაადენინონ ავანტურისტებს და გიჟებს უაზრო და სისხლიანი დანაშაულები რომლებზეც პასუხს აგებს არა ლენინი არამედ თვითონ პროლეტარიატი."

April 24, 2012

მკვდარი ქალაქები-2:

ბერიას ხელქვეითი სახაროვის და 
ელენა კომინტერნოვნა ბონერის
 პროგრამებით მოკლული 
ქალაქი აგდამი...
მკვდარი ქალაქები-2:
7. ხალმერ-იუ-ყოფილი ქალაქური ტიპის დასახლება (ქალაქი მოჩვენება) კომის რესპუბლიკაში. გაუქმდა 1996 წელს. იღებდნენ ნახშირს (პეჩორის ქვანახშირის აუზი).

1959 წელს ცხოვრობდა 7,1 ათასი ადამიანი;1963 წელს-7,7 ათასი ადამიანი,1994 წელს-4,1 ათასი ადამიანი.

«ხალმერ-იუ» ნენცურად ნიშნავს «მდინარე სიკვდილის ველზე» ან «მკვდარი მდინარე».

მომთაბარე მეირმე ნენცებისთვის ხალმერ-იუ იყო წმინდა ადგილი სადაც ასაფლავებდნენ თავის მიცვალებულებს.

სამუშაო ფენები მდინარე ხალმერ-იუზე 1942 წელს აღმოაჩინა გეოლოგი გ.ა.ივანოვის პარტიამ. ახალი საბადოს ნახშირის მარკა იყო «კ»,ყველაზე ძვირფასი კოკსოქიმიური წარმოებისთვის. გადაწყდა მომავალი დასახლების ადგილას და საბადოს პარამეტრების დასადგენად მუშათა ჯგუფის დატოვება. მაგრამ შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისის ცუდმა ამინდა ჯგუფი მოწყვიტა ვორკუტასგან. რამოდენიმეჯერ სცადეს ჯგუფის პოვნა და ხალხის გადარჩენა....იანვარში ჯგუფის საძებრად მეთხილამურეებიც წავიდნენ. მათ მონახეს და ვორკუტაში გადაიყვანეს უაღრესად დაუძლურებული ადამიანები.

April 22, 2012

მკვდარი ქალაქები:


ეს ოდესღაც მსოფლიოს და ამერიკის
 ავტომშენებლობის დედაქალაქის,
დღეს მკვდარ ქალაქად მიჩნეული 
დეტროიტის ფოტოა.
ტყვარჩელი, პრიპიატი ( უკრაინა), ჩაგანი (ყაზახეთი), კადიკჩანი (რუსეთი), იაშიმა (იაპონია), ოსტროგლიადი (ბელორუსია), მიგდებული ტერემები (კოსტრომის ოლქი, რუსეთი), ჩერნობილი-2 (უკრაინა), ნიჟნეიანსკი (რუსეთი), განკაჯიმა (იაპონია), მერტვაია დოროგა (სალეხარდი, იგარკა, რუსეთი), დეტროიტი (აშშ,შტატი მიჩიგანი), ხამბერსტოუნ (ჩილი), ხალმერ-იუ (რუსეთი), კოულუნ (ჩინეთი), ცენტრალია (აშშ, შტატი პენსილვანია), ორადურ-სიურ-გლან (საფრანგეთი), ბეჩევინკა-ფინვალ (რუსეთი), სან ჟი (ტაივანი), ალიკელ (რუსეთი), აგდამი (აზერბაიჯანი), ჟანატასი (ყაზახეთი), გერი (აშშ,ინდიანას შტატი) მ.ჯექსონის სამშობლო,ნეფტეგორსკი ( რუსეთი,კოლმანსკოპი (ნამიბია), კლომინო (პოლონეთი), სტარაია გუბახა (რუსეთი), კურშა-2 (რუსეთი), პროùიშლენი (რუსეთი), მოლოგა (რუსეთი), იუბილეინი (რუსეთი), ჩარონდა (რუსეთი), იულტინი (რუსეთი), ასუ-ბულაკი (ყაზახეთი), კოლენდო (რუსეთი), ამდერმა (რუსეთი), ირბენე (ლატვია), ვაროშა (კვიპროსი), კორზუნოვო (რუსეთი).

April 7, 2012

ზვიად გამსახურდია – მიმართვა აფხაზი ხალხისადმი:


ძვირფასო თანამემამულენო!
აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.
უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. ,,ვეფხისტყაოსნის” კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბრა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა და ერთობისა.

ილიას მკვლელებზე.


თანამ­დე­ვი სუ­ლი-მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და ლე­ნინ-სტა­ლი­ნის რო­ლი ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში
24 საათი 09.11.10
მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი, ვლადიმერ ულიანოვი – ლენინი.
ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტი, რო­გორც, სა­ზო­გა­დოდ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის, ისე ბოლ­შე­ვიკ­თა და მენ­შე­ვიკ­თა ფრაქ­ცი­ე­ბი­სა, ძი­რი­თა­დად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა­გან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში მუ­შა­თა მცი­რე­რიცხო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა იყო, ვთქვათ, ბა­ქოს­თან შე­და­რე­ბით, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის პარ­ტი­ის მე­ქად მა­ინც თბი­ლი­სი იქ­ცა. ლე­ნი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და V ყრი­ლო­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი­სათ­ვის და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, ბა­ქო­ში გა­ე­შა­ლათ მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ნამ­დ­ვი­ლად იყო პრო­ლე­ტა­რი­ა­ტი და ამი­ტომ მი­ა­შუ­რეს 1907 წლის ზაფხულ-შე­მოდ­გო­მი­დან ყვე­ლამ ბა­ქოს.

April 3, 2012

ლიბერალი ანდრეი სახაროვი აპირებდა აშშ-ს მოსპობას.

Смыть Америку с лица земли в 1952 году предложил Лаврентию Павловичу Берия 30-летний доктор наук Андрей Дмитриевич Сахаров. Именно тот самый академик-гуманист, сосланный в Горький после выступления против ввода советских войск в Афганистан. И звание академика в 1953 году он получил не в последнюю очередь, за этот проект.

1950-е СССР планировали обрушить на Америку гигантское цунами

Американский метеоролог Скотт Стивенс убежден, что ураганы «Рита» и «Катрина» искусственно созданы с помощью нового российского супероружия. Эта гипотеза, конечно, не имеет под собой никакой фактической основы. Однако мало кому известно, что в 1950-е годы в Советском Союзе действительно планировали затопить береговые города Америки — с помощью искусственного цунами.
Гигантская волна высотой более 300 м приходить со стороны Атлантики и обрушивается на Нью-Йорк, Филадельфию, Вашингтон, Аннаполис. Волна достигает крыш небоскребов. Она намного выше, чем в фильме «Послезавтра» («The Day After Tomorrow»). Друга волна накрывает западное побережье в районе Чарльстона. Еще две волны обрушиваются на Сан-Франциско и Лос-Анджелес. Всего одной волны хватает, чтобы на побережье Мексиканского залива смыло низко расположенный Хьюстон, Новый Орлеан, Пенсаколу.

April 2, 2012

ვლადიმირ სინელნიკოვი ჰომო სტალინიკუსზე:


Homo Stalinikus 




არსებობს სახალხო კომისრების საბჭოს მეცნიურული განყოფილების 1929 წლის დადგენილების გასაიდუმლოებული პროექტი სადაც ლაპარაკია იმაზე რომ სოხუმის მაიმუნთსაშენში უნდა გაეგრძელებინათ მაიმუნის ადამიანებთან შეჯვარების ექსპერიმენტები. 

დაზუსტებულია ექსპერიმენტების ჩატარების დეტალებიც, კომისიამ დაადგინა რომ უმკაცრესი იზოლაციის პირობებში უნდა

გაენაყოფიერებინათ სულ მცირე 5 ქალი. ექსპერიმენტების ხელმძღვანელი ჯერ გულაგში ჩააყუდეს და მერე წაახალისეს იმით რომ 1931 წელს დანიშნეს ალმა-ატაში ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

1953 წლის დასაწყისში ბელგიაში გამოჩნდა ვიღაც რუსი ექიმი რომელიც ამტკიცებდა რომ ის გაიქცა გულაგიდან. მან თქვა რომ დაპატიმრებამდე მუშქობდა ბანაკის ერთ-ერთ საავადმყოფოში და დაიჭირეს იმიტომ რომ ის არ ემორჩილებოდა ხელმძღვანელობას. მას ევალებოდა გორილას სპერმით რამოდენიმე პატიმარი ქალის დაფეხმძიმება. ის ამტკიცებდა რომ საბჭოთა მეცნიერებმა მოახერხეს ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდის გამოყვანა....