April 3, 2011

რომანოვების აგენტი, აღმოსავლელი "ბრძენი" და "მოგვი" გიორგი გურჯიევი

რუსული» «აღმოსავლეთი» და „კავკასია" დასავლეთისთვის:
ერთ დროს გურჯიევის მოწაფე და ბიოგრაფი ლუის პაუელსი ახსენებს წყაროებს რომელთა თანახმადაც გურჯიევი იყო რუსეთის საიდუმლო აგენტი რომელიც მისიით იყო გაგზავნილი ტიბეტში ( Louis Pauwels,Monsieur Gurdjieff, Seuil,1954).
ჟერალდინ ვირელდაზ, ჟორჟ გურჯიევი, საიდუმლოებებით აღსავსე მოგვი:


«ჭეშმარიტების მაძიებელი»,მსახიობი თუ გურუ, ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის დამაარსებელი ადამიანს როგორც ხიბლავდა და აჯადოებდა ისე აშფოთებდა.

ჟორჟ გურჯიევი იყო სომეხი, რუსი, კავკასიელი,მოაზროვნე, ქორეოგრაფი, გურუ,ფარდაგთა გამყიდველი,მსახიობი და თანამოსაუბრეთა შეშფოთების დიდოსტატი.

1870 წლისთვის დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხვედრის ადგილას დაბადებულმა გურჯიევმა თავისი ცხოვრება აქცია პიესად რომელშიც ერთმანეთის გვერდით იყვნენ ხშირად წინააღმდეგობრივი პერსონაჟები.

თეორეტიკოსმა და მოაზროვნე გურჯიევმა განავითარა ფილოსოფია რომელშიც ერთმანეთს ერეოდა ეგზისტენციალური კითხვების დასმა და მასხრული
მოსწრებული პასუხი,მაგრად დახვდომა.

მის საკრალურ ჰიმნებს,მშვენიერ მუსიკალურ პიესებს აქვთ ერთდროულად ტრაღიკული და მედიტატიური რეზონანსი.

ზოგის აზრით გურჯიევს ჰქონდა გამორჩეული აურა სხვათა აზრით ის შარლატანი იყო. ბურუსი რომელიც მოიცავს მის ცხოვრებას,მისი უაღრესი პოლივალენტურობა და მის მიერ აღძრული რეაქციები გურჯიევს აძლევენ გამორჩეულ ადგილს XX საუკუნის იდუმალ ადამიანთა შორის.




მბრუნავი დერვიშების სკოლა :

ჩვენ არაფერი ვიცით გურჯიევის ახალგაზრდობის შესახებ.ვიცით მხოლოდ ის რასაც ის ამბობს თავის ნაწერებში.
მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სომხურ ქალაქ ალექსანდროპოლში დაბადებულმა გურჯიევმა ბავშვობა გაატარა "ლეგენდებით და საოცარი ამბებით" გაჟღენთილ გარემოში. მას შემდეგ " ჭეშმარიტების მაძიებლებთან" ერთად მას ოციოდე წელი უნდა ემოგზაურა შუა აზიაში და უნდა ესწავლა ტიბეტის მოშორებულ მონასტრებში. ის აგრეთვე ამბობს რომ ხვდებოდა სუფიებს და ისწავლა მბრუნავი დერვიშების მოძრაობები.
მბრუნავი დერვიშები,ლუი პაუელსი, ერთ დროს გურჯიევის მოწაფე და ბიოგრაფი ახსენებს წყაროებს რომელთა თანახმადაც გურჯიევი იყო რუსეთის საიდუმლო აგენტი. ის მისიით გააგზავნეს ტიბეტში.

მაგრამ, სიმპტომატური გურჯიევის კვლევისთვის,თვითონ კვლევა ორაზროვანია: მთავარი ბიოგრაფიების ავტორები არიან მოაზროვნის მიმდევრები.

გურჯიევის გზისთვის თვალის გადევნება უფრო ადვილი ხდება 1914 წლიდან.
მოსკოვის ჟურნალებში აქა-იქ ლაპარაკია ვიღაც «ინდოელზე» რომელიც მოვიდა ძველი სიბრძნის მთხრობელი და აღმოსავლური მაგიების წარმომდგენი ბალეტის საჩვენებლად.

გურჯიევი საგანგებოდ და გულდაგულ აბუნდოვანებდა თავის ვინაობას და სხვადასხვა თანამოსაუბრეს სხვადასხვა სახით წარუდგებოდა ხოლმე. თუ კი მის გაცნობას მოისურვებდა აშკარა ოკულტისტი გურჯიევი მას წარუდგებოდა ხალიჩებით ვაჭრად. მისით უკვე დაინტერესებულ ცნობისმოყვარეებს ის წარუდგებოდა როგორც სწავლული და იწყებდა ქადაგებას. შემაშფოთებელი სიღრმის მქონე მისი სიტყვები მომდინარეობენ « უცნობი მოძღვრებიდან», როგორც ამბობდა რუსი ინტელექტუალი და გურჯიევის ერთ-ერთი პირველი მოწაფე პიოტრ დემიანოვიჩ უსპენსკი.

« ადამიანი მანქანას» განთავისუფლება :


რამოდენიმე წელიწადი რუსეთში ცხოვრების შემდეგ გურჯიევმა საფრანგეთში, ფონტენებლოს ახლოს დააარსა ინსტიტუტი ჰარმონიული განვითარებისთვის,ცენტრი სადაც მისი მოწაფეები ცხოვრობდნენ თემად.
გურჯიევი ეჩხუბა უსპენსკის, რომლისთვისაც მთავარი გახდა ადამიანის გამოყოფა მისი მოძღვრების დამთხვეულ-ახირებული განხორციელებისგან.

გურჯიევის ახალ ადეპტებს შორის არიან სახელგანთქმული ინტელექტუალები,
მაგალითად ჟურნალი « New Age»-ს გამომცემელი Arthur Oragე და მწერალი კეტრინ მენსფილდი. თავის ბიოგრაფიაში პაუელსი ახსენებს გურჯიევის მოძღვრების ფუნდამენტურ საკითხებს :


არსებობს კი ინდივიდის სიღრმეში « მე» რომელსაც ძალუძს გარეშე გავლენებისგან თავის დაღწევა, არსების აბსოლუტური არსი? ამას ამტკიცებს გურჯიევი, რომლის თქმითაც ის იმეორებს ძველ მოძღვრებას.

თავისი ფუნდამენტური ხასიათის გამოსავლენად ადამიანი უნდა საემორჩილოს მკაცრ დიციპლინას და ისე განთავისუფლდეს პირობითი რეფლექსებისაგან ( დეკონდიციონირება).

« ადამიან მანქანას» ანუ თავისი გარემოთი, თავისი კულტურით და თავისი განათლებით განსაზღვრულ ადამიანს აქვს თავისი ნამდვილი ბუნების გამოვლენის საშუალება თუ კი ის მიმართავს ფიზიკურ და ფსიქიურ ვარჯიშებს.

გურჯიევის თანახმად « თუ კი ადამიანში არსებობს რაღაცა რასაც შეუძლია თავის არიდება გარეშე გავლენებისთვის მაშინ იგივე რაღაცა გაუძლებს ფიზიკური სხეულის სიკვდილს.»

გურჯიევი ასწავლის რომ ადამიანს აქვს ოთხი სხეული და ასწავლის მეოთხე სხეულისკენ, სიკვდილზე უფრო ძლიერი ,სიკვდილის შემდეგაც არსებული სხეულისკენ მიმავალ გზებს.

გურჯიევი ავითარებს « მეოთხე გზის» იდეას. ეს გზა არ მოითხოვს სამყაროსთვის ზურგის შექცევას. ის მოითხოვს ვარჯიშებს და... « აბის» ყლაპვას.


პროვოკაცია და კამათი :

სწორედ აქ იწყება კამათი : ბევრის აზრით გურჯიევის მოძღვრება არის ფსიქოტროპების მიღება და მეტი არაფერი. ცეკვათა მოძრაობების გამმეორებელი ვარჯიშებით ხელახლა იაზრებენ სახელგანთქმული დერვიშების მოძღვრებას და დიდ თავშეკავებას.

აკრიტიკებენ აგრეთვე წვრთნის და ვარჯიშის ფიზიკურ ნაწილს. აუცილებელია მარხვა, ძილისგან თავის შეკავება და დამქანცველი გამოცდების გავლა. ზოგი მოწაფე მაშინ ამბობს რომ ვეღარ ფლობს თავის თავს და ემორჩილება მანიპულატორი გურჯიევის კარნახს.

1930-ანი წლებიდან მოხუცმა კავკასიელმა დაიწყო თავისი მოძღვრების ჩაწერა.

« ბელზებულის საუბარი მის შვილიშვილთან», პირველი ტომი ნაშრომისა
« ყველაფრიდან ყველაფერზე» მსუბუქად და თამაშ-თამაშ უზავებს ერთმანეთს იუმორსა და პროვოკაციას.

ძნელად გასაგებ,თავსატეხ წინასიტყვაობაში ის ამბობს რომ გმირად ბელზებული აირჩია იმიტომ რომ ნასიამოვნები ბელზებული მას დაეხმარება.

გურჯიევი საუბრობს ძალიან სწავლული ტონით, თავის დებულებებს ასურათებს უამრავი ანდაზითა და გამოთქმებით და «ძველი დროიდან მოხმობილი» პერსონაჟებით რომელთა კვალიც ხშირად არსად არ ჩანს.

ხან ბრძენკაცის და ხანაც გიჟის მანერების გამომყენებელი გურჯიევი შლის და აბუნდოვანებს კვალს. იმდენად რომ ეს მიზანსცენები ჰგავს თხრობის მიზანს.

გურჯიევი მოძღვრებას და ქადაგებას განაგრძობს პარიზში გადასვლის შემდეგაც.

შემოდგომის ერთ საღამოს ის სვამს თავის ბოლო სადღეგრძელოს: «გაუმარჯოთ იდიოტებს.»

ამის შემდეგ ის მძიმედ ავადმყოფი საავადმყოფოში მიჰყავთ.

გურჯიევი გარდაიცვალა 1949 წლის ოქტომბერში.

ნიუ იორკში და პარიზში შექმნილი გურჯიევის ფონდების ხელმძღვანელობა დაეკისრა გურჯიევის მოწაფე ჟანა დე სლაზმანნს.

დღესაც არსებული ამ ფონდების მისიაა « აღმოსავლელი მოგვის» მოძღვრების უტყუარობის შენარჩუნება.

გურჯიევს სურდა რომ ის ხსომებოდათ როგორც « ცეკვის მასწავლებელი.»

მეობებით, საუბრის დონეებით და გრძნობებით მანიპულატორი გურჯიევი თითქოს თამაშობდა თამაშს რომლის აზრიც მხოლოდ მას ესმოდა ( ფრანგული ჟურნალი « რელიგიათა სამყარო»,2010 წლის ივლისი-აგვისტოს ნომერი 42,გვ.56-57).

არსებობს ხალხი რომელიც ცდილობს "Hომო Gურჯიევიკუსის" შექმნas

No comments:

Post a Comment