April 3, 2011

არც კი ვიცი რა ვთქვა....




დღეს კიდევ ერთი, წარმოუდგენელი, ძალზედ შემაშფოთებელი (არც კი ვიცი რა სიტყვით გამოვხატო) ფაქტი მოხდა კახში. 
კახის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბასილმა წირვის შემდეგ განაცხადა, რომ ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ოთახში ვეღარ შეუშვებდა ქსოვისა და ინგლისური ენის შემსწავლელ ჯგუფის ბავშვებსა და მოზარდ წევრებს, რადგან აქაური ხელისუფლება ძალზე უარყოფითად არის განწყობილი ამ წრეებისადმიო (?!).
მისი თქმით, მან ეს გადაწეყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მიიღო (?!). 

ცნობისათვის: 
კულტურის ცენტრის შენობის დაწვის შემდეგ, მამოს კურთხევა ვთხოვე, რათა კვირაში ორი-ორი საათით, ეკლესიის დამხმარე შენობის ოთახში  ჩატარებულიყო ინგლისურისა და ინგილოური წინდების ქსოვის გაკვეთილები. მან დიდი სიხარულით მიიღო ეს წინადადება.
ინგლისურს ასწავლიდა ამერიკელი გოგონა, (რომელიც აზერბაიჯანულ სკოლაში ასწავლის). თითქმის ერთი წლის განმავლობაში იგი დამატებით, საკუთარი დროის ხარჯზე, სრულიად უფასოდ ასწავლიდა ყველა მსურველს, როგორ ბავშვებს ასევე უფროსებსაც).
რაც შეეხება ქსოვის შემსწავლელ წრეს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი საქმეა. კახში მხოლოდ ერთმა-ორმა ადამიანმაღა თუ იცი ქსოვა და ეს ხელსაქმე გაქრობის პირასაა და სწორედ ამის გამო, გავხსენით ეს კურსები და ჩემი უახლოესი მეგობრების და ნათესავების დახმარებით მასწავლებელს თვეში 50 აზ. მანათს ვუხდიდით (50 ევრო). 6-7 თვის განმავლობაში ეს საქმე, ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა. იმედის მომცემი შედეგებიც იყო უკვე და თან და თან უფრო მეტი სკოლის მოწაფე და ახალგაზრდა გოგონები ერთვებოდა ამ საქმეში, თუმცა....



No comments:

Post a Comment