April 4, 2011

პატიმატ ტახნაევა: ქრისტიანობა დაღესტანში ( ავარეთში)



Добавьте подпись
პატიმატ ტახნაევა, «შუა საუკუნეების ავარეთის ქრისტიანული კულტურა (VII-XVI სს.) პოლიტიკური ისტორიის რეკონსტრუქციის პროცესში» ( დისერტაციის თეზისები) :


Добавьте подпись
თანამედროვე ავარეთს უკავია ხუნზახის, გუნიბის, გერგებილის, გუმბეტის, ჩაროდინის, ბოტლიხის, ცუმადის, ცუნტის, ახვახის, კაზბეკის, ტლიაროტის თანამედროვე ადმინისტრატიული რაიონები. ავარულ ენაზე მოლაპარაკეთა ტერიტორიის ძირითად ნაწილს ანდო-ცეზის ჯგუფის ენით და კულტურით მონათესავე ხალხების ტერიტორიასთან ერთად რესპუბლიკის თანამედროვე გეოგრაფიაში უკავია დაღესტანის დასავლეთი და ცენტრალური რაიონები. იველა მხრიდან ის შემოფარგლულია ანდის, სალატაუს, გიმრის და სხვა თითქმის ჩაკეტილი ქედებით. შიგნით მას კვეთს მდინარე სულაკის შენაკადები – ოთხი ყოისუ ( ავარეთის, ყაზიყუმუხის, ანდის, კარა) და აგრეთვე კავკასიის მთავარი ქედის მრავალი განშტოება ( შიდა დაღესტანი).
გამოკვლევის საგანია საკუთრივ ქრისტიანობის ისტორია შუა საუკუნეების ავარეთის ტერიტორიაზე.
დაღესტანმცოდნეობაში მას ჩვეულებრივ განიხილავენ ( აღნიშნავენ) როგორც ქართულ ქრისტიანულ კულტურას.
ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს VII-XVI საუკუნეებს. ავარეთში ქრისტიანობის ქვედა ზღვარად არქეოლოგიურ მასალაზე მითითებით ჩვენ მივიჩნევთ VII საუკუნეს, ზედა ზღვარად, მთიანი ავარეთის მაჰმადიანური ეპიგრაფიკის მონაცემების შესაბამისად, XVI საუკუნეს...
ეს პრობლემა გაჩნდა XIX საუკუნეში როდესაც მთიან დაღესტანში პირველად გამოვლინდა ქრისტიანული სიძველეები. თემის გამოკვლევისას ავტორმა გამოიყენა 1860-ანი წლებიდან 2000 წლამდე (მის ჩათვლით) გამოქვეყნებული ლიტერატურა....
Добавьте подпись
ამ დისერტაციის ობიექტია დაღესტანის რაოდენობრივი თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი ავარები, ავარული ენა ეკუთვნის კავკასიური ენების დაღესტნის შტოს ანდურ-ცეზურ ჯგუფს. ენების ავარულ-ანდურ-ცეზურ ჯგუფში საკუთრივ ავარული ენის გარდა შედის ავარლების ენითა და კულტურით მონათესავე ანდურ-ცეზური ხალხების ენები..


ცნება « ავარი» ცნობილია უკვე X საუკუნიდან. არაბი ავტორი იბნ რუსტეს მონაცემებით ასე უწოდებდნენ სარირის მმართველს. მთიან დაღესტანში მცხოვრებ ავარებს იხსენებს იოანე დე გალონიფონტიბუსი რომელიც 1404 წელს აღნიშნავდა რომ კავკასიაში ცხოვრობენ « ჩერქეზები,ლეკები, იასები,ალანები, ავარები, ყაზიყუმუხები».
ავარელთა თვითდასახელება « მაარულალ» მომდინარეობს ავარული სიტყვიდან « მეერ», « მთა», ესე იგი ნიშნავს მთიელებს. ეს სახელი ავარლებმა იცოდნენ პოლიტიკური მნიშვნელობით და მისი მეშვეობით აღნიშნავდნენ ყოფილი ხუნზახის სახანოს მკვიდრს და არა ეთნოსს. პ.კ. უსლარის აზრით ეს სახელი მხოლოდ ხუნზახს ეხებოდა. ავარულენოვანი ეთნიკური ჯგუფები თავის თავს თემების მიხედვით უწოდებდნენ...
შუა საუკუნეების ავარეთის ( VI-XI საუკუნეებში არსებული სარირის სამეფოს) ტერიტორიის ძირითადი ბირთვი საკმაოდ დიდი იყო და მოიცავდა თანამედროვე დაღესტანის მთიან ნაწილს და მთისწინეთს. ვ.გ. გაჯიევის აზრით სარირი იყო საერთოდაღესტნური, მრავალი ხალხის და ტომის მომცველი სახელმწიფო.
ჩრდილოეთით სარირი ესაზღვრებოდა ალანებს და ხაზარებს. ალ იაკუბი მას ათავსებს დარუბანდსა და ალანებს შორის. ს IX საუკუნის შუა ხანებში სარირის შემადგენლობაში ხვდებიან პოლიტიკური წარმონაქმნი კაიტაგი და შანდანის ტერიტორიის ნაწილი. X საუკუნის პირველ ნახევარში სარირის გავლენის ქვეშ ექცევა გუმიკი. ამ დროს ალ იაკუბის თქმით არანის დასახლებათა უმრავლესობა ეკუთვნის სარირის მმართველს. XIII საუკუნის თხზულებაში ნათქვამია რომ სარირი ესაზღვრება აფხაზს....
დადგენილია რომ ავარელთა განსახლების თანამედროვე გეოგრაფია (ჭარ-ბელაქანი,სალატავია) არ ემთხვევა ავარელთა განსახლების ისტორიულ გეოგრაფიას. ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი დაღესტანის ხალხთა ანდურ-ცეზური ჯგუფით დასახლებული მნიშვნელოვანი ტერიტორია არ შედის სარირის შემადგენლობა-
ში. სარირის ტერიტორიის ცვლილების საკითხი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან.
სარირის სახელმწიფო განიცდიდა ამიერკავკასიის განვითარებული სახელმწიფოების ( სომხეთი,ალბანეთი და საქართველო) პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ გავლენას. ეს სახელმწიფოები ცდილობდნენ თავისი გავლენის გავრცელებას ჩრდილო-
-აღმოსავლეთი კავკასიის მოსახლეობაში და ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ხმარობდნენ დაღესტნის ხალხებში ქრისტიანობის გავრცელებას.
დაღესტანში ქრისტიანობის შეღწევის დრო ზუსტად დადგენილი არაა. ითვლება რომ ქრისტიანობა დაღესტანში ვრცელდებოდა სამხრეთში ალბანეთიდან და სომხეთიდან ( VIII საუკუნემდე, მის ჩათვლით) და დასავლეთში საქართველოდან ( ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე გავლენა მოახდინეს რელიგიური-პოლიტიკურმა უთანხმოებებმა რომლებიც გაჩნდნენ ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ. ამას აქტიურად იყენებდნენ ერთმანეთთან მებრძოლი ბიზანტია და სპარსეთი. ბიზანტიასთან მებრძოლ სპარსეთს კავკასიაში სჭირდებოდა მოკავშირე და ის დიდხანს უჭერდა მხარს სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის მმართველები მხარს უჭერენ სომეხ მონოფიზიტებს რომელთაც სურთ სრული გამოყოფა ბიზანტიური ეკლესიისგან.
კავკასიის რეგიონში ერთმანეთს ეჯახება წინა აზიის სამი ძლიერი და ერთმანეთთან მოქიშპე სახელმწიფოს, არაბეთის, ირანისა და ბიზანტიის ინტერესები. სწორედ ამ ფონზე უნდა იყოს განხილული რელიგიური ვითარება ჩრდილო-
-აღმოსავლეთი კავკასიის არც ისე დიდ ტერიტორიაზე, დაღესტანში.
სარირი განიცდის მისი უშუალოდ მოსაზღვრე კავკასიის ალბანეთიდან, საქართველოდან, ალანეთიდან, ხაზარეთიდან მომავალი ქრისტიანობის გავლენას. ისტორიული ტრადიცია სარირის საგარეო კონტაქტებს მისცემს ეთნოკონფესიურ ხასიათს. რელიგიური განსხვავებები შუა საუკუნეებში განიხილებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, ცხოვრების წესის და მსოფლმხედველობის განსხვავებათა ერთგვარი კონცენტრაცია.
სარირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ხუნზახის სანუცალო XII საუკუნის დასაწყისში ექცევა საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ქვეშ. ხუნზახის ზეგანზე ახალშექმნილი სახელმწიფოს მმართველი ნუცალის სახელს უახლოებენ ერისთავის ხელქვეითი ადმინისტრატიული პირი ნაცვალის ტრადიციულ ქართულ წოდებას.


ადგილობრივი მოსახლეობის ქრისტიანობასთან ზიარების ხარისხზე მიუთითებს ხუნზახის ზეგანზე არქეოლოგიური მასალებით ცნობილი X-XIV საუკუნეებით დათარიღებული ქართული ეკლესიების (დათუნა, ხუნზახი,ამიტლი,ხინი,ზაიბი, ობოდა და სხვ.) არსებობა. ხუნზახის ზეგანზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აკონტროლებს ქართული ცენტრალური სამეფო ხელისუფლება.
ხუნზახის სანუცალოს გარდა სარირის დაშლის შემდეგ შიდა დაღესტანში გამოიყოფა ავარეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები ანდალალი და გიდატლი. აქ განიხილება ქრისტიანული კულტურის არქეოლოგიურ და სხვა ძეგლთა დიდი ჯგუფი. ეპიგრაფიკის მეშვეობით ეს ძეგლები თარიღდება X-XV საუკუნეებით. კარტოგრაფირებისას ისინი მწკრივდებიან ქრისტიანული ჰერეთიდან (VII-X სს.),მოგვიანებით კახეთიდან შიდა დაღესტნისკენ მიმავალი საკომუნიკაციო გზების გასწვრივ. ( ჰერეთი: «აღმ. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად მეხუთე საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. X-XV საუკუნეების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი შიგნიკახეთის და გაღმამხარის ტერიტორიას ( მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII ს-ში ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრატიულ-პოლიტიკური ერთეული ჰერეთის საერისთავო რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. ზოგი წყაროთი ცნება ჰერეთი კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ცნება ჰერეთი აღარ იხმარება, ის შეცვალა ცნება კახეთმა. Qართული ვიკიპედია,მთარგმნელი).
წყაროების თანახმად ჩრდილო-დასავლეთ,მაღალმთიან ავარეთში ქრისტიანობის გავრცელების ქვედა ზღვარი უნდა იყოს ა.წ. პირველი საუკუნე, ზედა ზღვარი კი უნდა იყოს სასაზღვრო ქრონოლოგიური ზღვარი ქრისტიანობასა და ისლამს შორის, რომელიც მერყეობს XVI-XVII საუკუნეებს შორის.
მე-13 საუკუნის შუა ხანებში პოლიტიკური კრიზისის შედეგად ხუნზახის მთელი ზეგანი დაიპყრო მაჰმადიანთა ჯარმა. ხუნზახში მკვიდრდება პირველი მაჰმადიანური მმართველობა. იმის გათვალისწინებით რომ ეს იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში საქართველოს ბატონობის პერიოდი,ღაზიური მმართველობა ხანმოკლე იყო. ხუნზახში ბრუნდება ნუცალთა წინა სურაკატული დინასტია საქართველოზე ორიენტირებული პოლიტიკური ხელისუფლების ტრადიციებით. მთიან დაღესტანში ორგანიზებულ ფორმებს იღებს ქართული ეკლესია რომელსაც თავიდანვე მფარველობდა საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფო.
მე-13 საუკუნის ბოლოსთვის ოქროს ურდოს ყაენთა ძალაუფლებას თუ გავლენას ექვემდებარება დაღესტანის ზოგი ოლქი. აქ მაჰმდიანი სასულიერო წოდება სარგებლობს ოქროს ურდოს მმართველი ზედაფენის პოლიტიკური მხარდაჭერით. XIV საუკუნეში ხუნზახის სანუცალო აღმოჩნდა მაჰმადიან სახელმწიფოთა გარემოცვაში და მისი მმართველი მაჰმადიანდება ეკონომიკური აუცილებლობის ზეწოლით.
მიუხედავად ნუცალის გამაჰმადიანებისა ხუნზახის სანუცალოში იქმნება ქრისტიანობის და მაჰმადიანობის ხანგრძლივი თანაარსებობის იშვიათი სიტუაცია. … მართლმადიდებლობა აქ ეყრდნობოდა ხანგრძლივ ისტორიულ ტრადიციას რომელიც პირდაპირ იყო დამოკიდებული XIV საუკუნემდე, თემურის ლაშქრობებამდე ზოგადი აღმავლობის განმცდელი საქართველოს მხარდაჭერაზე, მაშინ როდესაც XIV საუკუნის დასაწყისში ხუნზახის სანუცალოს სახელმწიფო რელიგიად ქცეულ ისლამს ჯერ-ჯერობით მხარს უჭერდა მხოლოდ ნუცალის ხელისფლება რომელიც XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე განიცდის პოლიტიკურ კრიზისს.


უეჭველია რომ თემურის თავდასხმამ XIV საუკუნის ბოლოს კრიტიკული დარტყმა მიაყენა ქრისტიანობის პოზიციებს ავარეთში, მაგრამ მაღალმთიან დაღესტანში, დიდოში ქრისტიანობა საქართველოს აქტიური მხარდაჭერით XVI საუკუნემდე უწევს წინააღმდეგობას ისლამს. ..
ავტორს კვლევაში შეაქვს თქმულებები ავარული სოფლების დააარსების შესახებ როგორც მთიან დაღესტანში ქრისტიანობის ისტორიის წყარო.
გაქრისტიანების პროცესის, მისი გავრცელების არის, დაკრძალვის ქრისტიანული წესების შესასწავლად ავტორი იყენებს ავარეთის ქრისტიანული კულტურის სამარხ ძეგლებს.
თავისი არსებობის დასაწყისიდანვე ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) ავარეთში იღებს ორგანიზაციულ ფორმებს. ქრისტიანული რელიგიური ცხოვრების ძირითადი ფორმა იყო ეპარქია, საეკლესიო ოლქი ეკლესიის მქონე მოსახლეობით. ეკლესიათა შენახულობის მიუხედავად ( მიწისზედა თუ არქეოლოგიური ძეგლები), ავარეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრება დღემდე არ ყოფილა კვლევის დამოუკიდებელი თემა... ავტორის მიზანია ამ ძეგლების გეოგრაფიის და მათი ისტორიულ-ხუროთმოძღვრული წყაროების დადგენა.
მთიანი დაღესტანის მოსახლეობის იდეოლოგიაში მომხდარი ცვლილებები აისახება მის მხატვრულ კულტურაში. განიხილება შუა საუკუნეების ავარეთის ქრისტიანული ძეგლების ქრისტიანული სიმბოლოები და რელიგიურ-მითიური მოტივები ( ძირითადად პეტროგრაფიკა და ქვის კვეთილობა). ავტორი ცდილობს ქრისტიანული სიმბოლოების მქონე პეტროგლიფების მნიშვნელობის გარკვევას.
ახლებურად განიხილება ქრისტიანული კულტურის სამი გამორჩეული პეტროგრაფიული ძეგლი რომლებითაც ადრე მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით იყვნენ დაინტერესებულნი. ერთ-ერთ მათგანზე არის « წმინდა ესტატეს სასწაულის» ქრისტიანული სიუჟეტი რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული კავკასიაში.... ჩანს ფართოდ გავრცელებული ძირითადი ქრისტიანული სიმბოლოები ( ფარშევანგები, მტრედები, გრიფონები, სიცოცხლის ხე).
ანდალალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლების ერთ ჯგუფს (ნაწილობრივ გრაგმენტებს) , « წნულის» ტიპის ორნამენტით შემკულ გარკვეული ფორმის ქვებს ავტორი განიხილავს როგორც მის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების კანკელების შემკულობის ფრაგმენტებს.
გაქრისტიანების პროცესთანაა დაკავშირებული დაღესტანში ქართული დამწერლობის გავრცელება. ეპიგრაფიკული ძეგლები გვეუბნებიან ავარეთში ქრისტიანული კულტურის ქრონოლოგიური დიაპაზონის, ქართული დამწერლობის გავრცელების მასშტაბის და ქართულ გრაფიკულ სისტემაზე დაფუძნებული ადგილობრივი დამწერლობის არსებობის შესახებ.
ხუნძური ეპარქიის დიოცეზის დადგენისას ავტორი იმოწმებს დადგენილ ფაქტებს რომლებიც ლაპარაკობენ ეპარქიის ქართულ წარმოშობაზე, იქ ქართველი სამღვდელოების ყოფნაზე,წირვის ქართულად ჩატარებაზე და ქართული დამწერლობის არსებობაზე. ავტორის დასკვნით ხუნძური ეპარქიის ტერიტორია უფრო დიდი უნდა ყოფილიყო ხუნზახის სანუცალოს ისტორიულ ტერიტორიაზე და მოიცავდა გიდატლის, ანდალალის და სხვა თემებს
 (გაგრძელება იქნება).

2 comments:

  1. 1. ხუნზახის მმართველთა ღერბი

    ReplyDelete
  2. 2. აული გიმრის ნაწილი ( დაღესტანი; 3. ავარელთა ოჯახი

    ReplyDelete