May 28, 2013

ლაკობასტანის და საბჭოთა დემოკრატიის სტალინისტ გმირებზე:

ნევზოროვი
1991 წლის 23 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში თავისი 8000 მომხრის მიტინგზე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა ნევზოროვმა გამოაცხადა ალეკსანდრ ნეველის სახელობის  სახალხო-განმანთავისუფლებელი მოძრაობა "ჩვენების" შექმნა .

ამ მოძაობის მიზნად გამოცხადებული იქნა საბჭოთა კავშირის როგორც რუსეთის იმპერიის მემკვიდრის აღდგენა. მოძრაობის წევრები გახდნენ კომუნისტებიც და მონარქისტებიც,მათ შორის რადიკალური ნაციონალისტებიც და რიგის ომონის მეთაური ჩესლავ მლინიკი.

1992 წლის ოქტომბერში  345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი და რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარების ჯარების სარდლის ყოფილი მოადგილე ალეკსეი სიგუტკინი იბარებდა  ასე ვთქვათ აფხაზ მეთაურთა ანგარიშებს,გასცემდა ბრძანებებს და არიგებდა ჯილდოებს ეშერაში.

May 23, 2013

რა რომი დაღუპა ნერონის პერესტროიკამ

საინტერესო პირველი რომი: სამურაი რომაელები:

«…რომაული საზოგადოება ღირსების საზოგადოება იყო! ის სულაც არ ყოფილა დეკადენტური საზოგადოება რომელსაც ხშირად გვიჩვენებენ სატელევიზიო სერიალები.

პასუხისმგებლობა აღიქმება როგორც ტვირთი და პატივი.
რომაელი არისტოკრატები არ არიან ტკბობის და განცხრომა-სიამოვნებათა მოყვარულები.
ისინი უფრო სამურაები არიან ვიდრე ორგიების მოყვარულები.

არა და ეს ღირსება სათნოებები არ ყოფილა მარტო დიდი ოჯახების დამახასიათებელი ნიშანი.

მოსახლეობის აღწერისას, ცენზის ცერემონიის დროს კითხვებს უსვავენ ოჯახების უფროსებსაც. ეკითხებიან მათი ოჯახური ცხოვრების,მათი ქონების,მათი ზნე-ჩვეულებების შესახებ.

ამ დროს ნებისმიერ ვინმეს შეუძლია ჩარევა და თქმა :მე მას ვიცნობ, ის არ იხდის თავის ვალებს,მან უარი თქვა თავის საცოლეზე, მას არ მიუგია პატივი თავისი მშობლებისთვის. სხვა სიტყვებით მას არ დაუდასტურებია თავისი პატიოსნება.

May 10, 2013

ესეთებიც ამზადებდნენ პერესტროიკას საბჭოთა მწერალი ,იური მამლეევის სექტა

ფაშისტი ოკულტისტების გურუ ევგენი
გოლოვინი, "ფაშიზმის კირილე
და მეთოდე".
"არ მესმის თუ რატომ არა მაქვს საყვარელი ქალის მოკვლის უფლება" //სახელგანთქმული საბჭოთა მწერალი იური მამლეევის სექტის ვარსკვლავი ევგენი გოლოვინის აზრებიდან//.

მოსკოვური ჯუნგლებიდან - ფაშისტი ოკულტისტების გურუ ევგენი გოლოვინი
http://general-ivanov.livejournal.com/768359.html

ეს არაა პროვინციული ფაშიზმი.
ცნობა გაზეთიდან სტრინგერ //2003//. არის ზოგი უზუსტობა, ზოგადი დილეტანტიზმიც, მაგრამ ძირითადი ფაქტები სწორია.

ჯერ ეს - 2011 წლის 11 დეკემბერს რუსეთის მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ პუტინმა 80 წლის შესრულება მიულოცა მწერალ იური მამლეევს და დააყოლა რომ მისი შემოქმედება იქცა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან მოვლენად.

ეს მამლეევი არის რუსი მწერალი, დრამატურგი, პოეტი და ფილოსოფოსი, 1991 წელს დააჯილდოვეს ანდრეი ბელის პრემიით. ისაა მეტაფიზიკური რეალიზმის კლუბის პრეზიდენტი, ამერიკული, ფრანგული და რუსული პენ-კლუბის წევრი, რუსეთის მწერალთა, ლიტერატორთა და დრამატურგთა კავშირების წევრი.

May 9, 2013

საბჭოთა დემოკრატიის ხრიკები-კავკასიურ ქურთისტანზე:


საბჭოთა დემოკრატიის ტანცი-მანცები საქართველოს მეზობლად, კავკასიის არევის ტექნოლოგიიდან 


http://www.pukmedia.com/Chap_ChepBoRast.aspx?Ziman=RU&Jimare=155
საბჭოთა დემოკრატიას კიდევ აქვს ბევრი იარაღი კავკასიის ასარევად და დასასისხლიანებლად. აი ერთ-ერთიც - კავკასიის წითელი ქურთისტანი:

გორბაჩოვის მიერ უკვე კარგა მაგრა დემოკრატიზებული საბჭოთა კავშირის იუსტიციის სამინისტრომ 1991 წლის 27 მარტს რეგისტრაციაში გაატარა სრულიად საკავშირო ქურთული ასოციაცია იაკბუნის წესდება და ამით იურიდიულად დაადასტურა რომ კავკასიური ქურთისტანი უკანონოდაა ლიკვიდირებული და ის უნდა აღდგეს კონსტიტუციური გზით. ყურადღება მიაქციეთ რომ ეს ხდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა საქართველოს სტალინის მიერ შექმნილ ოხრობად, მცირე და მოსასპობ იმპერიად გამოცხადების შემდეგ.

საბჭოთა დემოკრატების თამაშებიდან:
http://armenianhouse.org/zolyan/nf-ru/karabakh/appendix.html
Сурен Золян

НАГОРНЫЙ КАРАБАХ: ПРОБЛЕМА И КОНФЛИКТ
ПРИЛОЖЕНИЕ
1. АНДРЕЙ САХАРОВ О НАГОРНОМ КАРАБАХЕ

"ღრმად პატივცემულო მიხაილ სერგეევიჩ! მე გადავწყვიტე მოგმართოთ ეხლა ყველაზე მწვავე ორი ეროვნული საკითხის თაობაზე. ეს საკითხებია ყირიმის თათრების ყირიმში დაბრუნების და მთიანი ყარაბაღის და სომხეთის გაერთიანების უფლება.

ორივე შემთხვევაში ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლობის გამოსწორებაზე.

მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ეროვნული ოლქი 1923 წელს შეუერთეს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას".

May 2, 2013

რუსეთის პეიზაჟი პერესტროიკის შემდეგ


ბორის შლაენი //პარიზი//:
ეხლახანს გერმანიაში გამომცემლობაში «შენინგ გამოვიდა შვეიცარელი ჟურნალისტი ულრიხ შმიდტის წიგნი «დაუნდობელი ძმობა».

წიგნში ლაპარაკია ე.წ.რუსული მაფიის აყვავება-გაფურჩქვნაზე, მაგრამ ავტორს მხედველობაში არ ჰყავს მარტო რუსები ან რუსეთის მოქალაქეები.

შმიდტი ყვება მოსკოვის ბაზრების მაკონტროლებელ აზერბაიჯანელებზე,მსხვილ მეწარმეებზე ასე ვთქვათ სპეციალიზებულ ჩეჩნებზე,შუა აზიიდან ჩასულ ბანდებზე,კვანტრიშვილის კლანზე.ბაუმანის, სოლნცევოს,ორეხოვო-ზუევოს,დოლგიე პრუდის დაჯგუფებებზე,რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული ეროვნული ნიშნით.

შვეიცარელმა ჟურნალისტმა 5 წელი იმუშავა გაზეთი Neue Zurcher Zeitung-ის კორესპონდენტად მოსკოვში და ის საგანს იცნობს საკუთარი გამოცდილებით.

ულრიხ შმიდტის თქმით ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი იმისა თუ რამდენად უკონტროლოდ განაგებს ძველი საბჭოთა ნომენკლატურა ქვეყნის სიმდიდრეებს არის გაზპრომი. ვიქტორ ჩერნომირდინის ძალისხმევით ეს კონცერნი 1990 წელს შეიქმნა რუსული ეკონომიკის ასე ვთქვათ უპატრონო მიწაზე.