![]() |
ადიღები ეროვნულ ტანისამოსში |
1552 წლის ნოემბერში ივანეს კარზე ჩავიდა ჩერქეზთა პირველი დელეგაცია რომლის წევრებს შორისაც იყვნენ ბესლენეის თავადი მაშუკო კანუკო,თავადი ტანაშუკო,რომელიც როგორც ჩანს იყო დასავლეთ ადიღთა ერთ-ერთი წინამძღოლი, აბაზინთა თავადი ტუტარიყო ეზბოლუკო. ჩერქეზი თავადები ჩავიდნენ უორკთა მნიშვნელოვანი რაზმის თანხლებით. ელჩობის მიზანი იყო კავშირის შეკვრა მოსკოვთან ყირიმის სახანოს წინააღმდეგ. ელჩობა მოსკოვში იყო 8-9 თვე. დელეგაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ლაშქრობაში ყირიმის წინააღმდეგ და ჩერქეზეთში დაბრუნდნენ მხოლოდ იმის გამო რომ მათ სამფლობელოებს ემუქრებოდა საფრთხე.