
,,ცოდნა გონების ფარია თუ რომ არავინ არია" უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ამ ბლოგის მიზანია საქართველოზე, კავკასიაზე და შეიძლება მსოფლიოზეც კი ისეთი რამეების გახსენება, რაც ძალიან იოლად შეიძლება დაავიწყდეს დღევანდელ რთულ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს. აქ იქნება ჩვენი ისტორიის და თანამედროვეობის ეპიზოდები,რომლებზეც ღირს დაფიქრება და შეჩერება. გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც,რომლებისგანაც დიდად ვართ დავალებული,რომელთაც შექმნეს ლამაზი საქართველო ან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მის ცხოვრებას...
October 22, 2011
პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-4: მე-18 საუკუნე წყლის ქვეშ:
![]() |
ლიუდოვიკო მე-14 და კოლბერი, შარლ ლე ბრანის სურათი |
პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-3: მე-17 საუკუნე და 1658 წლის წყალდიდობა:
![]() |
1910 წლის წყალდიდობა პარიზში, სენ ლაზარის სადგურთან |
1613 წლის მაისში, ივნისში და ივლისში ხედავენ მხოლოდ სეტყვას და წვიმას. სენა მუდამ ადიდებულია და ივნისში მოულოდნელად ფარავს გრევის მოედნის დიდ ნაწილს.
1616 წლის იანვარში ყინულების მტვრევამ გამოიწვია სენ-მიშელის ხიდის ნაწილის მსხვრევა... და სენ-მარსელის გარეუბანში დაინგრა სამი სახლი. კავშირი გაწყდა და ვაჭრობა შეწყდა,სამაგიეროდ გაგრძელდა ქარი და წვიმა.
პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-2:
შუა საუკუნეების პარიზის ნაშთი, კლიუნის შუა საუკუნეების ხელოვნების მუზეუმი. |
ეს საუკუნე აღნიშნავს "გამყინვარების მცირე ხანის" ანუ საერთო აციების და მთის რეგიონებში ყინულთა არის გაფართოების დასაწყისს. ეს მცირე გამყინვარების ხანა გაგრძელდება 1950-ან წლებამდე... მე-16 საუკუნის ბოლო 40 წელი მთელ საფრანგეთში ძალიან ცივი იყო.
შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია 1407 წლის ზამთარი. ყინვა გრძელდება იანვრის ბოლომდე.ხილის ხეები და ვაზები მოისპო. ყველა მდინარე გაიყინა და ეტლებს შეუძლიათ
Subscribe to:
Posts (Atom)