
მღელვარე, « მეომარ სახელმწიფოთა პერიოდებად» წოდებულ პერიოდებშიც როდესაც სამხედრო ბელადები ერთმანეთს ექიშპებოდნენ ქვეყნის სივრცის გულისთვის მიზნად რჩებოდა იმპერიის ერთიანობის აღდგენა ახალ საფუძვლებზე.ქვეყნის და სახელმწიფოს დღგრძელობის, ხანგრძლივობის ხელოვნება არის სტრატეგიის ამ კულტურის გულში და ჩინელებმა მათი ძლიერი კულტურით მოახერხეს დროებით დამარცხებების ტერიტორიულ გამარჯვებებად გადაქცევა მათი დამპყრობელი მონღოლების და შემდეგ მანჯუების გაჩინელების გზით.
დღეს მონღოლეთის ნაწილი ჩინურია და ჩინურია მთლიანად მანჯურია.
შუაგულის იმპერიაში სიმდიდრე შედარებით იშვიათია და სამაგიეროდ ჩინელები დახელოვნებული არიან დროის გამოყენებაში. სწორედ ამ დროით განზომილებაში მოიპოვებენ ჩინელები მოქმედების თავისუფლებას და სარგებლობას ნახულობენ გარემოებათა შეცვლიდან.