
,,ცოდნა გონების ფარია თუ რომ არავინ არია" უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ამ ბლოგის მიზანია საქართველოზე, კავკასიაზე და შეიძლება მსოფლიოზეც კი ისეთი რამეების გახსენება, რაც ძალიან იოლად შეიძლება დაავიწყდეს დღევანდელ რთულ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს. აქ იქნება ჩვენი ისტორიის და თანამედროვეობის ეპიზოდები,რომლებზეც ღირს დაფიქრება და შეჩერება. გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც,რომლებისგანაც დიდად ვართ დავალებული,რომელთაც შექმნეს ლამაზი საქართველო ან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მის ცხოვრებას...
March 21, 2011
არდასავიწყი ხალხი
«...1870-ან წლებში ზოგი აფხაზი ახალგაზრდა გაიტაცა მაშინ საქართველოში გაჩენილმა ხალხოსნობამ. მამაც ქართველ ხალხოსანთა მძიმე ხვედრი გაიზიარეს მათმა აფხაზმა მოძმეებმა-ალექსანდრე მარღანიამ,ელისაბედ ( ლიზა) და მარიამ შერვაშიძემ.
ალექსანდრე მარღანია იყო გამოჩენილი ქართველი ხალხოსნები ისიდორე ქიქოძის და მიხეილ ყიფიანის მიერ 1875 წელს ქუთაისში დაარსებული რევოლუციური წრის ერთ-ერთი მთავარი მოღვაწე. ეს იყოსაქართველოს ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)