April 17, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-4 ( 1)


მაცხოვარი ძალებში, ანდრეი რუბლიოვი

 დღევანდელი თემა გარკვეული აზრით საკვანძოა იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი სარწმუნოების სიმბოლოს პირველი ნაწილი სამყაროს შემოქმედზე ჩვენ საერთო გვაქვს იუდაიზმთან, ისლამთან და სხვა მონოთეისტურ რელიგიებთან.  ქრისტიანობის სპეციფიკა იწყება  მეორე ნაწილიდან, იესო ქრისტეს რწმენიდან, ამიტომაც გვეწოდება არა უბრალოდ მორწმუნეები არამედ ქრისტიანები. ჩვენთვის უმაღლესი გამოცხადება ხდება იესო ქრისტეს პიროვნებაში.
მე უკვე გითხარით რომ იესო არის ისტორიული, პირადი, ადამიანური სახელი, რომ ქრისტე ნიშნავს ცხებულს, მეფეს, მესიას. ჩვენ სწრაფად მიმოვიხილეთ ძველი აღთქმის 15-ზე მეტი საუკუნის ისტორია და მივედით უმთავრესამდე.