მუსლიმი ქართველები

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. ამ მასალებიდან ცხადი ხდება, რომ XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიასა და XX საუკუნის დასაწყისის ოტომანთა იმპერიაში ქართველებს წამყვანი როლი ეკავათ თურქეთის ისტორიაში.
“ოსმალეთის ქართველები”
უნიკალური საარქივო მასალა თურქეთის სახელმწიფო არქივებიდან
ქართველებს თითქოს საქართველო მეტისმეტად ეპატარავებოდათ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზად მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს ირჩევდნენ.
თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებული იყო სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილიყო და უცხო ქვეყანაში დამკვიდრებულიყო, სადაც წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ქართული კვალი აღმოჩნდა ოსმალთა იმპერიაში, რომელსაც ჩვენებურმა გურჯმა, თურქეთში მოღვაწე ისტორიკოსმა მურად ქესაბმა მიაკვლია.