August 17, 2012

ესეც ევროპაა, საინტერესო ამბების სამყაროდან, ფრთხილად კატასტროფებთან:



სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაგმო ორი სახელმწიფო რომელთაც არ დაიცვეს თავისი მოქალაქეები ბუნებრივი კატასტროფისგან მაშინ როდესაც მათ იცოდნენ ამ საფრთხის არსებობის შესახებ.

ბოლო შემთხვევა რუსეთში თარიღდება 2008 წლით: მომაკვდინებელი ზვავები არ ქცეულა ძიების ობიექტად. ადამიანები არ იცნობდნენ ევროპის ამ კანონმდებლობას, არადა ის წინ მიდის.

მე მაქვს მეორე იმედი. ესაა ბუნებრივი გარემოს და ჯანდაცვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ის უკვე მზადდება. მისი ბინა იქნება ვენეციაში. მე ვფიქრობ რომ ის შეიქმნება მომავალ წლებში. შეხედეთ ჩერნობილს, ფუკუშიმას, ზღვების დაბინძურებას....ერთი სასამართლო გაიმართება იტალიაში, ერთიც ალბათ საფრანგეთში.

ლაპარაკია ჩვენს დედამიწაზე და ჩვენს გადარჩენაზე,ცალ-ცალკე,განმარტოებით, წინ ვერ წავალთ."// Marie-Odille Bertella-Geffroy,17.12/11. France Culture papiers,გვ.106,2012 წლის გაზაფხული.//

ბორის ბრინი, "სისხლიანი საუკუნის დემონები", ნიკტუშკა:

მას 35 წელი მფარველობდა სტალინი. ის იყო საბჭოთა კავშირის მთავარი ჯალათი. იაგოდასა და ეჟოვის ზურგს უკან დამალული ხრუშჩოვი აწყობდა რეპრესიება და "პროცესებს", ხელმძღვანელობდა "სამეულებს". მან   სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ათობით ათას ადამიანს. მან მოსპო საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობა. ის ხელმძღვანელობდა "განთავისუფლებულ ტერიტორიათა წმენდას" და მასობრივ დახვრეტებს. აწყობდა გენერლები ვატუტინის, სვერჩევსკის და სახვა გამოჩენილ მოღვაწეთა მკვლელობებს. მან შეთითხნა მრავალი სისხლიანი " საქმე", ის თანამშრომლობდა გესტაფოს შეფ მიულერთან და მან გასწირა მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი,ა კიევის და ხარკოვის ოპერაციებში. გასწირა ასობით იატაკქვეშელი და პარტიზანი, მონაწილეობდა ებრაელთა მოსპობის ორგანიზაციაში. მოკლა თავისი შეფი და 10 წელი აძრწუნებდა მსოფლიოს. გასრისა დემონსტრაციები თბილისში, ტემირტაუში და ნოვოჩერკასკში. მან შექმნა კგბ...