December 15, 2011

ყველაზე საშინელი გადაწყვეტილებები ისტორიაში:

დაუმორჩილებელი
დედოფალი ალიენორ
 აქვიტანელი
, Renaud Thomazo,Les pires décisions de l'histoire,მ

   წინათქმა:
 ლიუდოვიკო მეშვიდეს და ალიენორ აქვიტანელის განქორწინება:
    უეჭველია რომ საფრანგეთის მეფე  ლიუდოვიკო მეშვიდეს არ უნდა დაეგდო ყური მრჩევლებისთვის რომლებიც მას ურჩევნდნენ გაყროდა მის მეუღლეს რომელსაც აცხადებდნენ თავქარიან და მოღალატე ქალად. აქვიტანიის საჰერცოგის მემკვიდრე ალიენორი უწინარეს ყოვლისა თავისუფალი და განათლებული ქალია რომელსაც უჭირს ურთიერთობა მკაცრ და როგორც მასზე ამბობდნენ უფრო ბერ ვიდრე მეუღლე ქმართან.


   დედოფალი, რომელმაც დაითხოვა მეუღლე:
     მეფეს ალბათ არ უნდა დაეჯერებინა ჭორებისთვის რომელთა თანახმადაც მისი მეუღლე იყო ბიძამისი რაიმონის საყვარელი,მაგრამ ლიუდოვიკო მეშვიდემ დაიჯერა და უსაყვედურა მეუღლეს. მეუღლემ კი დრო იხელთა და მოითხოვა მოსაწყენი ქორწინების გაუქმება. რომის პაპმა ქორწინება გააუქმა 1252 წლის მარტში.
    არადა აქვიტანიის საჰერცოგოს მემკვიდრე ალიენორი ნამეტანი ლამაზი იყო და არ დარჩენილა დიდხანს მარტო.

    მეორე გვირგვინი:
     მან აირჩია ჰენრი პლანტაგენეტი,ანჟუს გრაფი, ნორმანდიის ჰერცოგი და ინგლისის მომავალი მეფე. მათ იქორწინეს 1252 წლის მაისში და ორი წლის შემდეგ ის ვინც იყო საფრანგეთის დედოფალი გადაიქცა ინგლისის დედოფლად.
ყვითელი არის აქვიტანია,
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი მხარე.

     და მისი უზარმაზარი მამული საშიშად შემოევლო გარს მისი ყოფილი მეუღლის სამეფოს. ალიენორის მეორე ქორწინება არ იქნება მის პირველ ქორწინებაზე უფრო ბედნიერი. მაგრამ უდიდესი უბედურებები წინაა: ინგლისი აქვიტანიის წყალობით ამიერიდან არის დიდი კონტინენტური სახელმწიფო და მისი კონტინენტიდან გასაძევებლად საჭირო გახდა ასწლიანი ომი !

     ლიუდოვიკო მეშვიდეს რომ მოეხერხებინა თავისი მშვენიერი მეუღლის შენარჩუნება ის გადაარჩენდა თავის ქვეყანასა და ქვეშევრდომებს ხანგრძლივი კონფლიქტის საშინელებებისგან.

             ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

     ტამპლიერების შეჩვენება:
    განა საჭირო იყო ტამპლიერთა ორდენის გასამართლება და მისთვის განაჩენის გამოტანა?  მისმა დიდმა მაგისტრმა ჟაკ დე მოლემ საშინელი წამების შემდეგ საფრანგეთის სამეფო შეჩვენებული იქნა რაც მოასწავებდა კაპეტინგების დინასტიის მოახლოებულ დასასრულს.

    ტამპლიერთა ჟლეტა:
ჯვაროსან რაინდ ტამპლიერთა
//ტაძრელთა// ბეჭედი, ისინი
იბრძოდნენ დიდგორზეც
ქართველთა გვერდით როგორც
 დავით აღმაშენებლის
მოკავშირეები.
   პარასკევს,1307 წლის 13 ოქტომბერს დააპატიმრეს ტამპლიერთა ორდენის ასიოდე ხელმძღვანელი რომელთა შორისაც იყო დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე. საშინელი წამების პირობებში მათ აღიარეს თავისი ურჯულოება და ბუნების საწინააღმდეგო ქცევა რაც საკმარისი იყო მათთვის სიკვდილის განაჩენის გამოსატანად. მათ დამცველ რომის პაპ კლემენტ მეხუთეს არ მოუნდა ბრძოლა საფრანგეთის მეფესთან,მიატოვა ისინი და მან 1312 წელს დაშალა ტამპლიერთა ორდენი.
   საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზმა დრო იხელთა და ჩაიჯიბა ტამპლიერთა სიმდიდრე.

     1314 წლის 18 მარტს ჟაკ დე მოლე და მისი ერთ-ერთი კომპანიონი ჟოფრუა დე შარნე საწამებლად წაიყვანეს სიტეს კუნძულზე.

    შეჩვენებული მეფეები:
მეფე სოლომონი
ტაძრით ხელში,
ლაონის ათედრალი
  
    ლეგენდის თანახმად კოცონზე დასაწვავად განწირულმა დიდმა მაგისტრმა ჟაკ დე მოლემ კოცონიდან შეაჩვენა რომის პაპი კლემენტი, რაინდი გიომ დე ნოგარე და მეფე ფილიპე ლამაზი და მათი შთამომავლობა. მან თქვა რომ ერთი წელიც არ იქნებოდა გასული რომ ისინი წარუდგებოდნენ ღმერთის სასამართლოს.
   ფაქტია რომ რომის პაპი კლემენტი გარდაიცვალა ერთი თვის შემდეგ,2ო აპრილს და ფილიპე ლამაზი გარდაიცვალა იმავე წლის 20 ნოემბერს. გიომ დე ნოგარე უკვე მკვდარი იყო.

   ფილიპე ლამაზის სამი ვაჟიშვილი ერთმანეთის მიყოლებით ავიდნენ საფრანგეთის სამეფო ტახტზე,მაგრამ უკანასკნელი მეფე კარლოს მეოთხე გარდაიცვალა მამაკაცი მემკვიდრის გარეშე. კაპეტინგების დინასტიას ბოლო მოეღო და ტახტის მემკვიდრეობის წესები საფრანგეთის ტახტზე ასვლის საშუალებას აძლევდნენ ინგლისის მეფეს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

    სალიური კანონი,  ქალების შეურაცხყოფა!

   უმეფო სამეფო:
    1316 წელს კაპეტინგთა მონარქია პირველად თავის ისტორიაში აღმოჩნდა ტახტის მამაკაცი მემკვიდრის გარეშე.
    ვინ შეცვლის ლიუდოვიკო მეათა ჰუტას? დინასტიური ლოღიკით უნდა
Fichier:Philippe IV le Bel.jpg
ფილიპე ლამაზი
გამეფებულიყო მისი ქალიშვილი ჟანა, მაგრამ მისი ლეგიტიმურობა საეჭვოა მას შემდეგ რაც დედამისი დედოფალი მარგერიტ ბურგუნდიელი ჩაითვალა მოღალატედ.მაშ ტახტზე ავიდა გარდაცვლილი მეფის ძმა,მაგრამ ფილიპე მეოთხეც გარდაიცვალა მემკვიდრის გარეშე. გვირგვინი მაშინ ერგო ბოლო ძმას,შარლ მეოთხეს,მაგრამ ისიც უძეოდ გარდაიცვალა.
    დარჩა და,იზაბელ დე ფრანსი,მაგრამ გარდა იმისა რომ ის ქალია არის უფრო უარესიც.

 მამაკაცური ხელისუფლება:
    ისაა ინგლისის მეფის მეუღლე რომელსაც მისცა ვაჟი! განა შეიძლება საფრანგეთის ტახტზე ინგლისის ახალგაზრდა მეფის აყვანა? წარმოუდგენელია! აი მაშინ თქვეს რომ სალიელ ფრანკთა ძველი კანონის თანახმად საფრანგეთში ქალი ვერც იმეფებს და ვერც გადასცემს წოდებას. რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ შარლ მეხუთის იურისტები მიწიდან ამოთხრიან ფრანკთა ძველ კანონს, თავის ნებაზე თარგმნიან და მას აქცევენ დიდ კანონად რომელიც ქალებს უკრძალავს საფრანგეთის მეფის ტახტზე ასვლას.

   ამ ე.წ. კანონის გავლენა დღესაც იგრძნობა ფრანგულ საზოგადოებაში.

  ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
 
  კრესის ბრძოლა, მძიმე დამარცხება:

           ედუარდ მესამის ინგლისელები მოექცნენ ხაფანგში და ფრანგულ კავალერიას ფილიპე მე-6 ვალუას სარდლობით უნდა გაეჟლიტა ისინი. მაგრამ საფრანგეთის მეფემ დაუფიქრებლად ბრძანა პირდაპირი შეტევა და მძიმედ დამარხდა. ეს იყო ასწლიანი ომის პრელუდია.

               სფრანგეთის ტახტზე თავის უფლებათა გამცხადებელი ინგლისის ედუარდ მესამე 1346 წლის ივლისში გადაჯდა სან-ვაასტ-ლა-ჰუგში. მან გაძარცვა ნორმანდია,შემდეგ მივიდა სენამდე პუასიში და დაიძრა ჩრდილოეთისკენ. ინგლიდან მოშორებით მოქმედი მტრის გამბედაობით და თავხედობით  გააფთრებულმა ფილიპე მეექვსემ მოაგროვა საფრანგეთის რაინდები და გამოედევნა დაქანცულ მოწინააღმდეგეს.
          ედუარდ მესამემ გაჭირვებით მოახერხა სომაზე გადასვლა, მაგრამ მას უნდა გადაეხადა ბრძოლა.
               ბრძოლა მოხდა 26 აგვისტოს კრესის ველზე აბევილის შორიახლოს. ედუარდ მესამემ მოახეხა ადგილის შერჩევა,მაგრამ მას ჰყავს მხოლოდ 12000 მებრძოლი.
               
                                         უმძიმესი დამარცხება :

                 მაგრამ ფილიპე მე-6 არ კარგავს დროს ბრძნულ ტაქტიკაზე... მას ყავს იმდენად მრავალრიცხოვანი ჯარი რომ არ უნდა გაუჭირდეს თითქოს ინგლისელთა განადგურება. საფრანგეთის მეფის ზოგი მხლებელი მას ეუბნება რომ პირდაპირი შეტევა შეიძლება დამღუპველი იყოს,მაგრამ მეფე მათ არ უჯერებს. ფრანგ რაინდთა უმეტესობაც ვეღარ ითმენს ინგლისელებისთვის ანგარიშის გასწორებას.ისინი დარწმუნებულები არიან რომ გამარჯვება იოლია და ჩქარობენ.

               ძალიან მალე ამოვარდნილმა ქარიშხალმა შეაფერხა ფრანგული კავალერიის წინსვლა. პოზიციების უკან გამაგრებულმა ინგლისელებმა ამოიღეს თავისი შვილდ-ისარი და შორიდან გაჟლიტეს მძიმედ შეიარაღებული ფრანგი რაინდები. ესაა სასაკლაო. ფრანგულმა არისტოკრატიამ განიცადა უმძიმესი დანაკლისი. დაიჭრა თვითონ მეფეც,მისი ძმა შარლი დაეცა ბრძოლის ველზე და მასთან ერთად დაიღუპნენ ალანსონის,ლორენის ჰერცოგები,ბლუას,ნევერის,არკურის გრაფები...1500-ზე მეტი რაინდი,სამეფოს დიდებულები თუ წვრილი მემამულეები. კრესიში დაიღუპა საფრანგეთის ელიტა.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
Fichier:Medico peste.jpgოდესღაც ექიმები ასე იცავდნენ თავს შავი ჭირის ეპიდემიის დროს.
                         



Fichier:Diffusion de la peste noire 1347 1351.svgშავი ჭირის გავრცელება 1347-1351 წლებში.




  დამღუპველი "გამოგონება"-დიდი შავი ჭირი:

          ქალაქი კაფა ყირიმში იყო გენუელების სავაჭრო კანტორა. 1346 წელს ის ალყაში მოაქციეს მონღოლებმა. ალყა გაგრძელდა მონღოლებმა გადაწყვიტეს შავი ჭირისგან დაღუპული ადამიანების გვამების გადაყრა ქალაქის გალავნის შიგნით, მათ ასე მოიგონეს ბაქტერიოლოგიური ომი.

           
                             შავი სიკვდილი :

               დამღუპველი გამოგონება იმიტომ რომ შავი ჭირი ბევრად უფრო ძლიერი იყო კლასიკურ იარაღთან შედარებით და მან მოსპო ორივე ბანაკი. ორივე მხარეს შემოაკლდა მებრძოლები და მტრები დაზავდნენ. გემებს ისევ შეეძლოთ წასვლა ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ, მაგრამ ყველა გემს მიჰქონდა ეს საშინელი ჭირი.

                 რამოდენიმე კვირაში შავი ჭირი მოედო კონსტანტინეპოლს,ეგეოსის ზღვას,კრეტას,შემდეგ სიცილიას,გენუას, და ბოლოს,1347 წელს,მარსელს. ბევრი შეეწირა ამ ჭირს, იშვიათი გადარჩენილები ცდილობდნენ გაქცევას და ავრცელებდნენ ჭირს მთელ საფრანგეთში რომელიც უკვე გატანჯული და დასუსტებული იყო ასწლიანი ომით.
                  არა და საფრანგეთი მხოლოდ ეტაპი იყო ეპიდემიისთვის რომელიც მოედო შოტლანდიას,ნიდერლანდებს, რუსეთსაც კი. მთელ დასავლეთს ძალიან ძვირად დაუჯდა ეს უბედურება რომელიც ხოცავს ადამიანებს მილიონობით. ხუთ წელიწადზე ნაკლებში გაწყდა ალბათ მოსახლეობის მეოთხედი.

                     მარსელის შავი ჭირი:

                ადამიანებს ხშირად არ გამოაქვთ დასკვნა წარსულიდან და ისტორია მეორდება.
1720 წელს მარსელში ჩავიდა აღმოსავლეთიდან მიმავალი გემი დიდი-წმინდა-ანტუანი. ამ გემზე მრავალი ავადმყოფია. დანამდვილებით იციან რომ ესაა შავი ჭირი. ასეთი ვითარებების გასამკლავებლად უკვე დიდი ხანია რაც დადგენილი იყო კარანტინის მკაცრი ზომები. მაგრამ სიხარბემ აჯობა ზრუნვას პროფილაქტიკაზე. გემის ეკიპაჟს და ვაჭრებს ქალაქში მყოფ მათ თანამზრახველებთან ერთად ეჩქარებათ ხეირის ნახვა და კარანტინი დაირღვა.
      რამოდენიმე კვირაში შავი ჭირი გავრცელდა მთელ პროვანსში,დაიღუპა 100 000-ზე მეტი ადამიანი.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

                   სასაკლაო
               

ეკატერინე მედიჩი ათვალიერებს სასაკლაოს შედეგს.
                   



წმინდა ბართლომეს ღამე:

              საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ტრაღედია დაიწყო...ქორწინებით. ანრი ნავარელის და მეფე შარლ მეცხრის დისა და ეკატერინე მედიჩის ასული მარგერიტ დე ვალუას ქორწილით. ამით ალბათ სურდათ კათოლიკური და პროტესტანტული პარტიების დაახლოება.

             ქორწილი მოეწყო 1572 წლის 18 აგვისტოს პარიზში. მას დაესწრნენ 1000 ჰუგენოტი და მათი ოჯახები.

                სამეფო საბჭოდან გასულ პროტესტანტთა ისტორიულ ლიდერ გასპარ დე კოლინის თავს დაესხნენ და წარუმატებლად სცადეს მისი მოკვლა. პროტესტანტები დარწმუნებული არიან შეთქმულება მოაწყვეს კათოლიკური პარტიის მეთაურმა გიზებმა და ითხოვენ სამართალს.,

                     თათბირი ლუვრში:

           23 აგვისტოს საღამოს ლუვრში ეკატერინე მედიჩის ირგვლივ და შარლ მეცხრის,
მისი ძმა ანჟუს ჰერცოგი ანრის და დედა დედოფლის მრჩეველთა თანდასწრებით გაიმართა თათბირი. არავინ იცის თუ რა დაასკვნა თათბირმა,მაგრამ მას მოჰყვა გაუგონრად სასტიკი მოვლენები.

               მახეში:

         24 აგვისტოს,გარიჟრაჟზე,მაშინ როდესაც პარიზის პრევომ მიიღო ქალაქის ყველა კარის დაკეტვის ბრძანება შეიარაღებული რაზმი შეიჭრა პონტიეს სასახლეში სადაც მკურნალობს ადმირალი დე კოლინი.

              პროტესტანტების ბელადი მოკლეს და მისი სხეული ისროლეს ფანჯრიდან. ამავე დროს პარიზის ეკლესიებში ჟღერს განგაში. ესაა ჯოჯოხეთური სასაკლაოს დაწყების ნიშანი. ყველგან ხოცავენ ჰუგენოტ აზნაურებს,მთელ ოჯახებს განურჩევლად. მრავალდღიანმა სასაკლაომ შეიწირა 2000-ზე მეტი ადამიანი.

                        წინასწარ ჩაფიქრებული სასაკლაო?

           ვინ ბრძანა ასეთი სასაკლაოს მოწყობა? ის ასე იყო ჩაფიქრებული თუ პროტესტანტთა რამოდენიმე ბელადის მკვლელობა გადაგვარდა ჟლეტად? ისტორიკოსებს დღემდე ვერ გაუციათ პასუხი ამ კითხვაზე. ზოგი მემორიალისტი ყვება რომ  გადამწყვეტი თათბირის დროს შარლ მეცხრე ვერანაირად დაუპირისპირდა იმ კრიმინალურ გეგმას რომელიც მის თვალწინ დგებოდა და მას უნდა ეყვირა:"კარგი,მაგრამ დაე ყველა დახოცონ რომ მერე აღარ დარჩეს პასუხის მომთხოვნი!"

***************************************************************************************

                 ანა ბოლეინის როგორც ინგლისის დედოფლის ემბლემა.

           


Файл:Henry VIII (1) by Hans Holbein the Younger.jpgჰენრი მერვე
       





  ჰენრი მერვე და ანა ბოლეინი, პირველობის,მეთაურობის აქტი:

         "უწმინდურობაა მამაკაცის მიერ თავისი ძმის მეუღლის ცოლად მოყვანა,ის ხედავს თავისი ძმის სიშიშვლეს". ბიბლიის ეს სიტყვები ესმის ინგლისის მეფე ჰენრი მერვეს და მას აქვს ამის მიზეზი. ის 1509 წელს დაქორწინდა თავისი გარდაცვლილი ძმის მეუღლე ეკატერინე არაგონელზე. 1525 წელს კი მას ჯერ არ ჰყავს შვილი. განქორწინებამ შეიძლება დაამშვიდოს ღმერთის მრისხანება და,მეტიც,მისცეს მას ერთ-ერთი საყვარელის,მშვენიერი ანა ბოლეინის ცოლად მოყვანის საშუალება.

                    კონფლიქტის მომასწავებელი ნიშნები:

              მაგრამ განქორწინებას წინ უდგას დიდი დაბრკოლება,საჭიროა რომის პაპის ნებართვა. არა და ეკატერინესთან მისი ქორწილი შესაძლებელი გახადა  პირველმა ნებართვამ. მაშ პაპმა კლემენტ მეშვიდემ უნდა გააუქმოს მისი წინამორბედი იულიუს მეორის ბულა. ჰენრი მერვემ თავის მრჩევლებს დაავალა გაყრისათვის საჭირო თეოლოგიურ-იურიდიული არგუმენტის პოვნა

                    უთანხმოების კვანძი:

           მაგრამ ეკატერინე არაგონელი არის ძალიან ძლიერი კარლოს მეხუთის ახლო ნათესავი და რომის პაპს არ სურს მისი გაბრაზება. მაშ კლემენტ მეშვიდემ გადაწყვიტა არაფრის გადაწყვეტა, საქმის გაჭიმვა და საქმის მინდობა ნელა და აუჩქარებლად მომუშავე თეოლოგებისთვის.

            მოუთმენელი ჰენრი მერვე კი აგროვებს მის თანამოაზრეთა დასკვნებს რაც კიდევ უფრო აჭიანურებს საქმეს მისი გადაწყვეტის გარეშე. შემდეგ ის დაემუქრა ვატიკანს ურთიერთობათა გაწყვეტით რაც ძალიან სერიოზულად იქნა მიღებული იმიტომ რომ მთელ ევროპას მაშინ აღელვებს ლუთერის დისიდენტობა და პროტესტანტული ფრონდა. რპმის პაპის ავტორიტეტს სულ უფრო და უფრო უტევენ.

                  ანგლიკანიზმის გაჩენა:

          უმძიმესი დილემა,მაშ კლემენტ მეშვიდესთვის რომელსაც ბოლოს და ბოლოს არ ექნება არჩევანი გასაკეთებელი იმიტომ რომ  ჰენრი მერვემ დააშქარა ამბები და 1533 წელს საიდუმლოდ,ჩუმად მოიყვანა ცოლად ანა ბოლეინი და ცოტა ხნის შემდეგ კენტერბერის არქიეპისკოპოსმა გააუქმა ჰენრისა და ეკატერინე არაგონელის წინა ქორწინება. ეს იყო მძიმე შედეგების მქონე გაუქმება.

                   სრულად გაწყდა ურთიერთობა რომთან. ჰენრი მერვემ პარლამენტს მიაღებინა პირველობის,მეთაურობის აქტი რომლის თანახმადაც ინგლისის მეფე გადაიქცა მისი სამეფოს ეკლესიის  ერთადერთ ხელმძღვანელად.
             რომისაგან გამოყოფილი ინგლისის ეს ეკლესია იქნება ანგლიკანური ეკლესია.

                               ინგლისის რელიგია:

           თავის პირველ წლებში ანგლიკანური ეკლესია ორიგინალური დარჩა: ის არ იყო საკუთრივ პროტესტანტული და ჰენრი მერვემ დაწერა ლუთერის დებულებათა უარმყოფელი ნაშრომი. მაგრამ ის უკვე აღარაა კათოლიკური და იღებს ორივე მხარიდან,შემდეგ კი თანდათანობით გადაიხრება რადიკალური პროტესტანტიზმისკენ რაც ინგლისს აქტიურად ჩააბავს ევროპაში გაჩაღებულ პოლიტიკურ-რელიგიურ კინკლაობებში.

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
Fichier:1694 S Nec Pluribus Impar.jpgNec Pluribus Impar-ყველაზე მაღლა,ლიუდოვიკო მეთოთხმეტის,მეფე-მზის დევიზი.ვიღაცა ოქრომჭედელი წაეპადხალიმა ასე ლიუდოვიკო მეთოთხმეტეს და ის ცოტა შეწუხდაო ამბობენ.
             


Fichier:Louis XIV - Charles le Brun.jpgლუდოვიკო მე-14 როგორც ალექსანდრე დიდი,შარლ ლე ბრანის პადხალიმაჟი.





                   ნანტის ედიქტის გაუქმება :

            ანრი მეოთხის მიერ ნანტში 1598 წელს მიღებულმა ედიქტმა დააწყნარა ვნებები და თანხმობა დაამყარა სამეფოში. მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ "ძალიან ქრისტიანმა" მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ გადაწყვიტა ანრი მეოთხის მიერ მუდმივად და ხელუხლებლად გამოცხადებული ამ ედიქტის გაუქმება.

                       რელიგიური აბსოლუტიზმი:

           მეფე-მზეს სურს ყველაფრის,მათ შორის ადამიანთა ცნობიერების მართვა. ის შეუწყნარებლად თვლის პროტესტანტიზმის არსებობას. პროტესტანტებს,რომელთაც ავიწროებენ შემაწუხებელი ზომებით 1679 წლიდან სთხოვენ მათი "შეცდომების" უარყოფას და მათი დანაშაულებრივი რწმენის დაგმობას. მეტიც,ადამიანთა მოსასყიდად შეიქმნა კომპენსაციის სალარო. მაგრამ ამას არ ჰქონია დიდი შედეგი. მაშინ მიმართეს მუშტს და ხმალს. პროტესტანტებს ძალას ატანდნენ რათა ისინი მოქცეულიყვნენ. ლიუდოვიკო მეთოთხმეტე ალბათ მოატყუეს და უთხრეს რომ პროტესტანტთა რაოდენობა კლებულობდა და შეაჩეჩეს მას ყალბი ციფრები.
              ასე იყო თუ ისე ლიუდოვიო მეთოთხმეტემ 1685 წლის 18 ოქტომბერს ხელი მოაწერა ნანტის ედიქტის გამაუქმებელ ედიქტს.

                           პოლიტიკური შეცდომა :

          პროტესტანტული კულტი ამიერიდან აიკრძალა,ტაძრები დაანგრიეს,ჰუგენოტებს სდევნიდნენ და იმათ ვინც უარს ამბობდნენ მოქცევაზე აგზავნიდნენ გალერებზე.
           მრავალმა პროტესტანტმა არჩია საფრანგეთიდან წასვლა და 300 000-ზე მეტმა პროტესტანტმა დატოვა ქვეყანა. ლტოლვილთა უმრავლესობას შეადგენდნენ ხელოსნები,კომერსანტები და ინტელექტუალები და ამან დიდად დააზარალა საფრანგეთის ეკონომიკა რისი შედეგებიც იგრძნობოდა  დიდი ხნის მანძილზე.

               მეორე ცუდი შედეგი იყო პროტესტანტული ქვეყნების,პირველ რიგში ინგლისის განრისხება
      მაგრამ არის უარესიც, ნანტის ედიქტის გაუქმებამ დიდად გააღიზიანა პროტესტანტები  რომლებიც მას შემდეგ დიდი უნდობლობით უყურებდნენ ხელისუფლებას და სახელმწიფოს.

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

                       7-წლიანი ომი,დამანგრეველი მარცხი:

      საფრანგეთი დიდების გარეშე გამოვიდა 1748 წელს ომიდან ავსტრიის მემკვიდრეობისთვის და მას დარჩა პრუსიის მეფისთვის დამარცხების განცდა. 1756 წელს ლიუდოვიკო მეთხუთმეტემ დაიწყო ახალი კონფლიქტი,ამჯერად ინგლისთან. ომის მიზანი იყო ზღვებზე ბატონობა. ფატალური შეცდომა,ვინაიდან ეს ასე ვთქვათ პირველი მსოფლიო ომი, რომელიც მიმდინარეობდა დედამიწის ყველა ზღვაზე,ფიასკოთი დასრულდა.

                         ფრანგული მარცხი :

            ავისმომასწავებელი იყო დამარცხება როსბაშთან. შემდეგ კვებეკში ქედი მოიხარა მონკალმმა და ინდოეთში კაპიტულაცია გამოაცხადა ლალი-ტოლენდალმა,
              ლიუდოვიკო მეთხუტმეტემ 1763 წელს პქრიზში ხელი მოაწერა ხელშეკრულებამ რომლითაც დაადასტურა საფრანგეთის დამარცხება. დამარცხება რომელმაც ბოლო მოუღო საფრანგეთის პირველ კოლონიალურ იმპერიას.

             ამერიკაში ლუიზიანა დაუთმეს ესპანეთს და კანადა დაუტოვეს ინგლისს. საფრანგეთმა ასევე უარი თქვა მისისიპის აღმოსავლეთით მდებარე  ყველა ტერიტორიაზე,კარაიბებზე,მან შეინარჩუნა მხოლოდ გვადელუპა,მარტინიკი,სან-ლუსი და სან-დომინგის დასავლეთი ნაწილი//დღევანდელი ჰაიტი//. და ბოლოს ინდოეთში ფრანგებისთვის დატოვებული რამოდენიმე კომერციული პუნქტი და ამით სრულდება იმპერიის ნამსხვრევების უბადრუკი სია.

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

                      ქალბატონი გრაფი დიუ ბარი, მოძულებული მეფის ფავორიტი.

                ხალხს სულ არ უდარდია 1764 წლის 15 აპრილს მადამ დე პომპადურის გარდაცვალების გამო.  ეს გამარკიზებული ბურჟუა,რომლის ეპიტაფიაც გვამცნობს რომ ის ოცი წლის მანძილზე იყო ქალწული,15 წლის მანძილზე კახპა და 7 წლის განმავლობაში საროსკიპოს გამგე, მეფობდა როგორც თითქმის დედოფალი და ყველა იმედოვნებდა რომ ამ ქალის გარდაცვალების შემდეგ ლიუდოვიკო მეთხუთმეტეს ცხოვრება იქნებოდა მეფის ღირსების შესაბამისი ცხოვრება.

                 არადა მოხდა სულ საწინააღმდეგო რამ. მეფემ აირჩია ახალი ფავორიტი ქაბატონი რომელმაც საბოლოოდ ჩამოაშორა ფრანგები მათ მეფეს. ლიუდოვიკო მეთხუთმეტემ აირჩია კახპა რომელიც მისმა კარისკაცებმა ჩაუგდეს მას მკლავებში. მისი ნიჭის პატივისცემით ანგელოზად წოდებული ეს კახპა გადაიქცა ქალბატონ გრაფ დიუ ბარიდ ! მეფის მთელი კარი აღაშფოთა იმან რომ მას ქედი უნდა მოეხარა იმ კახპას წინაშე რომელიც მას ოფიციალურად წარუდგინეს 1769 წლის 22 აპრილს.

        "მოძულებული " მეფე:

         ქვეშევრდომთა თვალში მეფე გადაიქცა მოძულებულ ლიუდოვიკად... მაგრამ მარტო ჟანა ბეკუ არ ყოფილა ამის მიზეზი.

          ლიუდოვიკო მეთხუტმეტემ 1764 წლიდან გააძევა იეზუიტები რამაც მის წინააღმდეგ განაწყო მორწმუნეთა ძლიერი პარტია. მღვდლები აღარ აფრთხილებდნენ უზნეო,ღმერთისგან და ქვეშევრდომებისგან დამაშორებელი ცხოვრებისშესახებ და ეპისკოპოსები ლეპერაკობდნენ ავხორცობით ატანილ გარყვნილ მოხუცებზე.

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
ლიუდოვიკო მეთექვსმეტის დასჯა სიკვდილით.
                           



                              ლიუდოვიკო მეთექვსმეტის გაქცევა ვარენში:

            როგორი იქნებოდა საფრანგეთის რევოლუციის ბედი ლიუდოვიკო მეთექვსმეტეს რომ არ გადაეწყვიტა გაქცევა სამეფოდან სადაც მას კიდევ შეეძლო კონსტიტუციური მონარქის როლის შესრულება?

             მართლაც უნდოდა გაქცევა ლიუდოვიკო მეთექვსმეტეს თუ მასზე გავლენა იქონია მარია ანტუანეტამ? 1791 წლის 20 ივნისს საღამოს ყველაფერი მზადაა იმისთვის რომ ოჯახმა უხმაუროდ დასტოვოს ტიუილრის სასახლე. ყალბი პსპორტებით,მეფე არის ბ-ნი დიურანი და დედოფალი-მადამ როშე,სამეფო წყვილი და მათი შვილები ეტლით წავიდნენ ბელგიისკენ,მაგრამ ისინი მალე იცნეს და დააპატიმრეს ვარენში.

             დამღუპველი დამდაბლება:
გადაა
          მეფის პარიზში დაბრუნებისას ბრბოს აუკრძალეს მისი მისალმება. არავისა აქვს მისი გალანძღვის უფლება.

       გაქცეული მეფე ამიერიდან მოღალატეა. იმავე დღეს კორდელიერთა კლუბის წარმომადგენლებმა ამაოდ მოითხოვეს რესპუბლიკის გამოცხადება. მიუხედავად ყველაფრისა მეფე აღადგინეს მის ფუნქციებში რამაც განარისხა მარსის ველზე შეკრებელი ბრბო და ლაფაიეტს მოუწია მისთვის ცეცხლის გახსნა.

                  რევოლუციაში მოხდა გადამწყვეტი ტეხილი. ლიუდოვიკო მეთექვსმეტეს აღარ ძალუძს რამე როლის შესრულება და ის მალე დამარცხდა. ის გააასამართლეს და სასამართლოზე მან უარი თქვა თავის გამართლებაზე. კონვენტის მიერ გასამართლებული ლიუდოვიკო მეთექვსმეტე სიკვდილით დასაჯეს 1793 წლის 21 იანვარს// მწარე პარადოქსი. ლიუდოვიკო მეთექვსმეტე იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდსულოვანი მმართველი. მემატიანეების მოთხოვნით მას კარისკაცებმა მიუყვანეს ტყვიამფრქვევის გამომგონებელი რომელიც მეფეს პირდებოდა ამ იმ დროისთვის არნახული იარაღის გაკეთების შემთხვევაში მთელი მსოფლიოს დაჩოქებას მის წინაშე რაც არ იყო შორს სინამდვილისგან. მაგრამ რაინდმე მეფემ განაცხადა რომ ტყვიამფრქვევი არის არაადამიანური იარაღი რომელმაც შეიძლება შორიდან მოკლას როგორც შეიარაღებული მებრძოლი ისე უმწეო უიარაღო ადამიანი და ამიტომ ამ იარაღის გამოყენება დაუშვებელია. ჯობია რაინდული ორთაბრძოლები თანასწორი იარაღითო,ბრძანა რაინდმა მეფე ლიუდოვიკო მეთექვსმეტემ. ამის შემდეგ ტყვიამფრქვევის ის გამომგონებელი აღარავის უნახავს. ასე გადაარჩინა ლიუდოვიკომ ვინ იცის რამდენი ადამიანი და ასეთ ლიუდოვიკოს მოკვეთა თავი ადამიანის და მოქალაქის უფლებათა გამომცხადებელმა დემოკრატიამ,მთარგმნელი//.

       

         ''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


მიყავთ პაემანზე მადმაზელ გილიოტინასთან...




                       


ესენიც მიყავთ პაემანზე მადმაზელ გილიოტინასთან.

         
                           დღის წესრიგშია ტერორი:

       შინაგანი მღელვარებები,საშიშროება საზღვრებთან,რევოლუციას ყველა მხრიდან ემუქრება საფრთხე და 1782 წელს "სამშობლო საფრთხეშია". შემდეგ დანტონმა მოითხოვა "გამბედაობა,მუდამ გამბედაობა და სამშობლო გადარჩება".მაგრამ ჯერ არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი.


                                 რევოლუციის რადიკალიზაცია:

        1792 წლია სექტემბერში მონარქიის გაუქმებამ და 1793 წლია იანვარში მეფის სიკვდილით დასჯამ მხოლოდ გააძლიერა რევოლუციის მტრების სიძულვილი. და ჯარში 300 000 კაცის გაწვევასთან ერთად აჯანყებამ იფეთქა ვანდეაში. მაშიშროებათა მოსაგერიებლად მიიღეს განსაკუთრებული ზომები: 1793 წლის მარტში შექმნეს სულ უფროი და უფრო მზარდი კომპეტენციების მქონე რევოლუციური ტრიბუნალი,მომდევნო თვეებში კი ძალაუფლება გადავიდა ეროვნული ხსნის კომიტეტის წევრთა ხელში. მოვლენებს ამიერიდან წარმართავენ მხოლოდ მარატო,რობესპიერი და მათი მეგობრები გაუთავებელი უსასტიკესი ტერორით გაგიჟებული შარლოტა კორდეს მიერ მარატის მოკვლამ 1793 წლის 13 ივლისს გაამხეცა უნიფხვო სანკიულოტები რომლებმაც მოითხოვეს კიდევ უფრო დაუნდობელი რეპრესიების გატარება.

             5 სექტემბერს კონვენტმა ტერორი დააყენა დღის წესრიგში:

                           ტერორი სათნოების სამსახურში:

                  განსაკუთრებულმა რეჟიმმა დაამყარა რობესპიერის დიქტატურა. რობესპირმა 17 სექტემბერს მიაღებინა კანონი "საეჭვოთა" შესახებ რომლის ძალითაც დაუყოვნებლივ უნდა დაეჭირათ ისინი ვინც "თავისი ქმედებებით,ურთიერთობებით,სიტყვით თუ ნაწერით თავი გამოიჩინეს როგორც ტირანიის თუ ფედერალიზმის მომხრეებმა და თავისუფლების მტრებმა". 
რობესპიერს ბრალად დასდეა ტირანიის დამყარება და მან უპასუხა რომ ტერორი არის სწრაფი,მკაცრი,უდრეკი სამართალი და ამდენად არის სათნოების გამოვლინება. ათასობით ადამიანი გააგზავნეს გილიოტინაზე!


                    მანქანა გადაირია და მან შეჭამა მისი შემქმნელები. ჟაკ რენე ებერის ირგვლივ შეკრებილ "ცოფიანებს" სურთ ტერორის გაძლიერება,მაშინ როდესაც უფრო "შემწყნარებლებს" დანტონთან ერთად სურთ მისი შერბილება. რობესპირმა უარი თქვა რომელიმე მხარისადმი მოდგომაზე და მოსპო ორივე მხარე. 1794 წლის 24 მარტს დახოცეს ებერტისტები, 5 აპრილს კი დანტონი,კამილ დემულენი და ფაბრ ეგლანტინი. 




მადმაზელ გილიოტინას დაუღალავად ამუშავებენ.












მოკვეთილი თავები.










                  რობესპიერის დამხობა:






Fichier:Arrestation de Robespierre.jpgრობესპიერის დაპატიმრება



   ცოტა ხნის შემდეგ რობესპიერი კარგავს იმათ მხრდაჭერას ვისაც მისი ეშინოდათ და ფიქრობდნენ რომ დადგა უკვე აუტანელი ტირანიისთვის ბოლოს მოღების დრო. 1794 წლის 27 ივლისს რობესპიერი დაა პატიმრეს და მას შემდეგ თავი მოკვეთეს გილიოტინაზე ისევე როგორც სენ ჟუსტსა და მათ ოციოდე მომხრეს. ტერორის რეჟიმი დასრულდა.

         ტერორის მსხვერპლთა რაოდენობის დადგენა ძნელია. გილიოტინაზე თავი მოკვეთეს ოც ათას თუ მეტ ადამიანს,ვანდეის აჯანყების ჩახშობისას მოკლეს ათობით ათასი მამაკაცი,ქალი,ბავშვი//მეცნიერებმა დღემდე არ იციან რა დაარქვან ამ მოვლენას,ვანდეელთა გენოციდი, პოპულიციდი ანუ ხალხის მკვლელობა თუ რა, ფაქტია რომ ეს იყო ვანდეის მკვიდრი მოსახლეობის მხეცური მოსპობა,მთარგმნელი//.

            საფრანგეთში არაა რობესპიერის სახელობის ქუჩა და ის რჩება ისტორიის მიერ შეზიზღებულ პერსონაჟად, არადა ის იყო რევოლუციის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა და ისტორია ვერ უხვევს მას გვერდს.
            
''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
           
         
     

ნაპოლეონის უკანდახევა რუსეთიდან.

           

                                 რუსეთის საშინელი კამპანია:

ნაპოლეონმა არ მიაქცია ყურადღება რომ არ დასხმოდა თავს რუსეთს. იარაღით დიდების მწვერვალზე ასულ ნაპოლეონს სჯეროდა თავისი ვარსკვლავისა.

                  დაუჯერებელი სამხედრო ძალა:

   ნაპოლეონმა შეაგროვა მანამდე არნახულად ძლიერი არმია-20 სხვადასხვა ერის 650 000 მეომარი. გრანგები,რა თქმა უნდა,მაგრამ აგრეთვე პოლონელები,იტალიელები,
შვეიცარიელები,ბელგიელები,ჰოლანდიელები გაუყვებიან რუსეთის უსაზღვრო ველებს სადაც მტერი ყოველთვის გაურბის მათ. მტრის დასამშევად ისინი წვავენ ნათესებს და მოსავალს.

                   ბოროდინოს ბრძოლა:

                  მოსკოვთან მიახლოებულ ნაპოლეონს ბოლოს და ბოლოს შეუძლია ბრძოლის გადახდა ბოროდინოსთან//1812 წლის 7 სექტემბერი//. იმპერატორი კარგავს 30 000 კაცს,მათ შორის 37 გენერალს და 6000-ზე მეტ ოფიცერს. მაგრამ ეს არაა გამარჯვება ვინაიდან კუტუზოვმა შეწყვიტა ბრძოლა და უკან დაიხია. 14 სექტემბერს ნაპოლეონი შევიდა რუსების მიერ მიტოვებულ ცარიელ მოსკოვში რომელსაც მეორე დღეს მოედო ხანძარი და ფრანგები გაიქცნენ მომსპარი ქალაქიდან. ნაპოლეონი მაშინ ბრძანებს უკან დახევას. ის მოხვდა ხაფანგში.

                ბერეზინა:

       დაუძლურებულ დიდ არმიაში აღარაა 150 000 მეომარზე მეტი. ის უნდა დაუპირისპირდეს კაზაკებზე უფრო საშიშ მტერს, რუსულ ზამთარს. ნაპოლეონის სმოლენსკში მისვლისას ყინვა აღწევს მინუს ოც გრადუსს...27 ნოემბერს უკან დახევას ხელს უშლის მდინარე ბერეზინა რომელიც არაა მთლიანად გაყინული.

         კაზაკები განუწყვეტლად აწუხებენ ფრანგებს მაგრამ გენერალი ებლეს ჯარისკაცები ახერხებენ ორი ხიდის აგებას რომელთა წყალობითაც ჯარის ნაწილს შეუძლია მეორე ნაპირზე გადასვლა. დაღლილი,დაკომკილი და დამშეული დიდი არმია 9 დეკემბერს მივიდა ვილნიუსში სადაც დარჩა ათასობით დაჭრილი და ავადმყოფი ჯარისკაცი.

                    ნაპოლეონის იმპერიის დაკნინება:

           ნაპოლეონისთვის ესაა კრახის დასაწყისი. მის წინააღმდეგ შეიძლება გაერთიანდეს მთელი ევროპა. პრუსია და ავსტრია უარყოფენ დადებულ შეთანხმებებს და კავშირს დადებენ რუსეთთან. ნაპოლეონი ასე თუ ისე არადგენს თავის არმიას და დაამარცხებს პრუსიელებს ლიუტცენთა და ბაუტცენთან 1813 წელს, მაშინ როდესაც დამარცხება ლაიპციგთან 1813 წლის 16 ოქტომბერს არის იმპერიის დასასრულის მომასწავებელი ნიშანი. ესპანეთი უკვე წინა ივნისს დაიკარგა. 1813 წლის დეკემბერში მოკავშირეები გადადიან რაინზე,იმპერიის დღეები დათვლილია.

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
                      Fichier:Emmanuel de Grouchy.jpgგენერალი გრუში

             


  გრუში ვატერლოოსთან:

           ინგლისურ-პრუსიული კოალიციის წინააღმდეგ მიმავალმა 125 000-მა ჯარისკაცმა ბლიუხერის პრუსიელები პირველად დაამარცხეს 1815 წლის 16 ივნისს. ნაპოლეონს ჰგონია რომ ბლიუხერი გარბის ,სჯერა რომ შეუძლია მტრის ორად გაყოფა  და გენერალ გრუშის უბრძანებს ბლიუხერის დევნას.

              ვატერლოო-სტრატეგიული შეცდომა:

           მაგრა, პრუსიელი არ გარბის,ის ტაქტიკურად უკან იხევს და იტყუებს ფრანგული არმიის ნაწილს. 18 ივნისს ვატერლოოს დიდი ბრძოლის დაწყებისას ველინგტონის ინგლისელები ჯობნიან და ნაპოლეონი მოუთმენლად ელის გრუშის დაბრუნებაც. 18 ივნისს საღამოს ვითარება საშიში ხდება ნაპოლეონისთვის და ნაპოლეონს მოულოდნელად მოეჩვენება რომ გრუში დაბრუნდა, მაგრამ ის შეცდა,მოვიდა ბლიუხერი.იმედი გადავიდა მეორე ბანაკში.ბრძოლამ იცვალა სული.

                        მეტისმეტად კარგი პატარა ჯარისკაცი გრუში:

               რატომ არ დაბრუნდა უკან გრუში? არადა მან გაიგო ვატერლოოს ზარბაზნების სროლა და მისმა მრავალმა ოფიცერმა სთხოვა იქითკენ წასვლა როგორც ამას ითხოვს რეგლამენტი. არადა რეგლამენტი აზუსტებს რომ ბრძოლის ველისკენ ზარბაზნის ხმისკენ წასვლა სავალდებულოა თუ კი ერთეულებს არ მიუღიათ სხვა მითითება. გრუში ამიტომ ასრულებს პირველ ბრძანებას,მისდევს პრუსიელებს და კიდევ უფრო შორდება ნაპოლეონს. ასე დაღუპა მაპოლეონი გენერალ გრუშის დისციპლინირებულობამ.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ამერიკელი იანკების დამამარცხებელი ინდიელი სიუ მჯდომარე ხარი 1885 წელს.

                       


ლიტლ ბიგ ჰორნის ბრძოლა:

 სამხედრო გენიას აქვს თავისი საზღვრები...და ამერიკელებმა ეს დაინახეს 1876 წლის ივნისში, დაკოტაში,ინდიელთა ტერიტორიის შუაგულში,შავ მთებში იპოვეს ოქრო, ინდიელები სიუ იქ ცხოვრობენ მშვიდობიანად და 1868 წელს ფორტი ლარამის შეთანხმების დადების შემდეგ შავი მთები არის მათი "მარადიული საკუთრება".



           
სწრაფვა ოქროსკენ:

 ინდიელები სიუ უარს ამბობენ ტერიტორიის გამოსყიდვას და გადაწყვიტეს ტერიტორიის ინდიელებისთვის წართმევა ძალით.
               გენერლები კრუკი და ტერი დამარცხდნენ და ეხლა ფიცხი და ბრაზიანი კასტერის ჯერიაამერიკული საზოგადოებრივი აზრი დარწმუნებულია კასტერი მისი რაზმით დაუმარცხებელი მერე რა რომ ვულგარულ წითელკანიანებს სარდლობს ლეგენდარული მჯდომარე ხარი.

            1876 წლის 25 ივნისს კასტერი დაბანაკდა მდინარე ლიტლ ბიგ ჰორნის სანაპიროზე. მოემზადა შეტევისთვის და დარწმუნებულია იოლ გამარჯვებაში. 25-ში საღამოს აღარ დარჩა არც ერთი ამერიკელი. კქსტერს სკალპი ვერ მოხადეს უბრალოდ იმიტომ რომ მან ძალიან მოკლედ შეიჭრა თმა. ამერიკელები თავზარდაცემულები იგებენ დამარცხების ამბავს. ბევრი ითხოვს ახსნა-განმარტებას,უფრო მეტს არ სჯერა საერთოდ. ინდიელები განუწყვეტლივ გაახსენებენ ამერიკელებს ამ ამერიკულ ვატერლოოს. სიუები შემდეგ დაკარგავენ შავ მთებს,მაგრამ მათ ექნებათ მორალური კომპენსაცია.

''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერა.






                         



 ვერსალის ხელშეკრულება :

    1919 წლის 28 ივნისს ხელმოწერილმა ვერსალის ზავმა დაადგინა მშვიდობის პირობები. მაგრამ ისინი იმდენად მძიმეა რომ შეიცავენ მეორე მსოფლიო ომის ჩანასახს.

           საფრანგეთი,რომელმაც დაკარგა 1 400 000 ადამიანი და რომელსაც ყავს კიდევ უფრო მეტი დაჭრილი და დასახიჩრებული და ტერიტორიის აოხრებული ნაწილი აპირებს ყველაფერი ეს ძვირად დაუსვას დამარცხებულებს. დაზავებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დაწყებულ მოლაპარაკებებს ატარებენ მხოლოდ გამარჯვებულები. მოლაპარაკებები დამთავრდება 1920 წლის 28 ივნისს, სარაევოს ტერორისტული აქტის წლისთავზე ვერსალის სასახლის ბროლის დარბაზში...

        საზოგადოებრივი აზრით დამნაშავეა გერმანია,როგორც ამას აცხადებს ხელშეკრულება: "ყველა მოკავშირის ასოცირებულის მიერ განცდილ დანაკლისზე და ზარალზე პასუხს აგებს გერმანია თავისი მოკაშირეებით".
              შემდეგ მოდის უმკაცრესი პირობების სია: გერმანია კარგავს 70 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას. ის თითქმის მთლიანად დემილიტარიზებულია და რჩება მხოლოდ 100 000 ჯარისკაცი გენშტაბის,ავიაციის,არტილერიის გარეშე. გერმანიამ უნდა გადაიხადოს უზომო თანხა,132 მილიარდი ოქროს მარკა!

                უსამართლოდ ჩათვლილი ხელშეკრულება:

            გერმანელებისთვის ეს ხელშეკრულება მიუღებელი დიქტატია. გამარჯვებულების მხარეს ბევრს ეშინია ასეთი სიმკაცრის შედეგებისა. ფრანგი ოფიცერი შარლ დე გოლი ლაპარაკობს დაუკმაყოფილებელი ამბიციების ცუდად შენიღბვაზე.


              და მართლაც როგორ დააკმაყოფილებს ყველას დამარცხებულ იმპერიათა ტერიტორიული დანაწილება? აღდგენილი პოლონეთისთვის ზღვისკენ მიმავალი დანციგის დერეფნის მიცემა გერმანიას ორად ჰყოფს. 


              სუდეტების რეგიონში 3 მილიონი გერმანელი მათდა უნებურად ხდებიან ახალი ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეები. გერმანიას გადაახდევინეს იმდენი რომ იქ დაიწყო უპრეცენდენტო ეკონომიკური,პოლიტიკური და სოციალური კრიზისი. 
და ამ სირთულეებს უტოლდება მხოლოდ ფრანგული სიმკაცრე. გერმანიას არ შეუძლია გადახდა? მაშინვე ოკუპირებულია რური,ახალი დამცირება...


                     მეორე მსოფლიო ომისკენ:


        სწორედ ამ დამცირება იყო ნაწილობრივ პასუხისმგებელი იმაზე რომ ჰიტლერი მოხვდა ხელისუფლებაში. მოვლენებმა აჩვენა რომ სწორები იყვნენ ისინი ვისაც ეშინოდათ ვერსალის შეთანხმების შედეგებისა. 1935 წელს ჰიტლერმა მოახდინა გერმანული არმიის რეორგანიზაცია და აღადგინა სამხედრო სამსახური,1936 წელს მან დაარღვია ვერსალის შეთანხმება და დაიპყრო რაინის სანაპიროთა დემილიტარიზებული ზონა.  ეს შეთანხმება უკრძალავდა გერმანიას ავსტრიის ანექსიას? ჰიტლერმა ეს აკრძალვა დაარღვია 1938 წელს. იმავე წელს მან "გაანთავისუფლა" სუდეტების გერმანელები "ჩეხოსლოვაკური უღლისგან". და ბოლოს 1939 წელს ჰიტლერმა მოითხოვა გერმანიისთვის თავისუფალი ქალაქი დანციგის დაბრუნება. 
 მსოფლიო მაშინ არის მეორე ომის საფრთხის წინაშე და ამ ომის მიზეზები მნიშვნელოვანწილად არია 20 წლის წინ ხელმოწერილ ვერსალის შეთანხმებაში.


''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''' 
მაჟინოს ხაზის ფრაგმენტი.
                         




                      მაჟინოს ხაზი:


        პატრიოტული გრძნობა ძლიერია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,მაგრამ ყველა იმედოვნებს რომ ეს იქნება უკანასკნელი ომი. ბატონობს პაციფისტური განწყობა. ყველას ესმის რომ დამარცხებული გერმანია რჩება ქედუხრელ მტრად,მაგრამ ფიქრობენ არა შეტევით სტრატეგიაზე არამედ საფრანგეთის საზღვრების დაცვაზე ძლიერი კედლის უკან. 


                  საკამათო არჩევანი:


           საზღვრების გაზწვრივ სიმაგრეების,ფორტიფიკაციების აგება სურს მარშალ პეტენს და მთავრობაშიც და გენშტაბშიც ცოტა ვინმე თუ ბედავს ვერდენთან გამარჯვებულის გადაწყვეტილების უარყოფას. არადა გენერალმა გილომამ 1922 წელს თქვა:
             "თუ კი მომზადებული არაა ადამიანების ნება,გული და ტვინი ვერავითარი  გალავანი და მატერიალური სისტემა ვერ დაიცავს ქვეყანას".


         


                 სხვებმა თქვეს რომ ასეთი არჩევანი ეწინააღმდეგება დიპლომატიას ვინაიდან მოქმედი შეთანხმებებით საფრანგეთი უნდა დაეხმაროს ჩეხოსლოვაკიას თუ პოლონეთს. მიუხედავათ ამისა გაიმარჯვა თავდაცვითმა სტრატეგიამ. 1929 წლის იანვარში საფრანგეთის მინისტრთა საბჭომ მიიღოს ომის  მინისტრი ანდრე მაჟინოს მიერ მომზადებული კანონპროექტი "საზღვრების თავდაცვითი ორგანიზაციის შესახებ"


                        მოჩვენებითი "დიდი კედელი":


             მაჟინოს ხაზის აგება თითქმის დასრულდა 1939 წელს და დაჯდა 5 მილიარდ ფრანკზე მეტი.
                 ჩრდილოეთის ზღვიდან ალპებამდე საფრანგეთი ამიერიდან არის დაუძლეველად მიჩნეულ ფორტიფიკაციათა უკან. ზოგი სექტორი ნაკლებადაა დაცული,მაგრამ ფიქრობენ რომ ბუნებრივი რელიეფი შეაფერხებს გერმანიის შესაძლებელ აგრესიას. განსაკუთრებით ეს ეხება ტყიან და რთული რელიეფის არდენებს. ფიარობენ რომ ტანკები ვერ შესძლებენ იქ გავლას. 


              1939 წელს ომის დაწყებისას საფრანგეთის არმია ნამდვილად არის მაჟინოს ხაზის უკან. მაგრამ 1940 წელს მას ელის სიურპრიზი, გერმენელები მოულოდნელად შეუტევენ არდენებიდან და რამოდენიმე დღეში გარს შემოუვლიან მაჟინოს ხაზს. ეს იყო ილუზორული გალავანი,ზოგი ფრანგული ჯარი გმირულად იბრძოდა დაზავებამდე,მაგრამ "უცნაური ომი" დამთავრდა.


                   რამდენად იყო საჭირო მაჟინოს ხაზის აგება?




         შეიძლება საჭიროც იყო, მაგრამ გენშტაბმა ყურადღება არ მიაქცია სხვა გადაწყვეტილებებს და ეს იყო მისი დიდი შეცდომა. არ იყო შექმნილი სწრაფად მოძრავი სატანკო ნაწილები და მათთვის საჭირო ფული ჩაყლაპა მაჟინოს ხაზის ბეტონმა.

             ყველაზე ცუდი ის იყო რომ წმინდა თავდაცვითმა სტრატეგიამ მიაძინა ცნობიერებები რომელთაც თავი დაცული ეგონათ. 


              "ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ რომ უფრო ძლიერები ვართ",განაცხადა საბჭოს თავმჯდომარე პოლ რეინომ 1939 წელს, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით უფრო ძლიერები,მაჟინოს ხაზს ჰქონდა სუსტი ადგილები. 


      ùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùù
\ჩემბერლენი და ჰიტლერი,მიუნხენის შეთანხმება.


               






                    მიუნხენის შეთანხმებები,ლაჩრული შვება: 


         1933 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიტლერი არღვევდა ვერსალის შეთანხმებებს ისე რომ არ შეხვედრია ნამდვილი წინააღმდეგობა. სამხედრო სამსახურის აღდგენის,რაინის ოლქის ხელახალი მილიტარიზაციის,1938 წლის ანშლუსის// ავსტრიის გერმანიასთან შეერთების// შემდეგ დადგა ჩეხოსლოვაკიის ჯერი.


           მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შექმნილ ჩეხოსლოვაკიაში,განსაკუთრებით სუდეტებში ცხოვრობს დაახლოებით 3 მილიონი გერმანელი და ჰიტლერს სურს სუდეტების ანექსია. ახალგაზრდა ჩეხოსლოვაკია ფიქრობს რომ ის დაცულია დიპლომატიური შეთანხმებებით და რომ არც ინგლისი და არც საფრანგეთი არ დაანებებენ ჰიტლერს ამის გაკეთებას. მაგრამ ჩეხოსლოვაკია შეცდა,მშვიდობის ამაო იმედით სუდეტები გასწირეს.


           "თქვენ აირჩიეთ სიმდაბლე და უღირსობა და მიიღებთ ომს"//ჩერჩილი//.


           

         ინგლისის მხრიდან მშვიდობის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს ნევილ ჩემბერლენი. მას არ ჩამორჩებიან ფრანგებიც. მაგრამ საკმარისია კი უარესის თავიდან ასაცილებლად უარის თქმა ჩეხოსლოვაკიისთვის დახმარების გაწევაზე?




                 პოლიტიკოსები სწორედ ასე ფიქრობენ და 1938 წლის 29 სექტემბერს.მაშინ როდესაც საფრანგეთმა უკვე გაიწვია 400 000 რეზერვისტი, მიუხენში გაიმართა კონფერენცია.


                 ჰიტლერი,მუსოლინი,დალადიე და ჩემბერლენი უკანასკნელად ცდილობენ ომის თავიდან აცილებას,მაგრამ ჰიტლერი ბლეფობს და თამაშობს და გაიმარჯვებს. ის მოითხოვს და მიაღწევს სუდეტების ანექსიას. 


                 საფრანგეთს და ინგლისს არ სურთ ახალი ომი და არჩევენ ამ "ლაჩრულ შვებას".


            ზოგი დამკვირვებლისთვის ცხადია რომ  ჰიტლერი არ დაკმაყოფილდება ამით და ომი გარდაუვალია, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი მიაძინა მიუნხენის შეთანხმებათა ენთუზიაზმმა. ფიქრობენ რომ მათ გადაარჩინეს მშვიდობა.




''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''' 
იალტას კონფერენციის დევგმირები.
                      

                     




 იალტას კონფერენცია, ცივი ომის წინათგრძნობა?  


               მესამე რაიხის დღეები დათვლილია, ის არ დანებებულა მაგრამ მოკავშირეები ემზადებიან ომისშემდგომი მსოფლიოს გადასანაწილებლად. 


            1945 წლის 4-11 თებერვალს უკრაინაში,იალტაში შეკრებილი რუზველტი,ჩერჩილი და სტალინი ცდილობენ აღდგენას იმისა რაც დაანგრია ჰიტლერის სიგიჟემ. მაგრამ შემთხვევითი მოკავშირეების თვის აღარაა შეთანხმების დრო ვინაიდან უზარმაზარი მსხვერპლის გამღებ საბჭოთა კავშირს სურს უპირატესობის მოპოვება, მძიმედ ავადმყოფი რუზველტი ვერ უპირისპირდება სტალინის ჰეგემონიურ პრეტენზიებს. 
         ამას გარდა ამერიკელები იმედოვნებენ რომ მალე დამთავრდება სისიხლიანი ომი იაპონელების წინააღმდეგ. ამისთვის მათ სჭირდებათ საბჭოთა კავშირის ჩაბმა ომში. სამაგიეროდ სტალინს ხელები ეხსნება აღმოსავლეთ ევროპაში.
         
                                    ორპოლუსიანი მსოფლიოსკენ:


          განა საჭირო იყო სტალინისთვის დათმობა? ის ამიერიდან ამყარებს თავის დიქტატს აღმოსავლეთის სახელმწიფოებში და რთავს მათ კომუნისტურ სისტემაში// ანუ დასავლეთმა სტალინს იაპონიაში გაუცვალა აღმოსავლეთი ევროპაო,მთარგმნელი//. 


                  იალტას კონფერენციას უნდა ჩაეყარა საფუძველი მსოფლიოს დემოკრატიული განახლებისთვის. ის დამთავრდა მსოფლიოს დაყოფით ორ ქედუხრელ ბანაკად რომლებიც ემზადებიან ხანგრძლივი ომისთვის, 50-წლიანი ცივი ომისთვის.

         


         
               

No comments:

Post a Comment