ქველმოქმედის და დავალებულის მოვალეობებს საუკეთესოდ გადმოსცემს ეს აღმოსავლური ანდაზა: „თუ აკეთებ სიკეთეს დაივიწყე; თუ კი გიკეთებენ სიკეთეს გახსოვდეს მუდამ”.

,,ცოდნა გონების ფარია თუ რომ არავინ არია" უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ამ ბლოგის მიზანია საქართველოზე, კავკასიაზე და შეიძლება მსოფლიოზეც კი ისეთი რამეების გახსენება, რაც ძალიან იოლად შეიძლება დაავიწყდეს დღევანდელ რთულ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს. აქ იქნება ჩვენი ისტორიის და თანამედროვეობის ეპიზოდები,რომლებზეც ღირს დაფიქრება და შეჩერება. გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც,რომლებისგანაც დიდად ვართ დავალებული,რომელთაც შექმნეს ლამაზი საქართველო ან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მის ცხოვრებას...
September 12, 2011
ოგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-10: ადამიანის მოვალეობები: ქველმოქმედება, მოწყალება:
”გული უნდა იყოს უხვი როდესაც უხვი ვერაა ხელი”.
I: ქველმოქმედება არის ყველაფრის გაკეთება ტანჯულებისთვის იმის მიცემა რაც ჩვენ ჭარბად გვაქვს. საჭიროა მათი გამხნევება, მათთვის დახმარების გაწევა,მათთვის სამუშაოს შოვნა და ყველაფერი ამის გაკეთება დახმარების გაწევისას მათი დამცირების გარეშე. “ის თუ როგორ გაიღებენ უფრო მნიშვნელოვანია იმაზე რასაც გაიღებენ” (კორნელი).
II: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მსგავსები. მეტიც, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ როდესაც მათ უჭირთ. კეთილგანწყობა უნდა მიდიოდეს ქველმოქმედებამდე.

ესეც ევროპაა:ჩემი მამების მოხუცი სამშობლო:
"ჩემი მამების მოხუცი სამშობლო, ,პოეტების,მომღერლების და სახელგანთქმული ადამიანების ქვეყანა ძვირფასია ჩემთვის,
მისმა დიდმა მეომრებმა და დიდმა პატრიოტებმა მშვიდობისთვის დაღვარეს სისხლი.,,
მოხუცო მთიანო უელსო, პოეტების სამოთხევ,
ყოველი ხეობა და ყოველი კლდე მშვენიერია ჩემთვის.
მისმა დიდმა მეომრებმა და დიდმა პატრიოტებმა მშვიდობისთვის დაღვარეს სისხლი.,,
მოხუცო მთიანო უელსო, პოეტების სამოთხევ,
ყოველი ხეობა და ყოველი კლდე მშვენიერია ჩემთვის.
როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-9: გულმოწყალების,ქველმოქმედების, სოლიდარობის,ძმობის მოვალეობები:
![]() |
ლამენე |
I: გულმოწყალეობა, ქველმოქმედება ნიშნავს სიყვარულს.
გულმოწყალეობა, ქველმოქმედება მაშ, არის მოყვასის სიყვარული.
გულმოწყალების ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავიცვათ ისინი ვის არსებობასაც ემუქრება საფრთხე, დავეხმაროთ საფრთხეში მყოფთ.
ჩვენ უნდა დავიცვათ ისინიც ვისაც სწამებენ ცილს, ვისაც ლანძღავენ ჩვენს წინ,და განსაკუთრებით მაშინ როდესაც გვჯერა რომ მათ უსამართლოდ სდებენ ბრალს.
როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-8, მოვალეობები სხვების მიმართ:
საზოგადოების ყოველი წევრი საზოგადოებისგან იღებს მილიონჯერ მეტს იმაზე რისი გაკეთებაც შეუძლია თვითონ...
საზოგადოება,მისი აუცილებლობა, მისი სიკეთე:
I : საზოგადოება აუცილებელია ადამიანისთვის. ის ადამიანს აძლევს მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას. ის ადამიანს აძლევს ინტელექტუალური და მორალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.

Subscribe to:
Posts (Atom)