September 12, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-8, მოვალეობები სხვების მიმართ:

აზოგადოების ყოველი წევრი საზოგადოებისგან იღებს მილიონჯერ მეტს იმაზე რისი გაკეთებაც შეუძლია თვითონ...


   საზოგადოება,მისი აუცილებლობა, მისი სიკეთე:
   I :  საზოგადოება აუცილებელია ადამიანისთვის. ის ადამიანს აძლევს მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას. ის ადამიანს აძლევს ინტელექტუალური და მორალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.

   გვიყვარდეს,მაშ,ადამიანები არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა მათი თანადგომის გარეშე არამედ იმიტომაც რომ ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ.

II:  ადამიანი არაა შექმნილი მარტოობისთვის. მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენილი და სხვა ადამიანთა თანადგომის გარეშე მყოფი ადამიანის სიცოცხლე ღატაკია და ყველაფერს მოკლებული.
კეთილდღეობას ზრდის შრომის დანაწილება და ნაწარმის გაცვლა. ერთობლივი ცხოვრება ამას გარდა ხელს უწყობს ინტელექტუალურ და მორალურ პროგრესს და არბილებს ზნე-ჩვეულებებს.

საკითხავი:

ადამიანთა პირველი საზოგადოედაბები:
პირველ ადამიანებს წყალდიდობებისაგან თავშესაფრად ჰქონდათ მხოლოდ მთები და მათ ამ თავშესაფრებიდან ხშირად აძევებდა ვულკანის ცეცხლი, მიწისძვრის გამო მათ ფეხქვეშ მოზანზარე მიწა. ელემენტების და მხეცების სისასტიკისაგან თავის დასაცავად გაერთიანებული ადამიანები ამის გაკეთებას თავიდან ცდილობდნენ რაოდენობით, შემდეგ კი ურთიერთდახმარებით და ერთობლივი შრომით საცხოვრებლების აგებითა და იარაღის გაკეთებით.
  კეტებისა და სხვა მძიმე და თავდაცვისთვის საჭირო იარაღების გაკეთების შემდეგ პირველმა ადამიანებმა გააკეთეს უფრო მსუბუქი იარაღიც. ცხოველების ძარღვების, ხის ელასტიური ქერქის და ტოტების მეშვეობით მათ გააკეთეს  შვილდ-ისარი, წაამახვილეს პატარა ქვები რათა გაეკეთებინათ ისრის წვერი. შემდეგ გააკეთეს ბადეები, ტივები ნავები...
    მათ შექმნეს რამოდენიმე ოჯახისაგან შედგენილი პატარა ერები და დასახლდნენ ადგილებში სადაც მა თარ აკლდათ არც მიწა, არც ნადირი, არც თევზები და არც ხილი. მაგრამ გამრავლების კვალზე მათ მოუწიათ მიწის გაყოფა ერთმანეთს შორის. მიწა გახდა ადამიანის საკუთრება,მამული და მან მან დაიწყო ამ მიწის დამუშავება. მათ შეუყვარდათ ქვეყანა რომელსაც ამუშავებდნენ. შემდეგ გაჩნდა წესრიგი,პოლიცია, მიიღეს კანონები და საზოგადოებებმა თანდათანობით შეისხეს ხორცი. Iსინი გაძლიერდნენ.

    საზოგადოების სიკეთეები:

   ავიღოთ საზოგადოების მოკრძალებული კლასის ადამიანი,მაგალითად სოფლის დურგალი. შევხედოთ თუ რა სამსახურს უწევს ის საზოგადოებას და რას იღებს მისგან. ჩვენ თვალში გვეცემა უზომო დისპროპორცია. ეს კაცი თავის დღეს ატარებს იატაკების დაგებაში, მაგიდებისა და კარადების კეთებაში; ის ჩივის თავისი მდგომარეობის გამო მაგრამ რას იღებს სინამდვილეში თავისი სამუშაოს სანაცვლოდ საზოგადოებისგან? ყოველ დღე გაღვიძებისას ის იცვამს თანისამოსს რომლის არც ერთი ნაწილის მას თვითონ არ გაუკეთებია. არა და ყველაზე უბრალო ტანისამოსის დასამზადებლადაც საჭიროა უზომო შრომა, საწარმოები, ტრანსპორტი, ადამიანის გამომგონებლობა. ამერიკელებს უნდა გაეკეთებინათ ბამბა,ფრანგებს სელი და სხვა მასალა, ბრაზილიელებს-ტყავი. საჭირო იყო ყველაფერი ამის გადაზიდვა სხვადასხვა ქალაქში სადაც დაამზადებდნენ სამოსს.

   ის საუზმობს. იმისთვის რომ პური რომელსაც ის ჭამს ყოველდღე მისულიყო მის სუფრამდე საჭირო იყო ტყეების და ბუჩქნარის გაჩეხვა,მიწების დამუშავება და ხორბლეულის დათესვა,მოსავლის აღება და დაცვა ქურდებისა და ყაჩაღებისგან. საჭირო იყო პურის გამოცხობა, ლითონის,ქვისა და ხის გადაქცევა სამუშაო იარაღებად და ცხოველების მოშინაურება. მოკლედ საჭირო იყო ადამიანთა სიმრავლეში წესრიგის და უშიშროების დამყარება. ყველაფერი ეს მოითხოვს უზომო შრომას.
   ის ვერ გაატარებს დღეს შაქრის,ზეთის,რაღაც ჭურჭლის გქრეშე. ის შვილს გააგზავნის სკოლაში. ის გავა: ის გაივლის მოკირწყლულ და განათებულ ქუჩაზე. თუ კი მას შეედავებიან საკუთრების გამო ის იპოვის ადვოკატებს და მოსამართლეებს, პოლიციელებს განაჩენის აღსასრულებლად. ყველაფერი ეს გულისხმობს გარკვეული ცოდნის შეძენასაც.
  თუ კი ჩვენი ხელოსანი წავა სამოგზაუროდ ის დაინახავს რომ მისთვის დროის დასაზოგად და წვალების შესამცირებლად სხვებმა პოასწორეს მიწა,ამოავსეს ხევები,დაადაბლეს მთები, მდინარეებზე გადეს ხიდები, მოაშინაურეს ცხენები თუ დაიმორჩილეს ორთქლი, და ა.შ.
  შეუძლებელია ,მაშ დაუნახაობა თუ რამდენს აძლევს ადამიანს საზოგადოება და რა უსუსურია საზოგადოების გარეშე მარტო თავის თავთან დარჩენილი ადამიანი. მე ვბედავ იმის თქმას რომ ეს ხელოსანი დღეში იყენებს იმდენს რამდენსაც მარტო თვითონ ვერ გააკეთებდა ათი საუკუნის მანძილზე.
    აამ ფენომენში ყველაზე უცნაური ისაა რომ ყველა ადამიანი არის ამ ხელოსნის მდგომარეობაში.
  საზოგადოების ყოველი წევრი საზოგადოებისგან იღებს მილიონჯერ მეტს იმაზე რისი გაკეთებაც შეუძლია თვითონ

No comments:

Post a Comment