October 22, 2011

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-5:მე-19 ს. წყალდიდობები და ჭირხლი!

1802-1803-ის ზამთრის დიდი წყალდიდობა:
1802 წლის წყალდიდობამ საშინელი მოგონებები დატოვა. არ ყოფილა დიდი თოვლი,მაგრამ 6 თვის მანძილზე წვიმები საკმაოდ ხშირი იყო. 9 დეკემბრის ღამით წყლის დონე 6,22 მეტრია. მდინარემ სახლები წალეკა და წაიღო ავეჯი. მეორე დღეს სენას
დონე განაგრძობს ამაღლებას. ზარალი მატულობს. წყალი დაფარულია ნამტვრევებით. ..


ამას ემატება ძლიერი ქარი. ის ქმნის ტალღებს რომლებიც ანგრევენ კედლებს, შენობებს, გლეჯენ მცენარეებს.

ცდილობენ ხიდების დაცვას...

1803 წლის იანვრის დასაწყისში წყლის სიმაღლე აღწევს 7,32 მეტრამდე...

წყლის საშიშროება კლებულობს მაგრამ  ძლიერდება ყინვა...წმინდა ლუის კუნძულის ტოტი მთ;იანად გაიყინა. ყინული იზრდება...

 1803 წლის ზაფხული მთელ საფრანგეთში ძალიან ცხელია. პარიზში 31 ივლისს ტემპერატურა აღწევს 36,80 გრადუსამდე. სენას დონე მკვეთრად კლებულობს...

1806-1807, ისევ წყალი....1807 წლი მარტში სენამ წალეკა ვერსალის გზა და ელისეს მინდვრების მისი მეზობელი ნაწილი.ხალხი ნავებით დადის.წალეკილია მთელი ველი სენ დენისა და არჟენტეის შორის.

 წყალდიდობები იყო 1807,1817,1818,1819 წლებში....და დიდი უბედურება 1830 წელს...

1868 წლის ზამთარი ძალიან მკაცრია. ვაჭართა გემები გაჭედილია ორი კვირის განმავლობაში....

ზამთარი სტანჯავს ადამიანებს,მაგრამ ზოგს ასიამოვნებს კიდეც. წყალი იყინება და პარიზელები ყინულზე ციგურაობენ...ამბობენ რომ ბედნიერი პარიზელები ახერხებენ უსიამოვნებებითაც სიამოვნების მიღებას....

1875 წლის 1 იანვარს ისევ დიდი ყინვაა...

სამაგიეროდ 1873 წლის 20 იანვარს იყო ძლიერი ქარიშხალი...

                   ალყის ზამთარი:

1870 წლის ზამთარი საშინელი იყო პარიზელებისთვის.19 სექტემბრიდან პარიზი ალყაში მოაქციეს პრუსიულმა ჯარებმა და ცხოვრების პირობები ქალაქში საშინელია. ყინავს,რასაც მალე დაემატება შიმშილი. ნახშირი და შეშა ჯარისთვისაა წაღებული და პარიზელები ვეღარ თბებიან...ყინვა მინუს 20 გრადუსამდე მიდის და შეშით ვაჭრები აძვირებენ შეშას. მშენებლობები დაძარცვეს. ძარცვა-გლეჯის შესაჩერებლად ერევა ეროვნული გვარდია. ავეჯით წვრილი ვაჭრები გასათბობად წვავენ თავის მარაგს. იყინებიან საწყალი ჯარისკაცებიც.

1870 წლის 24 დეკემბერს ვიქტორ ჰიუგო შენიშნავს რომ პარიზელები ჭამენ უხარისხო პურს. პარიზელები საათობით დგანან რიგებში თოვლში და ტალახში ცოტაოდენი პურის საშოვნელად. ხაზს უსვამენ ამ ყინვებში მთელი დღის მანძილზე რიგებში მდგომი ქალების გმირობას. ყინვაში და შიმშილში 5-თვიანი ალყის შემდეგ პარიზელთა წინააღმდეგობის მიუხედავად საფრანგეთმა მოახდინა კაპიტულაცია 1871 წლის 28 იანვარს.

                          პარიზი გრენლანდიაში :

1879-1880 წლებში კი ისეთი რამე მოხდა რომ პარიზი დაემსგავსა ჩრდილოეთის ქალაქს.

1830 წლიდან არავის უნახავს იმდენი თოვლი რამდენიც მოვიდა დეკემბრის დასაწყისიდან. გაზეთი Le Petit Parisien  პარიზს ადარებს გრენლანდიის კუთხეს და ამბობს რომ პარიზი აღარაა ზომიერი ქვეყნის დედაქალაქი,რამოდენიმე დღეში ის გადაიქცა ჩრდილოეთის ქალაქად.ის დაემსგავსა ბალტიის ქალაქებს,კიონიგსბერგს თუ დანციგს.

თოვლის გამო ვერაფერი მოძრაობს ქალაქში და სუფევს დაღვრემილი სიჩუმე.
ტრანსპორტი ძლივს მოძრაობს ფეხით მავალის სიჩქარით,რკინიგზის ხაზები გადაჭრილია,ტელეგრაფით კავშირი თითქმის არაა, ქალაქის ზოგ ადგილას კანალიზაცია გაიყინა და გაზიც აღარაა,პარიზელები სახლებს სანთლებით ანათებენ და მაღაზიები შებინდებისას იხურება.

პარიზი დაფარა 7 -მა  მილიონმა კუბურმა მეტრმა თოვლმა და 12000 მუშა დაიქირავეს მის გადასაგველად. ეს ქალაქს დღეში 30000 ფრანკად უჯდება...

სენა გაიყინა ინვალიდების ხიდამდე,გაიყინა პალე-როიალის,ტუილრის აუზები და კონკორდის მოედანი...

ბევრია უბედური შემთხვევა.ცხენები იმტვრევენ ფეხებს.ეტლები იჭედება. თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა ბაზარი სან-მარტას გადახურვა....დეკემბერში თოვა შეწყდა,მაგრამ ყინვა გაძლიერდა. 11 დეკემბერს დილის 6 საათზე იყო მინუს 21 გრადუსი. 29 დეკემბერს იწყება დათბობა. სამაგიეროდ ადიდებულმა სენამ წაიღო ინვალიდთა ხიდი. ხელოვნებათა ხიდი და სიულის ხიდი დახურეს მოძრაობისთვის. ...

ამას მოყვა ქარიშხლები...1896 წლის საშინელმა ქარიშხალმა დალეწა ბუხრის მილები,ყვავილების ქოთნები,მოგლიჯა სახურავები,მიწა მოფენილია ნამტვრევებით...

 ქარიშხალს თან ახლავდა უძლიერესი წვიმა. იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები... 




პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-6: 1910 წლის წყალდიდობა:


ადამიანთა მეხსიერებაში ის დარჩა განსაკუთრებულ მოვლენად.
მომასწაველი ნიშნები...
  1909 წლის ზაფხული განსაკუთრებით ცივი და წვიმიანი იყო. 1909 წლის ასევე წვიმიანი,მაგრამ თბილი დასასრულიდან სენას დონემ დაიწყო აწევა...

    22 იანვრიდან წყალმა შეაღწია ყველგან და დატბორა მდინარის სანაპიროსთან მდგარი სახლების სარდაფები და
პირველი სართულები. პარიზელებს ეშინიათ რომ წყალმა შეიძლება მეორე სართულამდეც  მიაღწიოს. ყველა ცდილობდა თავშესაფრის ნახვას სენასგან უფრო შორს მცხოვრებ მეზობელთან.

   წყალი მალე ფარავს სანაპიროთა ნაწილს და მიედინება მონტენის ქუჩაზე. მან წალეკა სან ონორეს გარეუბნის ქუჩები, ჰავრის მოედანი...წალეკილია მეტროს გვირაბებიც.

   ნიაღვარი მიედინება სენ-ჟერმენის ბულვარის დონეზე,მან წალეკა ყველა სადგური,სან-ლაზარის სადგური წყალმა მთლიანად დაფარა.

      ცდილობენ წყლის შეჩერებას კაშხალის აგების მეშვეობით,მაგრამ ეს არ შველის. ეს ნიაღვარი მალე გადაიქცა წყალქვეშა და უხილავ მდინარედ რომელიც პარიზს კვეთავს სენას პერპენდიკულარულად. წყლები თანდათანობით ჟღინთავენ და ასუსტებენ კედლებს,საძირკვლებს. ქუჩაში სიარული საშიში ხდება. ქუჩებზე ჩნდება ნაპრალები და ხვრელები.

 პარიზის გარეთ წყალიდიდობა აოხრებს, პარიზში ის ალბობს, არღვევს, შლის...

 სენას დონე ნელა მაგრამ ჯიუტად და დაჟინებით მატულობს...

    21 იანვარს ის აღწევს 4 მეტრს,23 იანვარს,ოსტერლიცის ხიდთან,-5,93 მეტრს და 6,59 მეტრს   სხვაგან. ეშინიათ რომ წყლის დონემ შეიძლება მიაღწიოს 7 მეტრს რაც არნახული იყო 1802 წლის წყალდიდობის შემდეგ...ნიაღვარი შეუჩერებლად ძლიერდება...

....და ცნობისმოყვარეებს უხარიათ!

     ათასობით და ათასობით ცნობისმოყვარე ირევა სანაპიროზე. ისინი ცხარედ კამათობენ მომავალზე და აფასებენ ამ დამღუპველი კვირის შედეგებს. ვერავინ იფიქრებდა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ დედაქალაქს დაემართა არნახული უბედურება. ამ უჩვეულო და დასამახსოვრებელმა სცენებმა მიიზიდა მრავალი ცნობისმოყვარე.

      ფოტოგრაფები,მხატვრები თუ უბრალო უსაქმურები უცდიან ხიდის დაქცევას ან ვიღაც უბედურის გადარჩენას ბოლო მომენტში. ასეთებისთვის კატასტროფა შანსია და ყველაფერი დამთავრდება არა ჩივილით არამედ საფოსტო ბარათით,,,

               Petit Parisien-ის ჟურნალისტი გადმოსცემს ორი უცხოელის საუბარს.

     მომხიბლავი ქალბატონი დარდით ეუბნება მეუღლეს რომ თუ წყალდიდობა გაგრძელდება რკინიგზა გადაჭრილი იქნება და ისინი ვერ წავლენ მონტე კარლოში.


       "რაა მონტე კარლო წყალწაღებულ პარიზთან შედარებით? იფეთქა მეუღლემ. განა ყოველდღეა ის რასაც დღეს ვხედავთ?"...


   თავზარდამცემი ჭორები და ყაჩაღობა:

  23 იანვარს გავრცელდა ხმა რომ შეიძლება დაინგრეს ეიფელის კოშკი....

      ცნობისმოყვარეების გარდა წყალდიდობა იზიდავს ბოროტმოქმედებსაც.  ზოგი ყაჩაღი დახმარების საბაბით ძარცვავს იმათ ვისაც პირდება დახმარებას.

       თავზარდაცემული პარიზელები ხედავენ რომ წყალი გახდა დატბორილი პარიზის ბატონ-პატრონი...

      აოხრებული პარიზის სანახაობას დაემატა ეპიდემიების საშიშროება. კანალიზაციები გადმოიღვარა და სარდაფებიდან გამოძვრნენ ვირთხები...

      მთელი ქალაქი პარალიზებულია. მეტროები დახურულია,ქარხნები გაჩერებული,,,მალე შეიძლებელი გახდა პარიზელთა კვება, რასაც ემატება ის რომ წყალმა წალეკა სახელმწიფო შენობები და პოლიტიკური ცხოვრება დამბლადაცემულია....



No comments:

Post a Comment