October 22, 2011

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-2:

შუა საუკუნეების პარიზის
 ნაშთი, კლიუნის შუა
საუკუნეების ხელოვნების
 მუზეუმი.
მე-15 და მე-16 საუკუნეების ყინვები და წყალდიდობები:
    ეს საუკუნე აღნიშნავს "გამყინვარების მცირე ხანის" ანუ საერთო აციების და მთის რეგიონებში ყინულთა არის გაფართოების დასაწყისს. ეს მცირე გამყინვარების ხანა გაგრძელდება 1950-ან წლებამდე... მე-16 საუკუნის ბოლო 40 წელი მთელ საფრანგეთში ძალიან ცივი იყო.
     შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია 1407 წლის ზამთარი. ყინვა გრძელდება იანვრის ბოლომდე.ხილის ხეები და ვაზები მოისპო. ყველა მდინარე გაიყინა და ეტლებს შეუძლიათ

მათზე მოძრაობა. ადამიანებს მალე დააკლდათ პური და შეშა. ისეთი ყინვაა რომ ჭირს მუშაობა...

10 კვირის ყინვის შემდეგ უცებ, მოულოდნელად დათბა და სენამ დაიწყო ადიდება. მდინარემ წაიღო ხიდები. პირველ თებერვალს დიდ ხიდზე ,დებარე სახლები ჩაცვივდა წყალში. წყალმა წალეკა უნივერსიტეტის კვარტალი. პარლამენტი ვეღარ ჩერდება თავის ადგილზე. მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები მოხელეები ვეღარ მიდიან სასახლეში. მოსმენები გადაიტანეს წმინდა ჟენევიევაზე. მრავალი მკვიდრი გაღატაკდა....

     1427 წელს მოხდა ახალი წყალდიდობა. 1567 წლის ზამთარი უმკაცრესია,

შუა საუკუნეების პარიზის ბოლო
საცხოვრებელი სახლი//აღდგენილი
// დღევანდელ ქალაქში,მირონის ქ.
       1594-1595 წლების ზამთარი ისეთი საშინელია რომ მოულოდნელად იხოცება მრავალი ადამიანი,უმთავრესად კვდებიან ქალები და პატარა ბავშვები. სიცივისგან ფრენის დროს იყინებიან და ცვივიან მკვდარი მერცხლები.

    1596 წლის წყალდიდობა,ციური სასჯელი?

    1696 წლის 22 დეკემბრის წყალდიდობამ მეწისქვილეთა ხიდის წაღებისას დაღუპა ასობით ადამიანი. არადა მეწისქვილეებს ურჩიეს თავისი სახლების დატოვება. ხიდზე მყოფი 11 წისქვილიდან ადიდებულმა მდინარემ წაიღო 7....


მემატიანის თქმით პარიზელები ასე დასაჯა ღმერთმა მისი სიტყვის უარყოფისთვის...     

No comments:

Post a Comment