October 21, 2011

დიდი კატასტროფები პარიზში:

1910 წლის პარიზის 
დიდი წყალდიდობა
   არ ვიცი რაა უფრო დიდი უბედურება, სტიქიური კატასტროფა თუ პერესტროიკა მაგრამ ცხადია ის რომ ყველანაირ უბედურებას ერევა საზოგადოების მყოლი ერი და ხალხი.
    რა არის საზოგადოება? წვრილმან და მსხვილმან ეგოიზმთა დამძლევი და განათლებული თუ ვერა ნამდვილად ნასწავლი და არა უბრალოდ დიპლომირებული ადამიანების კრებული. 
     ფრანგებს ასეთი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ჰყავდათ და დღესაც ასე თუ ისე ჰყავთ და სძლებენ ჯერ-ჯერობით.
    ქართველებს კი, ვისაც საზოგადოება მოგვისპეს 1924-1945 და შემდეგ წლებში, რბილად რომ ვთქვა ცოტა გაგვიჭირდა არსებობა.


    მაგრამ უნდა ითქვას რომ ლამაზი პარიზის გაშენებაც არ ყოფილა იოლი საქმე და მისი მკვიდრებსაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ჭირ-ვარამის გადატანა მოუწიათ. ეხლა არ შევჩერდებით ჰუნების და სხვა ვანდალ-ბარბაროსების თუ საფრანგეთის მათზე არანაკლებ ამაოხრებელი ნორმანების თარეშზე  და რევოლუციაზე. ეხლა ცოტას ვილაპარაკებთ პარიზში დიდ ბუნებრივ კატ
ასტროფებზე,კერძოდ მდინარე სენას ხშირ ადიდებებზე, 2009 წელს პარიზში გამოიცა სესილ რენოდას  წიგნი "დიდი კატასტროფები პარიზში"(Cécile Renaudin,Les grandes catastrophes à Paris) გთავაზობთ მის დიდ ნაწილებს.


    მტკიცე ნიადაგიანი ვრცელი ველის გულში მდებარე პარიზს არ ეშინია არც მთიანი ზონების მეწყერებისა და არც მიწისძვრებისა რომლებიც ხშირია სეისმურ ნაპრალებზე ნაგებ ქალაქებში.


   მთავარი დაფრთხე პარიზისთვის მუდამ იყო და არის მისი გადამკვეთი მდინარე სენას ადიდებები...


                          1000 წლიდან მე-12 საუკუნემდე:


   სახელგანთქმულ 1000 წელს ევროპელებს ეშინოდათ ქვეყნის დასასრულისა.  მაგრამ ამ ხანას არ დაუტოვებია დიდი კვალი მეტეოროლოგიაში.
1910 წლის პარიზის 
დიდი წყალდიდობა
მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე მოწმობები ხაზს უსვამენ წყალდიდობებს და ყვებიან თუ როგორ თხოვდნენ შველას წმინდა ჟენევიევას. 


    1116 წელს ორდერიკ ვიტალი თავის საეკლესიო ისტორიაში ყვება რომ წამთარში მოვიდა მეტისმეტად ძლიერი წვიმები და რომ  ადიდებულმა მდინარეებმა წალეკეს ადამიანთა საცხოვრებლები. რუენელები და პარიზელები ისევე როგორც სხვა ქალაქების და სოფლების მკვიდრები ხედავდნენ ადიდებული სენას მიერ აოხრებულ მათ სახლებსა და მოსავალს. 


      1125 წელს გიომ დე ნანჟისი გვიყვება რომ 1125 წლის ზამთარი 1116 წლის ზამთარზე უფრო მკაცრია და უხვ თოვლს ენაცვლება დიდი წვიმები და ყინვები.
შემდეგ მრავალი თვის მანძილზე წარღვნის მსგავს წვიმას მიაქვს ველ-მინდვრები რასაც მოსდევს განსაკუთრებული წყალდიდობა, 


    1196 წლის მარტში დიდი წყალდიდობები ფარავს მთელ სოფლებს და ანგრევს ხიდებს სენაზე. 


     წყლები იმდენად მაღლდება რომ მეფე თავის შვილთან ერთად გარბის სიტეს თავისი სასახლიდან და თავს აფარებს წმინდა ჟენევიევას სააბატოს. ეპისკოპოსი მორის დე სიულიც გარბის პარიზიდან და თავშესაფარს სთხოვს წმინდა ვიქტორის მონასტერს. 


1910 წლის პარიზის
დიდი წყალდიდობა
     მემატიანე რიგორი ყვება რომ პარიზელებს ეშინიათ პირველის მსგავსი მეორე წარღვნისა. მის თავიდან ასაცილებლად ისინი ლოცულობენ მოთქმით,ცრემლებით და ხვნეშით,აწყობენ ფეხშიშველა მსვლელობებს რომლებშიც როგორც მისი ყველაზე უბრალო ქვეშევრდომი მონაწილეობს თვითონ მეფე ფილიპი. პროცესიაში ასევე ფეხშველა მონაწილეობენ მონასტერი სენ-დენის ბერები და აბატი ანრი   წყლებს ლოცავს რელიქვიებით,
ლურსმნით, ეკლის გვირგვინით, უფლის ჯვრის ნაწილით: „წმინდა ვნების ნიშნის სახელით დაე უფალმა დააუბრონოს წყლები მათ კალაპოტში". ამ დალოცვას თან სდევდა მოთქმა ტირილი და ამის შემდეგ წყლებმა მაშინვე დაიწყო კლება.


     1206 წელს გიომ დე ნანჟისის თანახმად წმინდა ნიკოზის დღესასწაულის წინ, 1206 წლის დეკემბერში იჭექა მეხმა და იყო ელვა, იშვიათი რამ ზამთარში და ციდან წამოვიდა ნიაღვარი რამაც გამოიწვია მანამდე არნახული წყალდიდობა,წყალმა ხიდი წაიღო.  სახლები დაინგრა ან დანგრევის პირას მივიდა.  გიომ ბრეტონის თქმით წყალმა სახლები წალეკა მეორე სართულამდე. ზარალი საშინელია. ქუჩებში მოძრაობა შეიძლება მხოლოდ ნავებით.


      ხალხი შველისთვის მიმართავს წმინდანებს და განსაკუთრებით წმინდა ჟენევიევას...


     დიდი წყალდიდობები იყო 1219  წლის მარტში და აპრილში...1236-1237, 1296 წლებში...          

No comments:

Post a Comment