ესაა ბელორუსიის კომპარტიის პირველი მდივანი პეტრე მაშეროვის საფლავი. ის ძალიან უყვარდათ ბელორუსებს და განსაკუთრებით ბელორუს ინტელიგენციას და ითვლება თანამედროვე ბელორუსიის დუძემდებლად. ის უნდა დაენიშნათ საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრად და ითვლებოდა ბრეჟნევის რეალურ მემკვიდრედ. მაგრამ ის დაღუპეს ავტოავარიაში 1980 წლის 4 ოქტომბერს. მის მანქანას რომელსაც ახლდა მილიცია მოულოდნელად შეასკდა კარტოფილით დატვირთული სატვირთო მანქანა. მაშეროვი რა თქმა უნდა ვერ გადარჩა. გზა გაეხსნა
გორბაჩოვს და მის რაზმს...ეს როგორც ჩანს იყო ანდროპოვული პერესტროიკის მოსამზადებელი ეტაპი. ბელორუსი მძღოლები მაშეროვის დაღუპვის ადგილთან გავლისას დღესაც ხმოვანი ნიშნით გამოხატავენ თავის მწუხარებას.... ,,ცოდნა გონების ფარია თუ რომ არავინ არია" უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ამ ბლოგის მიზანია საქართველოზე, კავკასიაზე და შეიძლება მსოფლიოზეც კი ისეთი რამეების გახსენება, რაც ძალიან იოლად შეიძლება დაავიწყდეს დღევანდელ რთულ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს. აქ იქნება ჩვენი ისტორიის და თანამედროვეობის ეპიზოდები,რომლებზეც ღირს დაფიქრება და შეჩერება. გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც,რომლებისგანაც დიდად ვართ დავალებული,რომელთაც შექმნეს ლამაზი საქართველო ან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მის ცხოვრებას...
October 21, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment