აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს ( წერილი საქართველოდან)
1931 წლის გლეხთა მოძრაობა აფხაზეთში :
აფხაზი გლეხების თავისუფალ ბუნებას მძლავრად დაეტაკა ბოლშევიკების ორი კანონი: 1/ პოლიციური კოლექტივიზაციის გატარება და 2. ხორცის და სხვა პროდუქტების დამზადების გეგმის რეალიზაცია. აქ არ არის ლაპარაკი პოლიციური კოლექტივიზაციის გატარების ხერხებზე. ამის შესახებ ბევრი თქმულა და მას ყველა იცნობს, ვინც საბჭოთა ეკონომიკურ
სისტემაში იხედება. ხორცის დამზადებამ ას ისეთივე უკმაყოფილება გამოიწვია როგორც კოლექტივიზაციამ. მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ თამბაქოს წაღება დაიწყო უმნიშვნელო ფასებში გლეხებმა მესაქონლეობისკენ იბრუნეს პირი. მსხვილი მესაქონლეობა ბოლშევიზმის პირობებში რომ შეუძლებელი იყო ეს ყველამ იცოდა,მაგრამ ორ-სამ ძროხას თუ სახელმწიფო არ დაანებებდა ეს არ იცოდა არავინ და აი კოლექტივიზაციის გატარების ცდა და ხორცის დამზადება ერთად დაატყდა თავს აფხაზელ გლეხს. იგი ვერ ურიგდებოდა იმ გარემოებას რომ ძროხას რომელშიდაც 400 მანეთს აიღებდა ბაზარზე 40 მანეთად ართმევენ. დიდი ხარის ტყავს 4 მან. ღებულობენ,ერთ წუღას კი 10-12 მან. ნაკლებ არ აძლევდნენ. ერთი პალტოს შესაძენად ერთი დიდი ხარი საკმარისი არ არის და აღარ იცის რად უნდა მისცეს მტავრობას ასე მუქთად თავისი ნაშრომი.
ჯერ კიდევ ხორცის დამზადების პირველი კვარტალი არ დამთავრებულიყო რომ აფხაზეთის სოფლებიდან მორეკილ საქონლით ივსებოდა მიმღები პუნქტის ეზოები. აქ ხვდებოდნენ აფხაზები ერთმანეთს და უზიარებდნენ ერთიმეორეს თავის მწუხარებას. პირდაპირი გადასახადები, ცხოვრების კარჩაკეტილი პირობები,თამბაქოს, ღვინის და პარკის სრულიად უმნიშვნელო ფასში წაღება და ბოლოს კოლექტივიზაციის ცდა და მასთან ერთად ხორცის დამზადება გლეხში ანთებს წინააღმდეგობის ცეცხლს და ის ეძებს გამოსავალს.
ასეთ გამოსავალად გლეხობამ არჩია პროტესტის გამოცხადების ძველი წესი. ძველად,მამაპაპათაგან წმიდა ადგილად ცნობილი ადგილები მოიგონეს და იქ შეიკრიბნენ დიდი და პატარა. მათთან არიან პარტიული გლეხებიც, რადგან კოლექტივიზაცია და ხორცის დამზადება გადასახდებთან ერთად მათაც ეხებათ.
ყველაზე დიდი ყრილობა ხდება აჭანდარაში ( გუდაუთის რაიონი). სოფლად გლეხი არ დარჩენილა რომ ამ ყრილობაზე არ წასულიყოს. აქ ხალხი პირველად არ ყოფილა შეიარაღებული რადგან არ იცოდნენ რომ ხელისუფლება უიარაღო ხალხზე შეიარაღებულ ჩეკისტებს მიუშვებდა. მათ არ იცოდნენ ის უბრალო ამბავი რომ ბოლშევიკები სრულიად ერთნაირად უყურებდნენ და აფასებდნენ ყოველგვარ პროტესტს, თუ გინდა ეს სიჩუმით იყოს გამოხატული, ძველებური წესით. აქ ფიცს სდებს დაჩოქილი გლეხობა იმაში რომ მთავრობას არ მისცემს ძროხასა და ხარს, არ დაანებებენ მათი ოჯახების დაშლას და კოლექტივში შერეკვას და სხვა. ასეთივე მოთხოვნილებას ურდგენენ მთავრობას მოხუცი და საპატიო ხალხის პირით. ხელისუფლება პასუხად გზავნის კრებებთან შეიარაღებულ ჩეკისტების რაზმს რომელთა მუქარას სრულიად მშვიდად შეხვდა უიარაღო ხალხი,
დარწმუნებული იმაში რომ არ ესროდნენ. მთავრობა პასუხს არ იძლეოდა და ჯარიც სროლის მუქარას არ ასრულებდა. შემდეგ აღმოჩნდა რომ ხელისუფლების ეს «დიდსულოვნება» ხერხი იყო რომ დრო მოეგო და თბილისიდან ჩამოზესწროთ ზაკჩეკის ( ამიერკავკასიის ჩეკას) რაზმებს და ქალაქები გაემაგრებიათ. უკანასკნელად გლეხთა ყრილობები საკითხს უყენებენ მთავრობას ასე : ან მოგვეცით აქ ცხოვრების საშვალება ან მოგვეცით გზა ოსმალეთში გადასასვლელათო. რამდენიმე დღეში დამხმარე რაზებიც მოვიდნენ და გაამაგრეს სოხუმი, გუდაუთი და გაგრა. განსაკუთრებით გამაგრებული იყო გუდაუთი. ამის შემდეგ ფარდა აეხადა მთავრობის განძრახვებს და ხალხის დაშლა-გაფანტვა დაიწყეს ტყვიისმფრქვევებით. ამას ხალხმა უპასუხა და ეს პატარა დემონსტრაცია იქცა კუთხურ აჯანყებად რომელსაც არავინ მეთაურობდა გარდა ხალხის გაჭირვებისა და ხელისუფლების უსამართლობისა.
შეიქმნა გარკვეული პოზიციები,მოკლეს რამოდენიმე ჩეკისტი,დაჭრილები ჩამოყავდათ გუდაუთის საავადმყოფოში საიდანაც ჩქარა სოხუმში გადაყავდათ რადგან ფიქრობდნენ რომ პარტიზანები ჩქარა გუდაუთას აიღებენო. პარტიზანებს არ ჰქონდათ ბრძოლის ხელმძღვანელობის ცენტრი, ისინი მოქმედებდნენ ერთსა და იმავე დროს რამოდენიმე ადგილას. ყველაფერი ამის გამო პარტიზანებმა ვერ შესძლეს ის რისაც ხელისუფლებას ეშინოდა, ქალაქების აღება. ჯარმა ვერ დაშალა პარტიზანების რაზმები ბრძოლით,რადგან სოფლად დარჩენილი ქალები და მოხუცები ყველა ხელს უწყობდნენ მათ. მაშინ მთავრობამ მიმართა მისთვის ჩვეულ ხერხს: განდგომილებთან გაიგზავნა მოსალაპარაკებლად ავტორიტეტული პირები. ყველაზე თვალსაჩინო შუამავალი დევნილებსა და ხელისუფლებას შორის იყო ზალატინცკი-ოტირბა. იგი მთავრობასთან ახლოს იდგა ნათესაური კავშირით, ხალხთან კი უფრო სულიერი განწყობილებით. იგი ყველაზე მდიდარი იყო აფხაზებს შორის, მაგრამ კოლექტივიზაცია და დამზადებები ვერაფერს აკლებდა რადგან « ყოვლად შემძლე» ლაკობას მოწერილობით იგი ყოველგვარი გადასახადებისა და ეკონომიკური დავალებებისაგან თავისუფლდებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ ოტირბა აჯანყებულებთან პრაქტიკულად არ იდგა. იგი როგორც მდიდარი და გავლენიანი აფხაზი ავტორიტეტით სარგებლობდა. აფხაზები მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ამიტომ მის შუამდგომლობას უშედეგოთ არ ჩაუვლია. პარტიზანები მიდიოდნენ ხელისუფლებასთან თავისი ნებით. ამ გარემოებას ხელი შეუწყო კიდევ იმ ფაქტმა რომ გაქცეულ აფხაზებს არიგებდნენ არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაციები და ურჩევდნენ რომ ამ უაზრო მსხვერპლისთვის, რამდენადაც კი შეიძლებოდა, გვერდი აეხვიათ რადგან ასეთი სეპარატული გამოსვლით არაფერი გაკეთდებოდა. მართლაც ბევრი გზმოცხადდა მთავრობასთან ოტირბას და სხვების საშუალებით. მათი ოჯახები თითქმის გაანადგურეს, საქონელი დამზადებაში გარეკეს, სახლები დაარღვიეს და ოჯახში დარჩენილი წევრები დააპატიმრეს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ყველაფერი მიწყნარდა, გამოსვლების შერიგებული მონაწილენი დააპატიმრეს. მათგან ზოგი გადაასახლეს, ზოგნი ადგილობრივ ციხეში სხედან და ზოგნიც გამოუშვეს. ბევრ მათგანს მიესაჯა იძულებითი მუშაობა რამოდენიმე თვით.
აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება: ამ მოძრაობას არ მოჰყოლია ისეთი საშინელი შედეგი როგორიც მოჰყვა ადერბეიჯანის აჯანყებას ან ბორჩალოს მოძრაობას უკანასკნელ ხანებში. აქ არ მომხდარა ამ ნიადაგზე დახვრეტები მაშინდელი საქართველოს ბოლშევიკური ცეკას მდივანი თხოულობდა მოწინავე პარტიზანების დახვრეტას,მაგრამ ლაკობა ვერ დაითანხმა. ლაკობამ სასტიკად გაილაშქრა მამულიას წინააღმდეგ და შეებრძოლა იმ ჩეკისტებს რომელთაც ჩამოიტანეს სოფლებიდან ჩეკას მძარცველი რაზმებისთვის წინააღმდეგობის გამწევი გლეხების გვამები.
ამას ლაკობა აკეთებდა ავტორიტეტისთვის. ამ მოძრაობის შემდეგ მის ბატონობას საფუძველი გამოცლილი ჰქონდა და მოსალოდნელი იყო ტერორის მსხვერპლიც გამხდარიყო რადგან პარტიზანები ბოლშევიზმის სისაძაგლეს ლაკობას პიროვნებაში უფრო ხედავდნენ ვიდრე სისტემაში.
აი ამ ჟესტით, დასახვრეტი ხალხის გადასახლებით, გადასახლებაში გასაგზავნთა ადგილობრივ ციხეებში გამომწყვდევით და ბევრის განთავისუფლებით მან თავისი პოზიციები ისევ გაიმაგრა. მას საფრთხე მოელოდა მხოლოდ ცეკას მდივანისაგან რომელმაც იგი აფხაზეთიდან სრულიად გადაიყვანა თბილისში რათა იქ გასწორებოდა. მაგრამ,როგორც მოგეხსენებათ,მამულიამ თურმე რაღაც « შეცდომა განიმეორა» და განიცადა მარცხი. საქართველოს ბოლშევიკების ცეკაში ახალი შემადგენლობა იქნა გაყვანილი,მაგრამ მათაც თურმე « შეცთომის» ლიკვიდაცია ვერ უზრუნველყვეს და ახლა ამ შეცთომებს მეოთხე ცეკა იმეორებს ბერიას მეთაურობით.
მამულიას კრახმა ლაკობა თავის ადგილას დააბრუნა და ზოგიერთების თვალში ის კიდეც გათეთრდა რადგან ბევრს სიცოცხლე შეარჩინა. მაგრამ ვინც ლაკობას იცნობს და მის ხრიკებს მისთვის ნათელია რომ ეს « სიცოცხლის შენარჩუნება» და ლაკობას ლიბერალობა გამოწვეული იყო პარტიზანების მხრივ ტერორის შიშითა და თავისი ბატონობის შენარჩუნების სურვილით.
გაქცეულ პარტიზანებს ხალხი მალავს. ისინი არ ეწევიან ავაზაკობას. არ ახდენენ ტერორისტულ აქტებს და არ იწვევენ უმიზნო ექსცესებს,რაც ამტკიცებს მათ გონიერებას. ხალხი მათ ნდობით და იმედით უყურებს. Iმდენად უწყობს ხელს ხალხი პარტიზანებს რომ ხელისუფლებამ თავდასხმაც კი ვერ შესძლო მათზე. შამაგიეროდ ჯავრი იყარეს ოჯახებზე. დაარბიეს და დააწიოკეს პარტიზანების ოჯახები და ამით დამთავრებულად ცათვალეს ხალხთან ბრძოლა.
ასე დამთავრდა აფხაზი გლეხობის 1931 წლის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
ეს ბრძოლა შევა ქართველი ხალხის მიერ ბოლშევიზმისა და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაში როგორც უშედეგო მაგრამ გმირული და აზრიანი ბრძოლის ფურცლები.
გენო, აფხაზეთი. 1932 წ.( დაიბეჭდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ორგანოში «დამოუკიდებელი საქართველო», პარიზი,1933 წლის მაისი, ნომერი 89).

ზედა ფოტოზე: სვეტლლანა, სტალინი, ლაკობა, ბერია: ქვედაზე: ორჯონიკიძე,ბუდიონი,პიატაკოვი, ლაკობა
ReplyDeleteზედა ფოტოზე: სვეტლანა, სტალინი, ლაკობა, ბერია: ქვედაზე: ორჯონიკიძე,ბუდიონი,პიატაკოვი, ლაკობა
ReplyDelete