April 22, 2012

მკვდარი ქალაქები:


ეს ოდესღაც მსოფლიოს და ამერიკის
 ავტომშენებლობის დედაქალაქის,
დღეს მკვდარ ქალაქად მიჩნეული 
დეტროიტის ფოტოა.
ტყვარჩელი, პრიპიატი ( უკრაინა), ჩაგანი (ყაზახეთი), კადიკჩანი (რუსეთი), იაშიმა (იაპონია), ოსტროგლიადი (ბელორუსია), მიგდებული ტერემები (კოსტრომის ოლქი, რუსეთი), ჩერნობილი-2 (უკრაინა), ნიჟნეიანსკი (რუსეთი), განკაჯიმა (იაპონია), მერტვაია დოროგა (სალეხარდი, იგარკა, რუსეთი), დეტროიტი (აშშ,შტატი მიჩიგანი), ხამბერსტოუნ (ჩილი), ხალმერ-იუ (რუსეთი), კოულუნ (ჩინეთი), ცენტრალია (აშშ, შტატი პენსილვანია), ორადურ-სიურ-გლან (საფრანგეთი), ბეჩევინკა-ფინვალ (რუსეთი), სან ჟი (ტაივანი), ალიკელ (რუსეთი), აგდამი (აზერბაიჯანი), ჟანატასი (ყაზახეთი), გერი (აშშ,ინდიანას შტატი) მ.ჯექსონის სამშობლო,ნეფტეგორსკი ( რუსეთი,კოლმანსკოპი (ნამიბია), კლომინო (პოლონეთი), სტარაია გუბახა (რუსეთი), კურშა-2 (რუსეთი), პროùიშლენი (რუსეთი), მოლოგა (რუსეთი), იუბილეინი (რუსეთი), ჩარონდა (რუსეთი), იულტინი (რუსეთი), ასუ-ბულაკი (ყაზახეთი), კოლენდო (რუსეთი), ამდერმა (რუსეთი), ირბენე (ლატვია), ვაროშა (კვიპროსი), კორზუნოვო (რუსეთი).
ტყვარჩელი (საქართველო)
1. საბჭოთა ხანაში ქალაქი ტყვარჩელი ითვლებოდა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად. იქ იღებდნენ ნახშირს რომელზეც მუშაობდა საბჭოთა კავშირის რამოდენიმე საწარმო. მოსახლეობის რაოდენობითთ ტყვარჩელი მოდიოდა სოხუმის შემდეგ. ქალაქი 80 კილომეტრითაა დაშორებული სოხუმიდან და 25 კილომეტრით ოჩამჩირიდან. ის მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდინარე ღალიძგის ხეობაში. ქალაქის სტატუსი ტყვარჩელმა მიიღო 1942 წელს.

დღეს ტყვარჩელს უძახიან «მკვდარ ქალაქს». მასში სუფევს მარადიული სიჩუმე.
მოსახლეობა ოთხჯერ და მეტჯერ შემცირდა. ამ ქალაქში უკვე ბევრი წელია რაც ბატონობს სიჩუმე და ადგილობრივი მკვიდრები მხოლოდ შორეული ხმით იგებენ თუ რა ხდება მეზობელ ქუჩებზე.

ტყვარჩელში უკვე 15 წელზე მეტია სუფევს ასეთი სიჩუმე.

ეს ქალაქი იყო საბჭოთა ხანის ფენომენი. ერთი საწარმოს ირგვლივ ეწყობოდა მთელი მოსახლეობა. მერე იყო ბათქა-ბუთქი და დაბომბვა.

ადგილობრივმა მცხოვრებმა გერონტი ქარჩავამ აქ გაატარა თითქმის მთელი თავისი ცხოვრება. აი როგორ იხსენებს ის თავისი ახალგაზრდობის ხმებს:

« ადრე ყველაფერი გუგუნებდა...ყოველ კუთხეში იყო ქარხნები და ფაბრიკები. ქალაქი ძალიან სამრეწველო და ძალიან ჭუჭყიანი იყო. აქ შეუძლებელი იყო თეთრი პერანგით გავლა. წამოწვიმდებოდა და პერანგი შავდებოდა».

ეხლა ტყვარჩელში დაახლოებით 5000 კაცო ცხოვრობს. 1990-ანი წლების დასაწყისში იქ ოთხჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ადგილობრივ სამშობიარო სახლში ამბობენ რომ ადრე ისინი თვეში 700-მდე ბავშვს იღებდნენ,ეხლა უხარიათ თუ გაჩნდება თუნდაც 10.

ქუჩაში იშვიათად თუ შეხვდები გამვლელს. ძირითადად ეს უფრო ასაკოვანი ადამიანები არიან. ისინი დგანან ტროტუარზე ან ეწევიან სიგარეტს აბურდულ პარკში...

იქმნება შთაბეჭდილება რომ ცარიელი ბინები ტყვარჩელში მეტია ვიდრე დასახლებული. ერთ სადარბაზოში საუკეთესო შემთხვევაში ცხოვრობს 2-3 ოჯახი.

წლის ტყვარჩელელი სამანტა ერთი თვით ჩამოვიდა მშობლების სანახავად. რამოდენიმე წლის წინ ის თავის თანატოლთა უმეტესობის მსგავსად გადასახლდა რუსეთში.

«აქ პრაქტიკულად საერთოდ არავინ დარჩა. ჩემი თაობა პრაქტიკულად არ დარჩა. დავდივარ ცარიელ ქალაქში. საღამოობით მხოლოდ ჩემი მშობლების თაობის ხალხია. ახალგაზრდა ძალიან ცოტაა»,ამბობს სამანტა.

ადგილობრივების თქმით ტყვარჩელიდან მიდიან იმიტომ რომ იქ აღარ დარჩა სამუშაო. მთავარი დამქირავებელი აქ არის თურქების მიერ დაასრებული კომპანია «ტამსაშ».... დაახლოებით 8 წლის წინ კომპანიის მფლობელებმა დაიქირავეს რამოდენიმე ათეული უმუშევარი მაღაროელი,იპოვეს ქვანახშირის გახსნილი საბადო და მოაწყვეს იქ კარიერი. ნახშირი შემდეგ მიაქვთ ოჩამჩირის პორტში,შემდეგ კი ადგილობრივებისთვის უცნობი მიმართულებით,საფიქრებელია რომ თურქეთში... ხელფასები პატარაა...

არადა ადრე მაღაროელის პროფესია აქ ყველაზე პრესტიჟული იყო,ყვება ადგილობრივი ელისო კვარჩია. ის 59 წლისაა და მას ახსოვს დრო როდესაც პრესტიჟული საბჭოთა ინსტიტუტების დამთავრების შემდეგ ადამიანები იბრძოდნენ ტყვარჩელში სამუშაოს მისაღებად. ეს იყო პროფესიული წინსვლის გარანტია.

ეს დაემართა ტყვარჩელს რომელიც ოდესღაც იყო საჩვენებელი ქალაქი...

2.  1970 წლის თებერვალი ითვლება პრიპიატის მშენებლობის დაწყების თარიღად. საფუძველი ჩაეყარა საერთო საცხოვრებელს ნომერი 1, სამშენებლო სამმართველოს შენობას,სასადილოს ნომერი 1. დაიწყო დროებითი დასახლება «ლესნოის» მონტაჟი.

1972 წლის 14 აპრილს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის უკაზით დასახლებას მასთან ჩამდინარე მდინარე პრიპიატის პატივსაცემად დაერქვა პრიპიატი. ქალაქის სტატუსი პრიპიატმა მიიღო 1979 წელს.

1972 წლის 15 აგვისტოს საზეიმო ვითარებაში დაიდო ელექტროსადგურის მთავარი კორპუსის ბეტონის პირველი კუბომეტრი....

ჩერნობილის ატომური ელსადგურის პირველი პბიექტების ამოქმედებასთან ერთად შენდებოდა პირველი სახლები.

1980-ანი წლების შუა ხანებში ბედნიერ პრიპიატში ცხოვრობდა 48000 ადამიანი. პრიპიატელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა 1500-ზე მეტი ადამიანით. თითქმის ნახევარი ახალშობილები იყვნენ.

«ყურადღება ყურადღება! პატივცემულო ამხანაგებო, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო გატყობინებთ რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიასთან დაკავშირებით ქალაქ პრიპიატში იქმნება არასასურველი რადიაციული მდგომარეობა.

პარტიული და სახელმწიფო ორგანოები, სამხედროები იღებენ საჭირო ზომებს. მაგრამ ადამიანთა,პირველ რიგში ბავშვთა, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ქალაქის მოსახლეობის დროებითი ევაკუაცია კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტებში.

ამისთვის ყოველ სახლთან დღეს,27 Aაპრილს,14 00 საათიდან მოვა ავტობუსი მილიციისა და ქალაქის აღმასკომის წარმომადგენელთა თანხლებით.

გირჩევთ რომ წაიღოთ დოკუმენტები,უაღრესად საჭირო ნივთები და,ყოველი შემთხვევისთვის, საკვები. უწყებების და დაწესებულებების ხელმძღვანელებმა დაადგინეს წრე მუშაკებისა რომლებიც უნდა დარჩნენ ქალაქის დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ყველა საცხოვრებელს ევაკუაციის პერიოდში დაიცავენ მილიციის თანამშრომლები.

ამხანაგებო,ბინის დროებით დატოვებისას,თუ შეიძლება,არ დაგავიწყდეთ ფანჯრების დახურვა,ელექტრო- და გაზის მოწყობილებათა გამორთვა,წყალსადენის ონკანების დაკეტვა. ევაკუაციის დროს გთხოვთ დაიცვათ სიმშვიდე,ორგანიზებულობა და წესრიგი».

ეს გაიგეს ქალაქი პრიპიატის მცხოვრებლებმა 1986 წლის 27 აპრილს. ეხლა ესაა ქალაქი-მოჩვენება 0 მოსახლით,მაგრამ შეიძლება იქ სრულფასოვანი ექსკურსიის მოწყობა.

შეგიძლიათ გაისეირნოთ «მკვდარ ქალაქში»,ნახოთ სასტუმრო «პოლესიე», სკოლები, ბავშვთა ბაღი, ოდესღაც საცხოვრებელი სახლები და მიირთვათ სამი თავისგან შემდგარი ვახშამი. ინტერნეტ მაღაზიებში არის რასაც ინებებთ...

ეს ახალგაზრდა ქალაქი ქალაქი გახდა მხოლოდ 1979 წლიდან. ის იყო მსხვილი სატრანსპორტო კვანძი,იქ აქტიურად მიმდინარეობდა მშენებლობა. აგებდნენ კინოთეატრ «პრომეთეს»,კულტურის სახლ «ენერგეტიკოსს»,სასტუმრო «პოლესიეს»,პიონერთა სასახლეს, სპორტულ კომპლექსებს,სავაჭრო ცენტრებს,კულტურის პარკს. ქალაქი სანიმუშო იყო. მას აჩვენებდნენ საზღვარგარეთულ დელეგაციებს...

პრიპიატმა ვერ გააგრძელა თავისი ისტორია თავის მოსახლეობასთან,თავის მშენებლებთან, მისი ბავშვების აღმზრდელებთან და უბრალოდ თავისი ქალაქით ამაყ ადამიანებთან ერთად.

ევაკუაციის შემდეგ მძარცველებმა ქალაქიდან გაიტანეს ყველაფერი რისი გატანაც შესძლეს.  ბინებში სიმძიმის გამო დარჩა მარტო პიანინო,ხელს არ ახლებდნენ საწოლებს ბავშვთა ბაღებში,ქალაქი წალეკა მცენარეულობამ...

 დღეს ზონაში ცხოვრობს სამასიოდე კაცი,თვითდასახლებული მოხუცები რომლებიც დაბრუნდნენ მშობლიურ მიწაზე. მათ ძალიან უჭირთ ახალ პირობებთან და ახალ გარემოსთან შეგუება. მათ აქვთ ნატურალური მეურნეობა და კვირაში 1-2-ჯერ მათთან მიდის ავტოდუქანი.

ყოველწლიურად 26 აპრილიდან 9 მაისამდე იქ ჩადის რამოდენიმე ათასი კაცი. მათ შორის არიან ყოფილი მკვიდრები და ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეები. ისინი ჩადიან მეგობრებთან და კოლეგებთან შესახვედრად,დაღუპულთა გასახსენებლად.

ჩერნობილის კატასტროფის შედეგად პირველად უკრაინაში მოხდა დაბინძურებული ტერიტორიებიდან ადამიანთა ევაკუაცია და გადასახლება.

მთლიანად გაანთავისუფლეს ზოგი მცირე ქალაქი და დიდი,საშუალო და პატარა სოფელი.

1986-1991 წლებში მთლიანობაში გადაასახლეს 163000 ადამიანი.

ეს ლამაზი პერსპექტიული ქალაქი აღმოჩნდა ყველაზე ახალგაზრდა «ქალაქი-მოჩვენება».

3.   მაგადანის ოლქის ყველაზე ცნობილი მიტოვებული დასახლება კადიკჩანი
(ევენკურ ენაზე სახელი ნიშნავს სიკვდილის ველს)-ქალაქური ტიპის დასახლება მაგადანის ოლქის სუსუმანის რაიონში,65 კმ.-ის მოშორებით ჩრდილო-დასავლეთით ქალაქი სუსუმანიდან კოლიმას შენაკადი აიან-ორიახის აუზში. მოსახლეობა 2002 წლის აღწერით-875 მკვიდრი,2006 წლის არაოფიციალური ანგარიშით-791 კაცი. 1986 წლის იანვარის მონაცემებით-10270 კაცი.

დაბა თავის დროზე იყო გულაგის ერთ-ერთი ბანაკის ადგილი.

დაბა ააშენეს მას შემდეგ რაც გეოლოგმა ვრონსკიმ 1943 წელს 400 მეტრის სიღრმეზე იპოვა უმაღლესი ხარისხის ნახშირი. კადიკჩანის ნახშირზე მუშაობდა არკაგალის თბოელექტროსადგური,რომელიც ელექტროენერგიით კვებავდა მაგადანის ოლქის 2/3-ს.

1996 წელს მაღაროში აფეთქების შემდეგ გადაწყდა დაბის დახურვა. 6000 მკვიდრი თავგუდმოგლეჯილი გარბოდა. რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა ავარია ერთადერთ ადგილობრივ საქვაბეში და ცხოვრება იქ საერთოდ შეუძლებელი გახდა.

იმ დროისთვის კადიკჩანში ცხოვრობდა 400ოდე კაცი რომელსაც არ სურდა წასვლა და არ იყო არავითარი ინფრასტრუქტურა.

2003 წლის 4 აპრილს კადიკჩანი გამოაცხადეს უპერსპექტივო დასახლებად და გადაწყვიტეს მოსახლეობის გადასახლება.

კადიკჩანის ყოფილი მკვიდრი ვ.ს.პოლეტაევის ცნობით კადიგჩანელები არ გადაუსახლებიათ ათ დღეში,ისინი თვითონ მიდიოდნენ. ვისაც ეკუთვნოდა ბინა ელოდა,ვისაც არა და რომ არ გაყინულიყო თვითონ მიდიოდა....კადიკჩანი დახურეს როგორც არარენტაბელური დასახლება». 

კადიკჩანი დღეს არის მაღაროელთა მიტოვებული «ქალაქი-მოჩვენება». სახლებში დარჩა წიგნები და ავეჯი,გარაჟებში-მანქანები,ტუალეტებში-ბავშვთა ქოთნები.       კინოთეატრთან მოედანზე არის ლენინის ბიუსტი რომელიც წასვლის წინ დახვრიტეს ქალაქის მკვიდრებმა.

ჩერნობილის ავარიის შემდეგ მოსახლეობისგან დასცალეს გომელის ოლქის ბრაგის რაიონის სოფელი ოსტროგლიადი. ის რა თქმა უნდა გაძარცვეს. 

დარჩა პანის სახლის ნანგრევები-ფლიგელი რომელშიც მოსამსახურეები ცხოვრობდნენ. დარჩა პანის სამი ხეივანი. დანგრეული კოლონები გვიყვებიან რომ შენობა კლასიცისტურ სტილში იყო ნაგები.

სოფელი ოსტროგლიადის მკვიდრთა შთამომავლები პერიოდულად ჩადიან ადგილობრივ სასაფლაოზე. ზოგი უკვე ბელორუსიაშიც კი აღარ ცხოვრობს. ამ სასაფლაოზე, სხვათა შორის,ასაფლავებდნენ 1986 წლის შემდეგაც.
 
  4.   ქალაქი ჩერნობილი-2 მდებარეობს პოლესიეს პატარა ქალაქი ჩერნობილის ჩრდილო-დასავლეთით,მაგრამ მას ვერ ნახავთ ვერც ერთ ტოპოგრაფიულ რუკაზე. რუკების კვლევით ქალაქის ადგილას თქვენ უფრო ნახავთ ბავშვთა პანსიონატის აღნიშვნებს,ტყის გზების პუნქტირულ ხაზებს,მაგრამ არა ქალაქის ტექნიკურ ნაგებობათა აღნიშვნებს. საბჭოთა კავშირში იცოდნენ საიდუმლოს დამალვა,მით უფრო თუ კი ეს საიდუმლო სამხედრო იყო.

მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის და ჩერნობილის ატომურ ელსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ გახდა ცნობილი პოლესიეს ტყეებში მცირე ქალაქის (სამხედრო გარნიზონის) არსებობის შესახებ. ეს ქალაქი დაკავებული იყო...კოსმიური ჯაშუშობით.

1970-ან წლებში საბჭოთა სამხედროებმა შექმნეს უნიკალური რადიოლოკაციური სისტემები რომლებიც იძლეოდა სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან (სამხედრო ბაზებიდან და წყალქვეშა ნავებიდან) ბალისტური რაკეტების გაშვებაზე თვალყურის დევნის საშუალებას. დანადგარის ასამოქმედებლად და მოსავლელად საჭირო იყო 1000 სამხედრო.

ამ სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის აიგო პატარა ქალაქი ერთი ქუჩით,რომელსაც დღესაც ჰქვია კურჩატოვის ქუჩა.

1986 წელს ჩერნობილის ავარიის შემდეგ ქალაქი გაუქმდა. მოწყობილობა დააკონსერვეს. სამხედროები და სამოქალაქო მოსახლეობა გაიყვანეს ბირთვული დაბინძურების ზონიდან. 

1987 წელს,კატასტროფის მასშტაბის გააზრების შემდეგ,გადაწყვიტეს ძვირფასი მოწყობილობის გადატანა ქალაქ კომსომოლსკში.

ასე შეწყვიტა არსებობა უნიკალურმა პროექტმა,საბჭოთა კავშირის კოსმიურმა ფარმა.

ქალაქი და ქალაქური ქტრუქტურა კი დაივიწყეს და მიაგდეს.

5.   იაპონიის დასავლეთ სანაპიროსთან არის მკვდარი კუნძული (განკაჯიმა,გუნკაჯიმა თუ გუნკაძიმა,რომელსაც ასევ უძახიან ხაშიმას თუ ხასიმას) რომელსაც იაპონელებიც კი ძლივს იცნობდნენ. ნაგასაკის პრეფექტურაში ის ითვლებოდა ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულად. დიდი ხნის მანძილზე ის იყო პატარა რიფი და მეტი არაფერი.


1810 წელს ნახშირის შემთხვევითმა აღმოჩენამ მკვეთრად შეცვალა ამ რიფის ბედი.

განკაჯიმა იყიდა კომპანიამ მიცუბისი და დაიწყო ზღვის ფსკერიდან ნახშირის ამოღება. საჭირო გახდა მუშახელი. დაიწყო მშენებლობა. განუწყვეტლად ფართოვდებოდა საცხოვრებელი მასივები. აიგო საცხოვრებელი კომპლექსები,თანაც გაცილებით უფრო მტკიცე ვიდრე მატერიკზე.

XIX საუკუნის შუა ხანებისთვის კუნძულის მოსახლეობის სიმჭიდროვე აღწევდა 835 კაცს ჰექტარზე, რაც მოსახლეობის ერთ-ერთი უდიდესი სიმჭიდროვეა მსოფლიოში.

რიფი გადაიქცა ერთ კილომეტრამდე დიამეტრის ხელოვნურ კუნძულად რომელზეც ცხოვრობდა 5300 კაცი.

გაჩნდა საცხოვრებელ სახლთა და სამრეწველო ობიექტთა ოკეანეზე აღმართული ლაბირინთი. ოკეანიდან კუნძულის სილუეტი ჰგავდა ხაზოვან გემს და მას ასევე უწოდეს, გუნკანჯიმა. ზღვიდან ამოსული და მაღალი კედლებით შემოსალტული ციხე სიმაგრის მსგავსი კუნძული ქმნიდა პატარა სამეფოს შთაბეჭდილებას.

მისი მკვიდრები ტრაბახობდნენ: «არაფერია ქვეყანაზე ისეთი რაც ჩვენ არ გვაქვს». ისინი მართლები იყვნენ. მათი მინიატურული სამეფოს საზღვრებში მათ მართლაც ყველაფერი ჰსონდათ. არ ჰქონდათ მხოლოდ სასაფლაო. მაგრამ მთელი კუნძული მალე უნდა გადაქცეულიყო სასაფლაოდ.

ამასობაში ნახშირი შეცვალა ნავთობმა და ნახშირის საბადოები იხურებოდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული მთლიანად გაუდაბურდა. კომპანია მიცუბისიმ ოფიციალურად გამოაცხადა საბადოს დახურვა.

ქალაქი გამოიყურებოდა ისე თითქოს მისი მცხოვრებლები ერთ ღამეში გაქრნენ.
მაგრამ ცარიელ კუნძულზე დარჩა იქიდან წასული ადამიანების სული. შენობებში დარჩა ადამიანთა ცხოვრების მრავალი კვალი.

რჩება გრძნობა რომ ადამიანთა წასვლის შემდეგ კუნძულმა ჩაიძინა.

ეხლა კუნძულზე ჩასვლა აკრძალულია. გამონაკლისი იყო მხოლოდ კუნძულზე ფილმი «მეფის ბრძოლის» გადაღება.

6.   ქალაქ დეტროიტს სახელი დაარქვეს მდინარე დეტროიტის სახელის მიხედვით. ფრანგულად ლე დéტროიტ დუ Lაც Éრიე ნიშნავს ტბა ერის სრუტეს. XVII-XVIII საუკუნეებში სრუტეში გულისხმობდნენ აგრეთვე ტბას სენ-კლერ და ამავე სახელის მდინარეს....

ესეც ოდესღაც მსოფლიოს და ამერიკის
 ავტომშენებლობის დედაქალაქის,
დღეს მკვდარ ქალაქად მიჩნეული 
დეტროიტის ფოტოა.

აქ 1701 წელს ანტუან ლომე დე ლა მოტ-კადიაკმა 51 ფრანკო-კანადელთან ერთად დააარსა ფორტი დეტროიტი (ფრანგულად დეტრუა).

1765 წლისთვის დეტროიტის თეთრკანიანი მოსახლეობა შეადგენდა 800 კაცს,რაც მას აყენებდა იმდროინდელი ამერიკის უდიდეს ფრანგულ დასახლებათა, მონრეალის და სან-ლუის გვერდით.

1760 წელს მონრეალი და დეტროიტი გადასცეს ინგლისელებს და ისინი იქცნენ ბრიტანული კოლონიალური იმპერიის ნაწილად. ინგლისელებმა შეამოკლეს ფორტის სახელი და მას დეტროიტი დაარქვეს.

1763 წელს ფორტს ალყა შემოარტყეს ბელადი პონტიაკის ინდიელებმა. ბრიტანული მთავრობა იძულებული გახდა შეერბილებინა პოლიტიკა ოკუპირებულ მიწებზე. მან იმავე წელს ინგლისელ კოლონისტებს აუკრძალა ახალი დასახლებების დაარსება აპალაჩის მთების დასავლეთით რამაც გაოიწვია საკუთრივ ბრიტანული კოლონიების მრავალრიცხოვანი მოსახლეობის უკმაყოფილება. ეს იქცა ამერიკული რევოლუციის ერთ-ერთ მიზეზად.

რევოლუციის შემდეგ დეტროიტი კიდევ დიდხანს რჩებოდა კანადურ დასახლებად და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდა მხოლოდ 1796 წელს.

1805 წ. დეტროიტის დიდი ნაწილი დაიწვა ხანძრის დროს. 1805-1847 წლებში დეტროიტი იყო ახალი ტერიტორიის,შემდეგ კი მიჩიგანის ახალი შტატის დედაქალაქი.
ამ დროს მისი მოსახლეობა ძალიან გაიზარდა.

1812 წელს (1812-1814 წლების ინგლის-ამერიკის ომის დროს) ის ისევ აიღეს ინგლისელებმა. ერთი წლის შემდეგ ის დაიბრუნეს ამერიკელებმა და მან ქალაქის სტატუსი მიიღო 1815 წ.

სამოქალაქო ომის წინ დეტროიტი იყო «იატაკქვეშა რკინიგზის» ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი. ამ «რკინიგზით» გაქცეული შავკანიანი მონები გარბოდნენ აშშ-დან კანადაში. ერთ ხანს იქ ცხოვრობდა მომავალი პრეზიდენტი,მაშინ ჯერ კიდევ ლეინტენანტი ულის გრანტი. ომის დროს მრავალი ქალაქელი წავიდა ჩრდილოელთა ჯარში. ჯორჯ არმსტრონგ კასტერმა მათგან შექმნა სახელგანთქმული «მიჩიგანის ბრიგადა».

ქალაქის მრავალი შენობა აიგო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში,როდესაც დეტროიტს დაუდგა «მოოქროვილი ხანა».

შთამბეჭდავი არქიტექტურისა და ედისონის ნათურებით გაჩახჩახებული ვაშინგტონის ბულვარის გამო დეტროიტს მაშინ უწოდებდნენ «დასავლეთის პარიზს».

დიდი ტბების სისტემის წყლის გზაზე მომგებიანმა მდებარეობამ ქალაქი აქცია მსხვილ სატრანსპორტო კვანძად.

XIX საუკუნის შუა ხანებში ქალაქის ეკონომიკის საფუძველს შეადგენდა გემთმშენებლობა. იმავე საუკუნის ბოლოს ავტომობილთა გამოჩენამ ჰენრი ფორდს შთააგონა თავისი საკუთარი მოდელის შექმნა.

ფორდის,დიურანის,ძმები დოჯების,პაკარდის და კრაისლერის ქარხნებმა დეტროიტი აქციეს მსოფლიოს ავტომობილურ დედაქალაქად.


«მშრალი კანონის» წლებში კონტრაბანდისტები მდინარეს იყენებდნენ კანადიდან სასმელის ჩასატანად. 1930 წლებში პროფკავშირების გაჩენასთან ერთად დეტროიტი იქცა მანქანათმშენებლობის მუშაკთა პროფკავშირის დამქირავებლებთან ბრძოლის ასპარეზად.

1940-ან წლებში დეტროიტში გაიარა ერთ-ერთმა პირველმა ამერიკულმა ჩქაროსნულმა ტრასამ მ-8, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ეკონომიკური ბუმის გამო დეტროიტს უწოდეს «დემოკრატიის არსენალი». 

XX საუკუნის პირველი ნახევრის ძლიერ ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა მოსახლეობის მოდინება. უპირატესად გაიზარდა შავკანიან და ევროპელ მკვიდრთა რაოდენობა რამაც გამოიწვია რასიული მღელვარებები და 1943 წლის ღია ჯანყი. 

1950-ან წლებში დეტროიტი რჩებოდა აშშ-ს საავტომობილო დედაქალაქად. ამერიკაში მაშინ სახელმწიფო დონეზე ავითარებდნენ იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ავტომობილების პროგრამას. დეტროიტში იყო აშშ-ს უდიდესი ავტომობილის ქარხნები, ჯენერალ მოტორსი,კრაისლერი, და ქალაქი განიცდიდა თავისი  განვითარების ბუმს.  დეტროიტი ყვაოდა და გადაიქცა ჩრდილოეთი ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად. 

უკვე 1940-ანი წლებიდან ავტოინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ქალაქში გაჩნდა ბევრი კერძო,პირადი ავტომანქანა. მწვავე პრობლემად გადაიქცა მუდმივი საცობები, მანქანების გასაჩერებელ ადგილთა არასაკმარისი რაოდენობა.

მიდის კერძო საკუთრებაში ავტომობილების შეძენის პროპაგანდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი  წარმოდგება არაპრესტიჟულად,ესაა «ღარიბთა ტრანსპორტი».

მეორეს მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არ ვითარდება,ხდება ტრამვაის და ტროლეიბუსების ხაზების ლიკვიდაცია.

ადამიანები იძულებულები არიან გადასხდნენ სულ უფრო და უფრო იაფ ავტომობილებზე. ავტომობილთა რაოდენობა ქალაქში სწრაფად და მკვეთრად იზრდება. ძველი ქალაქური სტრუქტურა კი არ აკმაყოფილებს ავტომობილისტთა ქალაქის მოთხოვნებს. 

დაიწყო «დასავლეთის პარიზის» ისტორიული შენობების ნგრევა ქალაქის ცენტრში. მათ ადგილზე აკეთებდნენ ავტოსადგომებს.

XXI საუკუნის დასაწყისისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ავტომობილის დედაქალაქში თეთრკანიანები შეადგენენ მოსახლეობის 10%-ს და ის კონცენტრირებულია ქალაქის სამხრეთ ნაწილში და გარეუბნებში.

დეტროიტი აღიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ ქალაქად.

მაღალია დამნაშავეობის დონე,ეკოლოგია ცუდია,უმუშევრობის თვალსაზრისით ქალაქს უკავია მეორე ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. «ფორბსის» ცნობით 1950 წლიდან მოსახლეობა შემცირდა მესამედით,950000 ადამიანამდე. მინიმუმ 2030 წლამდე მოსახლეობა განაგრძობს კლებას.

დეტროიტის ყველაზე საშინელი ხედები შეიძლება ნახოთ კლიპში Eმინემ «Bეაუტიფულ».
 
      (გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment