April 24, 2012

მკვდარი ქალაქები-2:

ბერიას ხელქვეითი სახაროვის და 
ელენა კომინტერნოვნა ბონერის
 პროგრამებით მოკლული 
ქალაქი აგდამი...
მკვდარი ქალაქები-2:
7. ხალმერ-იუ-ყოფილი ქალაქური ტიპის დასახლება (ქალაქი მოჩვენება) კომის რესპუბლიკაში. გაუქმდა 1996 წელს. იღებდნენ ნახშირს (პეჩორის ქვანახშირის აუზი).

1959 წელს ცხოვრობდა 7,1 ათასი ადამიანი;1963 წელს-7,7 ათასი ადამიანი,1994 წელს-4,1 ათასი ადამიანი.

«ხალმერ-იუ» ნენცურად ნიშნავს «მდინარე სიკვდილის ველზე» ან «მკვდარი მდინარე».

მომთაბარე მეირმე ნენცებისთვის ხალმერ-იუ იყო წმინდა ადგილი სადაც ასაფლავებდნენ თავის მიცვალებულებს.

სამუშაო ფენები მდინარე ხალმერ-იუზე 1942 წელს აღმოაჩინა გეოლოგი გ.ა.ივანოვის პარტიამ. ახალი საბადოს ნახშირის მარკა იყო «კ»,ყველაზე ძვირფასი კოკსოქიმიური წარმოებისთვის. გადაწყდა მომავალი დასახლების ადგილას და საბადოს პარამეტრების დასადგენად მუშათა ჯგუფის დატოვება. მაგრამ შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისის ცუდმა ამინდა ჯგუფი მოწყვიტა ვორკუტასგან. რამოდენიმეჯერ სცადეს ჯგუფის პოვნა და ხალხის გადარჩენა....იანვარში ჯგუფის საძებრად მეთხილამურეებიც წავიდნენ. მათ მონახეს და ვორკუტაში გადაიყვანეს უაღრესად დაუძლურებული ადამიანები.


გადაწყდა ახალი საბადოს დაზვერვის გაგრძელება და 1943 წლის გაზაფხულზე მუშაობას სათავეში ჩაუდგა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გ.გ.ბოგდანოვიჩი. ზაფხულში შეიქმნა აუცილებელი მატერიალური ბაზა. უკვე შემოდგომისთვის ცხოვრობდა 250-მდე კაცი. მუშაობდა რადიოსადგური,საცხობი,აბანო,ზამთრისთვის მიაწოდეს საკვების აუცილებელი რაოდენობა. 8 მბურღავი ბრიგადა ერთდროულად აკეთებდა სამ შურფს. დასახლებით საწვავის უზრუნველსაყოფად მდინარის მეორე ნაპირზე გაკეთდა დაზვერვითი-საექსპედიციო შტოლნია.

მაღარომ მუშაობა დაიწყო 1957 წელს. ყოველდღიურად საშუალოდ იღებდნენ 250 ტონას.

ახალი რუსეთის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის დადგა ხალმერ-იუს არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი. რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 1993 წლის 25 დეკემბერს დაადგინა მაღაროს ლიკვიდაცია.

დასახლების ლიკვიდაცია უნდა დასრულებულიყო 1995 წლის შემოდგომაზე. ამასთან მთავრობამ სცადა ოპერაციის ჩატარება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად,რაც ითხოვდა უზარმაზარ ხარჯს.

გასახლებისას გამოიყენეს მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმები (ომონი).

ხალხს უნგრევდნენ კარებებს, იძულებით ყრიდნენ ვაგონებში და ისე ასახლებდნენ ვორკუტაში. ახალი ბინები ხალხს ჯერ არ მისცეს. ზოგს მისცეს დაუმთავრებელი ბინა. მათი ჩასახლება ვორკუტას საერთო საცხოვრებლებში და სასტუმროებში ხალხს უსპობდა იმედს.

ეხლა დასახლების ტერიტორია გამოიყენება როგორც სამხედრო პოლიგონი პირობითი სახელით «პემბოი».


2005 წლის 17 აგვისტოს სტრატეგიული ავიაციის სწავლების დროს ბომბდამშენმა ტუ-160-მა, რომელზეც იყო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი,სამი რაკეტა ესროლა დაბა ხალმერ-იუს ყოფილ კულტურის სახლს. 
   
8. კოულუნი თუ ცზიულუნი,ზოგჯერ კაულუნი ნიშნავს 9 დრაკონს. ესაა ჰონკონგის საქალაქო ზონის ( ახალი ტერიტორიების ჩაუთვლელად) ნახევარკუნძულის ნაწილი.
მისი ნაწილებია ნახევარკუნძული კოულუნი და ახალი კოულუნი. კოულუნის აღმოსავლეთი საზღვარი გადის სრუტეზე ლეი იუ მუნი, დასავლეთი-მეი ფუ სან ჩხიუზე და ქვისმთლელთა კუნძულზე,ჩრდილოეთი-ტეიტის პირამიდაზე და ლომის ქვაზე და სამხრეთი-ვიქტორიას ყურეზე.

2000 წელს კოულუნში ცხოვრობდა 2 მილიონ 71000 ადამიანი... იყო საშინელი სიმჭიდროვე...

საშინელი ადგილი!... აქ შეიძლებოდა მოღუშული ტრილერების,ფანტასტიური ბოევიკების,სისხლიანი კოშმარების თუ ქალაქის ღატაკთა ტანჯვაზე მელოდრამატული ფილმების გადა

ადამიანის უტვნობით თუ უნამუსობით მისიკვდილებულ-მოკლული ქალაქი ბევრია და ყველა კონტინენტზეა,ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ. იქნებ ოდესმე მივუბრუნდეთ დანარჩენს...

No comments:

Post a Comment