April 7, 2012

ილიას მკვლელებზე.


თანამ­დე­ვი სუ­ლი-მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და ლე­ნინ-სტა­ლი­ნის რო­ლი ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში
24 საათი 09.11.10
მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი, ვლადიმერ ულიანოვი – ლენინი.
ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტი, რო­გორც, სა­ზო­გა­დოდ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის, ისე ბოლ­შე­ვიკ­თა და მენ­შე­ვიკ­თა ფრაქ­ცი­ე­ბი­სა, ძი­რი­თა­დად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა­გან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში მუ­შა­თა მცი­რე­რიცხო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა იყო, ვთქვათ, ბა­ქოს­თან შე­და­რე­ბით, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის პარ­ტი­ის მე­ქად მა­ინც თბი­ლი­სი იქ­ცა. ლე­ნი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და V ყრი­ლო­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი­სათ­ვის და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, ბა­ქო­ში გა­ე­შა­ლათ მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ნამ­დ­ვი­ლად იყო პრო­ლე­ტა­რი­ა­ტი და ამი­ტომ მი­ა­შუ­რეს 1907 წლის ზაფხულ-შე­მოდ­გო­მი­დან ყვე­ლამ ბა­ქოს.
იყო სხვა მი­ზე­ზიც. თბი­ლის­ში, რო­გორც ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ცენ­ტ­რ­ში, უფ­რო ძლი­ე­რი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბოლ­შე­ვი­კებს აქ აღარ და­ედ­გო­მე­ბო­დათ. მთა­ვა­რი კი ის იყო, რომ ნავ­თო­ბის წყა­ლო­ბით ბა­ქო მი­ლი­ო­ნე­რე­ბის ქა­ლა­ქად ქცე­უ­ლი­ყო და სა­ყა­ჩა­ღოდ დიდ ას­პა­რეზს წარ­მო­ად­გენ­და. კი­დევ ერ­თი – ბოლ­შე­ვი­კებ­მა თბი­ლის­ში ისე­დაც ვერ გა­შა­ლეს ფრთე­ბი.მენ­შე­ვი­კე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ 1907 წლი­სათ­ვის არც თა­ნამ­გ­რ­ძ­ნო­ბი ჰყავ­დათ ბევ­რი, სულ 500-მდე მხარ­დამ­ჭერს ით­ვ­ლიდ­ნენ მთელ სა­ქათ­ვე­ლო­ში. არც ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ჰყავ­დათ.

თუ პირ­ველ სა­თათ­ბი­რო­ში სო­ცი­ალ-დე­მოკ­რატ­თა ფრაქ­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ქარ­თ­ვე­ლი მენ­შე­ვი­კი ნოე ჟორ­და­ნია იყო,

თუ მე-2 სა­თათ­ბი­რო­ში ფრაქ­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ქარ­თ­ვე­ლი მენ­შე­ვი­კი კა­კი წე­რე­თე­ლი იყო (გი­ორ­გი წე­რეთ­ლის ვა­ჟი, სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ორა­ტო­რი),

თუ მე-3 და მე-4 სა­თათ­ბი­რო­ში (და სხვა სა­თათ­ბი­რო აღარც არ­ჩე­უ­ლა) ფრაქ­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ქარ­თ­ვე­ლი მენ­შე­ვი­კი კარ­ლო ჩხე­ი­ძე იყო, ბოლ­შე­ვი­კე­ბი იქ რი­გი­თი წევ­რე­ბის გაყ­ვა­ნა­საც კი ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ.

მაშ რა­ში იყო ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის ძა­ლა? შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებ­ში და ტე­რორ­ში, ამით სცემ­დ­ნენ ისი­ნი ში­შის ზარს ყვე­ლას. “სტა­ლი­ნის აზ­რით, მას ლე­ნი­ნის შემ­დეგ ყვე­ლა სხვა დე­ლე­გატ­თან შე­და­რე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და: ყვე­ლა ამ ყბედს შო­რის მხო­ლოდ მე მქონ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მარ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა;” – იკ­ვეხ­ნი­და ის (იხ. სა­ი­მონ სე­ბაგ მონ­ტე­ფი­ო­რე, “ახალ­გაზ­რ­და სტა­ლი­ნი”, თბ. 2009წ., გვ. 155).

ბოლ­შე­ვი­კებს არ ირ­ჩევ­დ­ნენ არა­თუ სა­თათ­ბი­რო­ში, არა­მედ ისი­ნი ვერ გა­ვიდ­ნენ 1907 წელს თა­ვი­სი­ვე პარ­ტი­ის მე-5 ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბა­დაც კი. ამი­ტომ მა­თი არ­ჩე­ვა ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბად მოხ­და მხო­ლოდ სა­თათ­ბი­რო ხმის უფ­ლე­ბით (ლონ­დო­ნის ყრი­ლო­ბა­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი ხმის უფ­ლე­ბით მხო­ლოდ სტ. შა­უ­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა არ­ჩე­უ­ლი ბორ­ჩა­ლო­დან)

აი, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ვგე­ბუ­ლობთ, ვინ იყ­ვ­ნენ მა­შინ თბი­ლის­ში მთა­ვა­რი ბოლ­შე­ვი­კე­ბი.

ბე­რი­ა­სა­გან გა­ყალ­ბე­ბულ პარ­ტი­ის ის­ტო­რი­ას ვერ და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით, ამი­ტომ წა­ვი­კითხოთ მი­ხა ჩოდ­რიშ­ვი­ლის მე­მუ­ა­რე­ბი. აი, რას წერს ის: “1907 წელს ჩემს ბი­ნა­ზე მი­ხე­ი­ლის ქუ­ჩა­ზე (შემ­დეგ პლე­ხა­ნო­ვის, ამ­ჟა­მად აღ­მა­შე­ნებ­ლის ქ. – ნ.გ.) მო­ეწყო ამხ. ბოლ­შე­ვი­კე­ბის კრე­ბა, ამის შე­სა­ხებ თუ ვინ ამოგ­ვერ­ჩია ლონ­დო­ნის სი­ეზ­დ­ზე გა­საგ­ზავ­ნად. კრე­ბას და­ეს­წ­რ­ნენ: ამხ. მი­ხა ცხა­კაია, ფ. მა­ხა­რა­ძე, ს. ჯუ­ღაშ­ვი­ლი, ს. შა­უ­მი­ა­ნი, მ. ტო­რო­შე­ლი­ძე, ვ. ნა­ნე­იშ­ვი­ლი, ზ. ჩოდ­რიშ­ვი­ლი, მ. ბო­ჭო­რი­ძე, მ. ჩოდ­რიშ­ვი­ლი, ასატ კა­ხო­ი­ა­ნი და სხვა ბევ­რი ამ­ხა­ნა­გე­ბი, რო­მელ­თა გვა­რე­ბი აღარ მახ­სოვს.

ამ კრე­ბის დამ­ს­წ­რე ამ­ხა­ნა­გე­ბის აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლის შემ­დეგ, არ­ჩე­ულ იქ­ნენ შემ­დე­გი პი­რე­ბი: ქუ­თა­ი­სი­დან ამხ. მი­ხა ცხა­კაია, ტფი­ლი­სი­დან სო­სო ჯუ­ღაშ­ვი­ლი და ბორ­ჩა­ლოს მაზ­რი­დან სტე­ფა­ნე შა­უ­მი­ა­ნი და ასატ კა­ხო­ი­ა­ნი”. (იხ. მ. ჩოდ­რიშ­ვი­ლი, “ჩე­მი თავ­გა­და­სა­ვა­ლი”, თბ. 1927წ.) სხვა­თა შო­რის, ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტად სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან აირ­ჩი­ეს მაქ­სიმ გორ­კიც.

ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ჩანს, ვინ იყო მა­შინ ბოლ­შე­ვიკ­თა ელი­ტა, ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხი­სათ­ვის გვაქვს მე­ო­რე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რი. კერ­ძოდ, 1907 წელს ჟან­დარ­მე­რი­ი­სათ­ვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად შექ­მ­ნი­ლა თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბი­უ­რო, რო­მე­ლიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იყო ბოლ­შე­ვი­კე­ბის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტი. ამ “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბი­უ­როს” წევ­რე­ბი არი­ან მი­ხა ცხა­კაია, სო­სო ჯუ­ღაშ­ვი­ლი, ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე, მი­ხე­ილ ბო­ჭო­რი­ძე, სტე­ფა­ნე შა­უ­მი­ა­ნი, მი­ხე­ილ და­ვი­თაშ­ვი­ლი. ბი­უ­როს შე­მად­გენ­ლო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით ადას­ტუ­რებს ძვე­ლი ბოლ­შე­ვი­კი ვიქ­ტორ ნა­ნე­იშ­ვი­ლი: “თბი­ლის­ში მე ჩა­მო­ვე­დი 1907 წლის იან­ვარ­ში. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დამ­ხ­ვ­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია? ბოლ­შე­ვი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ თვალ­სა­ჩი­ნო მუ­შა­კე­ბი კო­ბა ჯუ­ღაშ­ვი­ლი, სტ. შა­უ­მი­ა­ნი, მი­ხა ცხა­კაია, მ. და­ვი­დო­ვი, მ. ოკუ­ჯა­ვა და სხვა. ბი­უ­რო­ში შე­დი­ო­და 6-7 კა­ცი”. (“რევ. მა­ტი­ა­ნე” 1928წ. ¹1)

ი. ჯუ­ღაშ­ვი­ლი, მ. ცხა­კაია, ფ. მა­ხა­რა­ძე, მ. ბო­ჭო­რი­ძე, სტ. შა­უ­მი­ა­ნი, მ. და­ვი­თაშ­ვი­ლი.

აი, ეს არის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის ის შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 1921 წლის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი და რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მე­ფის მთავ­რო­ბამ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

აი, ეს არის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის ის შე­მად­გენ­ლო­ბა, რომ­ლის მი­თი­თე­ბი­თაც დუ­შე­თის რა­ი­ო­ნულ კო­მი­ტეტს ის ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი ბე­ჭედ­დარ­ტყ­მუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა უნ­და მი­ე­ღო. (სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა ამო­ი­რიცხოს მ. ცხა­კაია, რო­მე­ლიც აპ­რი­ლის ბო­ლო­დან 10 წე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ ყო­ფი­ლა).

ეს არის დას­კ­ვ­ნა მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი ლო­გი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

კვლავ გა­ვი­მე­ო­რებ.

1) ტე­რაქტს რომ აწყობს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ამას ადას­ტუ­რებს მრა­ვა­ლი ბოლ­შე­ვი­კის მო­გო­ნე­ბა. კონ­კ­რე­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კითხოთ იმ­ჟა­მინ­დე­ლი ტე­რო­რის­ტის არ­შაკ მემ­რა­ბი­ან­ცის წე­რილ­ში – “რო­გორ მოკ­ლეს გე­ნე­რა­ლი გრი­აზ­ნო­ვი 1906 წელს.” (იხ. “რევ. მა­ტი­ა­ნე” 1923წ. ¹4, გვ. 202)

2) ის, რომ 1907 წლის მა­ი­სის შემ­დეგ რა­ი­ო­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აღარ ჰქონ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კითხოთ 1907 წლის 2 სექ­ტემ­ბ­რი­დან წლის ბო­ლომ­დე მენ­შე­ვი­კე­ბის გა­ზეთ “ჩვე­ნი გზის” თით­ქ­მის ყო­ველ მე­ო­რე ნო­მერ­ში.

3) ის, რომ მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი ი. ჯუ­ღაშ­ვი­ლი არა­თუ გა­ნიც­დი­და რა­ი­ო­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის “გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის” “შეც­დო­მას”, არა­მედ არა­პირ­და­პირ თა­ვად იყო ილი­ას მკვლე­ლი, შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კითხოთ მი­სი ძვე­ლი მე­გობ­რის იოსებ ირე­მაშ­ვი­ლის გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში – “სტა­ლი­ნი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტრა­გე­დია” (ბერ­ლი­ნი, 1931წ. თა­ვი XII).

4) ის, რომ მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რ­მა ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძემ არა­თუ დაგ­მო ქვემ­დ­გომ­თა “მცდა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა”, არა­მედ 7 სექ­ტემ­ბ­რის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის კრე­ბას, (მენ­შე­ვიკ-ბოლ­შე­ვი­კე­ბის კრე­ბას) ერ­თი ხმის უპი­რა­ტე­სო­ბით დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ა­ტა­ნი­ნა, არ მი­ე­ღოთ ილი­ას დაკ­რ­ძალ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არ გა­ეგ­ზავ­ნათ არა­ვი­თა­რი გვირ­გ­ვი­ნი, შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კითხოთ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტის ვლა­სა მგე­ლა­ძის წიგ­ნ­ში “მო­გო­ნე­ბე­ბი” (პა­რი­ზი, 1972წ. გვ. 97)

5) ის, რომ ბახ­ვის კრე­ბა­ზე ით­ქ­ვა ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე და­ვა­ლე­ბა პარ­ტი­ის ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი­დან მო­დი­სო, ეს დო­კუ­მენ­ტი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ თვით პ. გუ­გუშ­ვი­ლის წიგ­ნ­ში – “ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბა” (თბ. 1938წ.)

ვინ იყო იმ დროს ქარ­თ­ველ ბოლ­შე­ვიკ­თა შო­რის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა? ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ მი­ხა ცხა­კაია და ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე, მაგ­რამ ყრი­ლო­ბის შემ­დეგ ცხა­კაია დარ­ჩა ლე­ნინ­თან საზღ­ვარ­გა­რეთ, ჟე­ნე­ვა­ში. 10 წე­ლი ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ ჩა­მო­სუ­ლა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ველ ბოლ­შე­ვი­კად იქ­ცა 28 წლის სო­სო ჯუ­ღაშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია ფი­ლი­პე უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ პარ­ტი­ა­ში პირ­ვე­ლო­ბა პო­პუ­ლა­რო­ბას არ მო­აქვს.

6) მა­ხა­რა­ძი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სტა­ლი­ნი 1905 წლი­დან უკ­ვე პი­რა­დად იც­ნობს ლე­ნინს. ყრი­ლო­ბის წინ შეხ­ვ­და სა­ი­დუმ­ლოდ. ყრი­ლო­ბის შემ­დეგ კა­მოს ხე­ლით უგ­ზავ­ნის ერევ­ნის მო­ედ­ნი­დან წა­მო­ღე­ბულ უზარ­მა­ზარ თან­ხას. სტა­ლინს უკ­ვე უწო­დე­ბენ კავ­კა­სი­ის ლე­ნინს და, რაც მთა­ვა­რია, არის ლე­ნი­ნის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი. (ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სათ­ვის უნ­და ით­ქ­ვას, ნა­ძარცვ ფულს თა­ვად არ იტო­ვებ­და).

ზოგ­ჯერ დე­ტა­ლი ძა­ლი­ან ბევრს ამ­ბობს. მაგ. ტე­რო­რის­ტი მო­ნა­სე­ლი­ძე იხ­სე­ნებს, რომ იმავ ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძეს, იმავ პე­რი­ოდ­ში ჯუ­ღაშ­ვილ­მა, რომ­ლის თა­ნა­რე­დაქ­ტო­რი იყო ფი­ლი­პე, რო­გორ და­უ­თათხა­ნა და კბი­ლე­ბის ხრჭი­ა­ლით უთხ­რა – გა­ზე­თის­თ­ვის შე­პი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა რა­ტომ არ და­წე­რეო… სიტყ­ვა­სიტყ­ვით ასე წერს: “კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ და­ა­ვა­ლა სო­სომ მა­ხა­რა­ძეს (თა­ვის თა­ნა­რე­დაქ­ტორს) ორი სტა­ტი­ის და­წე­რა. (ლა­პა­რა­კია 1907 წელ­ზე, ნ.გ.) მა­ხა­რა­ძე დი­ლის 9 სა­ათ­ზე უნ­და მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს გა­მოჩ­ნ­და და თქვა, რომ ჯერ არა­ფე­რი და­უ­წე­რია. ამ დროს სო­სო შე­მო­ვი­და და იკითხა, რა­ტომ არ ვიწყებ­დით გა­ზე­თის გა­მო­ცე­მას. მე მი­ზე­ზი ვუთხა­რი. კბი­ლე­ბი გა­აღ­რ­ჭი­ა­ლა, სი­გა­რეტს მო­უ­კი­და და მა­ხა­რა­ძეს ეჩხუ­ბა. მე­რე ჯი­ბი­დან სტა­ტი­ე­ბი ამო­ი­ღო და გა­ზეთ­ში ისი­ნი ჩავ­ს­ვით”.

ყო­ვე­ლი­ვე ამას გი­ამ­ბობთ იმის გა­მო, რომ ხში­რად ის­მის კითხ­ვა, ვინ იყო მა­შინ ახალ­გაზ­რ­და სტა­ლი­ნი, რა შე­ეძ­ლო მას? აი, ბა­ტო­ნო, ვინ იყო, უფ­რო მაღ­ლა მდგო­მი ვიდ­რე თვით ფი­ლი­პე. ის კი არა, რო­გორც იმ­ჟა­მად ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი, ძვე­ლი ბოლ­შე­ვი­კი, მწე­რა­ლი და­ვით სუ­ლი­აშ­ვი­ლი, წიგ­ნ­ში “დღე­ნი ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­სა”, იგო­ნებს, სო­სოს სა­ში­ნე­ლი აღ­შ­ფო­თე­ბა გა­მო­უთ­ქ­ვამს მი­ხა ცხა­კა­ი­ას საზღ­ვარ­გა­რეთ დარ­ჩე­ნის გა­მო, ანუ ის უკ­ვე ცხა­კა­ი­ა­ზე მე­ტა­დაც გრძნობს თავს.

შორს წაგ­ვიყ­ვანს. ბევ­რი ჩა­ნა­წე­რის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა. ძი­რი­თა­დი ის არის, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს კო­ბა. ძა­ლა არის მის ხელ­ში. ახ­ლა მკითხ­ველ­მა გან­სა­ჯოს, ვინ არის იმ დროს ქარ­თ­ველ ბოლ­შე­ვიკ­თა მთა­ვა­რი ფი­გუ­რა? ტე­რო­რის­ტი ბა­ჭუა კუპ­რე­იშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს: “სტა­ლი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ბრძა­ნე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და მუდ­მი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­და. ჩვენ გვე­ვა­ლე­ბო­და იარა­ღის შოვ­ნა, ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ბან­კე­ბი­სა და არ­სე­ნა­ლე­ბის გა­ძარ­ც­ვა და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის და­ხოც­ვა”. ეს მო­გო­ნე­ბა ეხე­ბა 1907 წლამ­დე პე­რი­ოდს.

და მა­ინც, ვი­ღაც ფიქ­რობს, რა­ტომ გა­წი­რავ­და ილი­ას ის კა­ცი, რომ­ლის პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბი სწო­რედ ილი­ამ დას­ტამ­ბა “ივე­რი­ის” ფურ­ც­ლებ­ზე? ვი­სურ­ვებ­დი, და­ფიქ­რ­დეს შემ­დეგ­ზე: საფ­რან­გე­თის დი­დი რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, 4 წლი­სა და 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­რე­ვო­ლუ­ციო ტრი­ბუ­ნებ­მა სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს 19 000 კა­ცი.

XVIII სა­უ­კუ­ნის ინ­გ­ლის­ში, ელი­სა­ბე­დის მე­ფო­ბის 45 წლის მან­ძილ­ზე, სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს 18 000 კა­ცი.

მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იმა­ვე ინ­გ­ლის­ში 1810-1826წ.წ. სიკ­ვ­დი­ლით და­ი­სა­ჯა 15 652 კა­ცი.

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბი კლე­ბუ­ლობს. მაგ. ინ­გ­ლის­ში 1888 წელს 36 გა­ნა­ჩე­ნი­დან სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს 22. საფ­რან­გეთ­ში 1881-1890 წლებ­ში სულ 84 გა­ნა­ჩე­ნი­დან აღას­რუ­ლეს მხო­ლოდ 4. თვით რუ­სეთ­ში მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ და­ნა­შა­ულ­ზე 1868-1891 წლებ­ში 134 გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს. 1891-1900 წლებ­ში 126 გა­ნა­ჩე­ნი (მო­ნა­ცე­მე­ბი იხ. ჟურნ. “კა­ტორ­ღა და ციმ­ბი­რი”, 1924წ. ¹1 გვ. 48)

XX სა­უ­კუ­ნე­ში, სტა­ლი­ნის მე­ფო­ბის პირ­ველ­სა­ვე წელს, მცი­რე­რიცხო­ვან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხო­ლოდ 1924 წელს სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს 15 000 კა­ცი.

ეპო­ქე­ბის და მშრა­ლი ციფ­რის შე­და­რე­ბი­სას გა­მოკ­ვე­თილ ტრა­გი­კულ ში­ნა­არსს, გაგ­რ­ძე­ლე­ბა აღარც კი უნ­და სჭირ­დე­ბო­დეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ სჭირ­დე­ბა ამ ყი­ა­მეთ­გა­მოვ­ლილ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

კი, ჯუ­ღაშ­ვილ­მა იცო­და ილი­ას ფა­სი, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით მას თა­ვი­სი პირ­ვე­ლი თა­ნა­მეცხედ­რე უყ­ვარ­და. იმ­დე­ნად უყ­ვარ­და, რომ სწო­რედ 1907 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­ცა მის ახალ­გაზ­რ­და ცოლს, სვა­ნი­ძის ქალს მარ­ხავ­დ­ნენ, ჯუ­ღაშ­ვი­ლი კუ­ბოს ჩაყ­ვა და ზე­ვით ძლივს ამო­ათ­რი­ეს (სხვა­თა შო­რის, ამ ამ­ბავს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იოსებ ირე­მაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც საფ­ლავ­ზე სტა­ლი­ნის გვერ­დით იდ­გა). მე­რე­და, გა­ნა ამ სიყ­ვა­რულ­მა ხე­ლი შე­უ­შა­ლა იმა­ში, რომ, რო­ცა სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, მთე­ლი ოჯა­ხი და­ეხ­ვ­რი­ტა მე­უღ­ლი­სა? არც მე­ო­რე ცო­ლი ალი­ლუ­ე­ვა სძულ­და. იმის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც დახ­ვ­რი­ტეს.

ამ ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ (ათე­ულ მი­ლი­ო­ნო­ბით საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნის და­ხოც­ვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ეს ხომ მის­თ­ვის სტა­ტის­ტი­კა იყო) რა­ტომ არ და­ვი­ჯე­როთ ეს სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც მონ­ტე­ფი­ო­რეს მოჰ­ყავს თა­ვის წიგ­ნ­ში? კა­მე­ნევ­მა სტა­ლინს მა­კი­ა­ვე­ლის “მთა­ვა­რი” მის­ცა, რაც ნაკ­ლე­ბად კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო იმის­თ­ვის, ვი­საც ისე­დაც მა­კი­ა­ვე­ლის­ტუ­რი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და. ხმა­უ­რი­ან სა­დილ­ზე კა­მე­ნევ­მა ყვე­ლას სთხო­ვა, მათ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ე­ყო­ლათ. ზო­გი­ერ­თ­მა ქა­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. შემ­დეგ სტა­ლი­ნის ჯე­რი დად­გა და თქვა: “ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მსხვერ­პ­ლის შერ­ჩე­ვა, უმოწყა­ლო შუ­რის­ძი­ე­ბის სწრა­ფი და­გეგ­მ­ვა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და შემ­დეგ მშვი­დად და­ძი­ნე­ბაა”.

და­ბო­ლოს, “გა­და­ხა­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლო”, – ეს ხომ სტა­ლი­ნის ფრა­ზაა შა­ვით თეთ­რ­ზე და­წე­რი­ლი?

არა, თუ დას­ჭირ­დე­ბო­და ილი­ას რა­ტომ ვერ გა­წი­რავ­და? ცალ­კე­ულ მკვლე­ვარ­თა აზ­რი შე­სა­ხებ იმი­სა, რომ სტა­ლი­ნი ილი­ას მკვლე­ლო­ბის დროს ბა­ქო­ში იყო, არა­ფერს ნიშ­ნავს. ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, არა­ნა­ირ ალიბს ეს არ წარ­მო­ად­გენს.

ალი­ბი მა­შინ იქ­ნე­ბო­და, ვინ­მე რომ წერ­დეს, ბერ­დენ­კა პი­რა­დად მას ეკა­ვა ხელ­შიო.

გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ბა­ქო­შიც შე­იძ­ლე­ბო­და. ესეც არ იყოს, სტა­ლი­ნი ყრი­ლო­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწო­რედ 4 ივ­ნისს დაბ­რუნ­და. ის პი­რად­პირ ბა­ქო­ში არ ჩა­სუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი ბი­ოგ­რა­ფე­ბი ამას მა­ლა­ვენ, ფაქ­ტია, რომ მე­უღ­ლე სწო­რედ ზაფხულ­ში წა­იყ­ვა­ნა თბი­ლი­სი­დან ბა­ქო­ში. ის აქ იყო ივ­ნის­ში კა­მოს მი­ერ 250 000 მა­ნე­თის გა­ტა­ცე­ბის დროს. ტე­რო­რისტ კუპ­რე­იშ­ვი­ლის ცნო­ბით, ამ ძარ­ც­ვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ჩვენ არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ გვაქვს სტა­ლი­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ მი­სი გა­მო­რიცხ­ვა მხო­ლოდ ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, თუ ის არ იყო ფი­ლი­პეს­თან, ცხა­კა­ი­ას­თან, ბო­ჭო­რი­ძეს­თან, შა­უ­მი­ან­თან, და­ვი­თაშ­ვილ­თან ერ­თად მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი (ნა­ნე­იშ­ვი­ლი 6-7 კაცს ასა­ხე­ლებს. თუ მეშ­ვი­დეც ჰყავ­დათ, ეს უნ­და იყოს სპან­და­რი­ა­ნი, სტა­ლი­ნის გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი და ტე­რო­რის­ტი, V ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტი), ხო­ლო ცხა­კა­ი­ას შემ­დეგ, მთლად ამ კო­მი­ტე­ტის ლი­დე­რი… ფაქ­ტია, რომ იყო. ფაქ­ტია ის, რომ პარ­ტი­უ­ლი მკვლე­ლო­ბა მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ხდე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით V ყრი­ლო­ბის შემ­დეგ.

მაგ­რამ არის ერ­თი მაგ­რამ, რა­საც ახ­ლა მო­გახ­სე­ნებთ, ეს ჩვე­ნი აზ­რია და არა ფაქ­ტი. არც სტა­ლინს, არც მა­ხა­რა­ძეს და მა­თი კო­მი­ტე­ტის არ­ცერთ წევრს, ძა­ლი­ა­ნაც რომ სდო­მო­დათ, ილი­ას მოკ­ვ­ლა ხელს არ აძ­ლევ­დათ. 13 ივ­ნი­სის ექ­ს­პ­როპ­რი­ა­ცი­ის შემ­დეგ, სტა­ლი­ნის პარ­ტი­ი­დან გა­რიცხ­ვის სა­კითხის დას­მის შემ­დეგ, და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში მე-3 სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნე­ბი უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ილი­ა­ზე ხე­ლის აღ­მარ­თ­ვა პო­ლი­ტი­კურ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბას ნიშ­ნავ­და. ამას მიხ­ვ­დ­ნენ მენ­შე­ვი­კე­ბი. ამი­ტომ იყო მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თის – “ჩვე­ნი გზა”, თით­ქ­მის ყვე­ლა ნო­მე­რი პირ­ველ გვერ­დ­ზე რე­დაქ­ცი­ის სამ­გ­ლო­ვი­ა­რო გან­ცხა­დე­ბას რომ ბეჭ­დავ­და.

ამი­ტომ იყო, ბოლ­შე­ვი­კე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის დად­გე­ნი­ლე­ბას რომ არ და­ე­მორ­ჩი­ლენ და დაკ­რ­ძალ­ვა­ზე სიტყ­ვაც წარ­მოთ­ქ­ვეს კარ­ლო ჩხე­ი­ძემ და ვლა­სა მგე­ლა­ძემ.

ამი­ტომ იყო, მენ­შე­ვი­კე­ბი გა­აფ­რ­თე­ბულ­ნი რომ იცავ­დ­ნენ თავს და იცავ­დ­ნენ ბოლ­შე­ვი­კებ­საც – ილია ჩვენ არ მოგ­ვიკ­ლავ­სო… სულ მა­ლე არ­ჩევ­ნებ­ზე გას­ვ­ლა ელო­დათ.

მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ ილი­ას მკვლე­ლო­ბი­დან თვე ნა­ხევ­რის შემ­დეგ მე-3 სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნე­ბი ისევ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა მო­ი­გეს!

და მი­ანც, თუ ბოლ­შე­ვი­კებ­მა 1905 წელს ვერ მოჰ­კ­ლეს ილია, მხო­ლოდ იმის გა­მო, უცხო­ეთ­ში სა­ხე­ლი გაგ­ვიტყ­დე­ბა, რად­გან უცხო­ეთ­ში ილი­ას დე­მოკ­რა­ტად და დიდ მწერ­ლად იც­ნო­ბე­ნო, გა­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო საბ­ჭოს წევ­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ უცხო­ეთ­ში უფ­რო ცნო­ბი­ლი არ გახ­და ჭავ­ჭა­ვა­ძე?

ახ­ლა რა­ტომ გა­ეხ­ვია პარ­ტია ამ სკან­დალ­ში?



შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა მე-2 სა­ხელ­მ­წი­ფო სა­თათ­ბი­როს გა­რეკ­ვის გა­მო, რო­ცა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რატ­თა­გან ბევ­რი და­პა­ტიმ­რე­ბულ იქ­ნა კი­დეც. აკი წი­ნას­წარ იმუქ­რე­ბოდ­ნენ – ამო­ნა­რი­დი ერ­თი წე­რი­ლი­დან, სა­თა­უ­რით “შეთ­ქ­მუ­ლე­ბა მზად­დე­ბა”: “თა­ვად-აზ­ნა­უ­რო­ბას უნ­და დუ­მის გა­რეკ­ვა. რუ­სე­თის სა­ხე­ლო­ვან წო­დე­ბას ამ მზა­დე­ბა­ში ერ­თი რამ ავიწყ­დე­ბა. სა­ხელ­დობრ ის, რომ მა­თი გულ­მოდ­გი­ნე­ბის წყა­ლო­ბით ხე­ლახ­ლა და­ბე­რავს მა­თი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი, დღეს მიწყ­ნა­რე­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის გრი­გა­ლი. მაშ, დაე, ეცად­ნონ თა­ვად-აზ­ნა­უ­რებ­მა”. (გაზ. “ლახ­ვა­რი”, ¹2, 1907წ. 9 აპ­რი­ლი).


ილია თა­ვა­დი იყო და თან სა­ხელ­მ­წი­ფო საბ­ჭოს წევ­რი, საბ­ჭო­ში ახ­ლოს იყო კა­დე­ტებ­თან, რომ­ლებ­საც ამ მუ­ქა­რის ავ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ სა­თათ­ბი­როს გა­რეკ­ვის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბად. მაგ­რამ სა­თათ­ბი­როს გა­რეკ­ვი­სა და მი­სი წევ­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო, არა მგო­ნია, ილი­ა­ზე ეძი­ათ შუ­რი. ჯერ ერ­თი, პი­რა­დად ილია სა­თათ­ბი­როს გა­რეკ­ვას­თან რა კავ­შირ­ში იყო და მე­ო­რეც, მა­შინ შუ­რი მენ­შე­ვი­კებს უნ­და ეძი­ათ, რად­გან ამ ორ­გა­ნო­ში ისი­ნი მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ და ისი­ნი და­ი­ჭი­რეს სა­თათ­ბი­როს დათხოვ­ნის შემ­დეგ.

ჩე­მი ფიქ­რით, ბოლ­შე­ვი­კე­ბი ამ­ჯე­რა­დაც იმ კაც­თან შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, ან იმ კა­ცის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღეს, ვის შე­სა­ხე­ბაც 1870 წლის მოვ­ლე­ნე­ბის აღ­წე­რი­სას ვწერ­დი, სწო­რედ ამ წე­ლი­წადს და­ი­ბა­და ილი­ას მთა­ვა­რი მკვლე­ლი-მეთ­ქი. ეს იყო ვლა­დი­მერ ილი­ას ძე ული­ა­ნო­ვი – ლე­ნი­ნი!

შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ ილია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბის უკა­ნას­კ­ნე­ლი მსხვერ­პ­ლი იყო მე­ფის რუ­სე­თის დრო­ში.

მე-5 ყრი­ლო­ბამ ექ­ს­პ­როპ­რი­ა­ცია და თვით­მოქ­მე­დე­ბა კი აკ­რ­ძა­ლა, მაგ­რამ და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა გა­მო­უცხა­და კლას­თა ბრძო­ლის უარ­მ­ყო­ფე­ლებს და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს. ეს რე­ზო­ლუ­ცია პი­რა­დად ლე­ნი­ნის ხე­ლით და­ი­წე­რა.

ვინ უარ­ყოფ­და კლას­თა ბრძო­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რუ­სეთ­ში ლევ ტოლ­ს­ტოი. ერ­თის­თ­ვი­საც კლას­თა ბრძო­ლის თე­ო­რია კუ­დი­ა­ნე­ბის თე­ო­რია იყო და მე­ო­რეს­თ­ვი­საც.

ორი­ვე ერ­თ­ნა­ირ დღე­ში ჰყავთ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებს იმ აზ­რით, რომ ფულს ორი­ვეს­გან მო­ითხო­ვენ. ილია არ აძ­ლევს, არ აქვს ეს ფუ­ლი. ტოლ­ს­ტოი გა­ზე­თით გა­მო­უცხა­დებს, მე დი­დი ხა­ნია სა­კუთ­რე­ბა­ზე ხე­ლი ავი­ღე, თუ ეს ტყუ­ი­ლი გგო­ნი­ათ, ასე­თი მატყუ­ა­რის ფუ­ლი რად გინ­და­თო. (ტოლ­ს­ტო­ი­სე­ბუ­რი გე­ნი­ა­ლუ­რი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბა).

ქარ­თ­ველ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა ილია მოკ­ლეს, ერ­თი თვის შემ­დეგ რუ­სებ­მა ტოლ­ს­ტოი ვერ გა­ი­მე­ტეს, მაგ­რამ მის სახლს თო­ფე­ბი და­უ­ში­ნეს.

ვინ იყო ყვე­ლა­ზე დი­დი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი, ამ სიტყ­ვის სა­უ­კე­თე­სო გა­გე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

კა­დე­ტებ­სა და პო­ლო­ნელ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს ლე­ნი­ნი დუჟ­მო­რე­უ­ლი ახ­სე­ნებ­და ყრი­ლო­ბა­ზე და მათ­თან და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლას ითხოვ­და. ილია სა­ხელ­მ­წი­ფო საბ­ჭო­ში სწო­რედ კა­დე­ტებ­თან, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად მოღ­ვა­წე­ობ­და. არ­ცერ­თი ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლის­ტი, თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლურ ლი­დერს სა­სიკ­ვ­დი­ლოდ არ იმე­ტებ­და და არც თა­ვი­სი ქვეყ­ნის სე­პა­რა­ტის­ტულ მის­წ­რა­ფე­ბებს ებ­რ­ძო­და ისე თავ­გა­მე­ტე­ბით, რო­გორც ამას ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი სჩა­დი­ოდ­ნენ. ქარ­თ­ველ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა ვა­ლი მო­ი­ხა­დეს ახა­ლი დრო­ის ჩინ­გიზ ხა­ნის, სი­ბირ­ს­კე­ლი ული­ა­ნო­ვის წი­ნა­შე და მას­თან შე­თან­ხ­მე­ბით თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლეს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის მედ­რო­შე.

თუმ­ცა, რო­ცა ვამ­ბობთ, ქარ­თ­ველ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა, მგო­ნია, რომ ვცო­დავთ სიტყ­ვა “ქარ­თ­ვე­ლის” წი­ნა­შე. ესე­ნი ხომ თა­ვად უარ­ყოფ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლო­ბა­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლო­საც რო­გორც სამ­შობ­ლოს. 10 წე­ლი­წა­დი ბოლ­შე­ვი­კე­ბის უხუ­ცეს­მა ბე­ლად­მა მი­ხა ცხა­კა­ი­ამ უცხო­ეთ­ში გა­ა­ტა­რა. მოხ­და მი­სი ოც­ნე­ბის რე­ვო­ლუ­ცია და უკან ბრუნ­დე­ბა.

კითხ­ვა­ზე, სამ­შობ­ლო­ში მი­დი­ხარ­თო? – ის პა­ტი­ოს­ნად პა­სუ­ხობს.

- მე მივ­დი­ვარ კოს­მო­სის ერ­თი წერ­ტი­ლი­დან მე­ო­რე­ში!..

ამათ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო, სამ­შობ­ლო კოს­მო­სის ერ­თი წერ­ტი­ლი იყო.

ილი­ას­თ­ვის – სი­ცოცხ­ლე და ბე­დის­წე­რა.

ეს ბე­დის­წე­რა ზოგ­ჯერ გათ­ქ­მე­ვი­ნებს, – “მა­შა რა­ი­სათ­ვის ცოცხალ ვართ?” და თავს გა­გა­წირ­ვი­ნებს.

კოს­მო­სის მხო­ლოდ ერთ წერ­ტი­ლად სამ­შობ­ლოს შეგ­რ­ძ­ნე­ბა კი “პა­ტარ-პა­ტა­რა” საზ­რუ­ნა­ვი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებს.

წამ­კითხ­ვე­ლო, “შე­ნა გწადს აწ რო­მე­ლი­თა?”

ბო­ლოთ­ქ­მა

რო­ცა დი­დი ილი­ას სუ­ლი­ერ მემ­კ­ვიდ­რეს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს კრძა­ლავ­დ­ნენ, შემ­თხ­ვე­ვით თბი­ლისს ხევ­სურ­ნიც ყო­ფი­ლან. დამ­წუხ­რე­ბულ ზღვა ხალ­ხის და­ნახ­ვა­ზე, გა­ო­ცე­ბუ­ლებს უკითხავთ, ვის გლო­ვობს ქარ­თ­ვე­ლი ერიო?

აუხ­ს­ნეს.

მაშ, ჩვე­ნი მე­ფე მომ­კ­ვ­და­რაო, თქვეს ხევ­სუ­რებ­მა. მი­ვიდ­ნენ და თავ­თით და­უდ­გ­ნენ ცხე­დარს. შინ­სახ­კო­მე­ლებს უთ­ქ­ვამთ, აქ გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბაო.

არც გა­ჩე­რე­ბუ­ლან…

იქი­დან რომ არ და­ეთხო­ვათ, ხევ­სუ­რე­ბი, შე­უ­ჩე­რებ­ლივ გარს უვ­ლიდ­ნენ ძვირ­ფას ნეშტს.

ერ­თი ემიგ­რან­ტი პო­ე­ტის არ იყოს, იმ მთის ჯვა­როს­ნე­ბი­ვით მუდ­მი­ვად უნ­და ვი­ა­როთ ილი­ას გარ­შე­მო. აწ უკ­ვე დე­და ეკ­ლე­სი­ის მი­ერ წმინ­და­ნად შე­რაცხილ მგოს­ნის ირ­გ­ვ­ლივ.

ვი­ღაც მად­ლი­ანს ერთ ფო­ტო­სუ­რათ­ზე ილია ასე აღუ­ბეჭ­დავს – სუ­ლი­ე­რი მა­მა ერი­სა გან­მარ­ტო­ე­ბით დგას, მარ­ცხე­ნა ხე­ლი შე­უ­მარ­თავს და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით ვი­ღა­ცას უხ­მობს.

ის გვიხ­მობს ჩვენ!

წყარო: ჰტტპ://24საატი.გე

No comments:

Post a Comment