მარიამ ღვთისმშობელი და ისა ( იესო), არაბული მინიატურა |
მე უკვე გითხარით რომ გოლგოთა ქრისტესთვის დაიწყო მისი დაბადების მომენტიდან. დაბადებისა როდესაც ის შემოვიდა ბოროტებით სავსე ჩვენს სამყაროში. ბოროტებასთან ეს შეხება მუდმივი ტანჯვა იყო მისთვის. ამ ტანჯვისაგან ის ზოგჯერ ოხრავდა კიდეც, როგორც ესაა მარეკოზის სახარებაში : « ო ურწმუნო და გარყვნილო გვარო, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან, როდემდე უნდა ავიტანო თქვენგან?». ეს ამოხეთქა ადამიანურმა გრძნობამ. მას უმძიმდა, ის იტანჯებოდა, სწორედ ეს იყო მისი ჯვარი და ქრისტიანობა ადამიანებს უნდა მიეღოთ თავისუფლად და
ნებაყოფლობით. ღოდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა გადააქცია სახელმწიფო რელიგიად გაქრისტიანება მომგებიანი გახდა ვინაიდან ქრისტიანები იყვნენ თვითონ იმპერატორი და მისი ამალა. ეს კი სულ სხვა ვითარებაა. იესო მოვიდა პატარა, ყველასთვის უცნობი ქალაქიდან. მას მხარს არ უჭერდნენ ავტორიტეტულ მოძღვართა სკოლები, მის გარემოცვაში არ იყვნენ გავლენიანი პირები. ის უბრალოდ იყო მასწავლებელი ნაზარეთიდან. და მისი როგორც მასწავლებლის მისაღებად საჭირო იყო მისი სიტყვების მოსმენა, ამ სიტყვების მარადიული, წმინდა მნიშვნელობის გაგება. და მაშინ იხსნებოდა მისი ღვთაებრივი საიდუმლო.
არაა შემთხვევითი რომ ეს საიდუმლო მოწაფეებისთვის არ გაუხსნია თავიდანვე, არც გაუხსნია, უბრალოდ ის თვითონ გაიხსნა საკვირველ გარემოებებში.
გახსოვთ რომ მიწიერი დიდება ქრისტესთან მოვიდა მაშინ როდესაც მან გაამრავლა პური და დააპურა მშივრები. მაშინ ბრბომ გადაწყვიტა მისი გამოცხადება თავისი აჯანყების ბელადად, მეფედ, თანაც გამოცხადება ძალით, მისი ნების საწინააღმდეგოდ.იIესო ქრისტე მათ გაექცა, გაქრა იმდენად სწრაფად რომ წყალზე გაიარა რომ გაქცეოდა მათ. თქვენ რა თქმა უნდა გახსოვთ წყალზე სიარულის სახარებისეული ეპიზოდი. და ბევრი მსჯელობს შეეძლო თუ არა იესო ქრისტეს წყალზე სიარული. არის მოწმობები რომ ეს შეუძლიათ ზოგ წმინდა მოღვაწესაც, არაქრისტიანსაც და არა მარტო ქრისტეს. საქმე სულაც არაა ამაში. უფალმა წყალზე გაიარა იმიტომ რომ ხელში არ ჩავარდნოდა ბრბოს და არა თავისი ძალის საჩვენებლად. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ ცნობილ ადგილს. საღამო. ადამიანები გაჩერდნენ: « აი ჩვენი ბელადი». იესო ჩუმად ეუბნება თავის მოწაფეებს :
« დასხედით ნავში და გასცურეთ მეორე ნაპირისკენ». ისინი მიდიან და იესო თითქოს რჩება ხალხთან. მხიარული ბრბო ანთებს კოცონებს, ღამდება. იესო ადის მთაზე სალოცავად და როდესაც უკვე აღარავინ ეჭვობს ჩამოდის, სწრაფად მიდის და წყალზე გავლით ეწევა მოწაფეებს. ეს იყო გაქცევის ფორმა. მას არ სჭირდებოდა მეფის გვირგვინი, მიწიერი ძალა და დიდება. მისი ძალა სხვა რამეში იყო.
როდესაც მას მოუხდა იზრაელიდან წასვლა ის მოგზაურობდა მეზობელ ფინიკიაში, თანამედროვე ლიბანში და იქიდან დაბრუნებულმა მან ერთხელ ჰკითხა მოწაფეებს: « ვინ ვარ მე ადამიანთა აზრით?» მათ თქვეს რომ მას თვლიან წინასწარმეტყველად, კიდევ ვიღაცად. და სიმონ პეტრემ ყველას მაგივრად უპასუხა : « შენ ხარ ქრისტე- ცოცხალი ღმერთის შვილი».
რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა : შენ დაიღალე, შენი ფეხები და ტანისამოსი მტვრიანია. შენ დევნილი ხარ, შენ მარტო გვირგვინი კი არა სახლიც არ გაქვს. ფრინველებს აქვთ ბუდეები, მელიებს-ბუნაგები, შენ, ადამიანის შვილს კი არა გაქვს თავის დასადები ადგილი. შენ უარგყვეს რელიგიურმა მასწავლებლებმა და ბრძენებმა. შენ დაგცინიან მდიდრები და მმართველები. არამდგრადი ბრბო შენზე სხვადასხვანაირად მსჯელობს. შენ ალბათ უკვე დამარცხდი. შენ იყავი მშობლიურ ქალაქში, ნაზარეთში, საიდანაც გაგაგდეს და კინაღამ მოისურვეს შენი მოკვლა. შენ წახვედი სანაპირო ქალაქებიდან, კაპერნაუმიდან და ხორაზინიდან, რომელთაც ვერ გაიგეს შენი სიტყვა. შენ ხარ დამარცხებული და საშინლად დამარცხებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გიღებთ როგორც მეფეს, როგორც მესიას, როგორც ცოცხალი ღმერთის შვილს.
მოციქული პეტრეს გმირობა არის სწორედ იმაში რომ მან ქრისტეში მესია აღიარა არა მისი ზეიმის, თუნდაც დროებითის, არამედ ყველაზე მწარე მარტოობის და დევნილობის დროს. და იმიტომ უთხრა მას მაცხოვარმა: «ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას შვილო, ვინაიდან ეს შენ გაგიხსნა არა ადამიანმა არამედ მამაზეციერმა».
«რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა». « რა ზეციდან ჩამოვიდა უფალი, რატომ ჩამოვიდა- განა ღმერთი ყველგან არაა?» მე უკვე გითხარით რომ ცა არის ღვთაებრივის, უსასრულოს უდიდესი ხილული სიმბოლო. ის უსასრულობიდან მოვიდა სასრულში, ჩვენ სასრულში.
«და ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა» რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას რომ ის განკაცდა და იქცა ნამდვილ ადამიანად და რომ მარიამი კაცობრიობის დიდ ოჯახში არის ის ვინც გვაკავშირებს, ხორციელად გვანათესავებს იესო ქრისტესთან. ისინი ვინც პირველად გადაშალა სახარება გაკვირვებულები არიან იმით რომ იქ მოყვანილია სახელების გრძელი სიები. ქრისტეს ეს გენეალოგია მოცემულია ბიბლიურ წინაპრებთან და მეფეებთან, მაგრამ აგრეთვე ჩვენთან მისი კავშირის საჩვენებლად. იესო ქრისტეს აქვს ადამიანური გენეალოგია, ის ჩვენი ძმაა სისხლით, ადამიანური სისხლით, ის განკაცდა ქალწული მარიამისგან.
ქალწული მარიამის ადგილი უნიკალურია საეკლესიო ცნობიერებაში, ჩვენს ღვთისმსახურებაში და საეკლესიო ხელოვნებაში. და მასზე რა თქმა უნდა იქმნებოდა ლეგენდები, თქმულებები. მის სახეს ამკობდნენ ისევე როგორც ძვირფასი ქვებით ამკობდნენ მის ხატებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, მოსკოვის, პეტერბურგის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების, პარიზის თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქის ეკლესიებში.
მაგრამ რატომაა აქ ქალწული? რატომ უნდა დაბადებულიყო ქრისტე ქალწულისაგან? დაფიქრდით და მიხვდებით რომ ღმერთკაცის დედად შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ განსაკუთრებული სული, განსაკუთრებული პიროვნება . თავისი რელიგიურობით, თავისი სულიერი დონით ის მეტი უნდა ყოფილიყო მანამდე მცხოვრებ ყველა ადამიანზე. მაშ მისი მისწრაფება ღმერთისკენ იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო რომ წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო ამ სიყვარულის ნაწილის დათმობა სხვისთვის.
ჩვენ ვიცით რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი საუკუნეებიდან ჩვენს საუკუნემდე იყო მრავალი გამოჩენილი ქალი რომლებიც თავის სულს უძღვნიდნენ შემოქმედს და ადამიანებს. ისინი უარს ამბობდნენ ოჯახზე, სახლზე, სიცოცხლეზეც კი იმისთვის რომ უფალთან ყოფილიყვნენ მთელი არსებით. და ნუთუ მისი დედა ამ ქალებზე ნაკლები იყო? მეტი, რა თქმა უნდა, მეტი. და თუ ეს ასეა მისი გაჩენა რა თქმა უნდა უმწიკვლო უნდა ყოფლიყო, ის გაჩენილიყო ქალწულისაგან.
რაც შეეხება ბუნების კანონებს, ვფიქრობ რომ დღეს არ არის და არასოდეს არ იქნება ბუნების ყველა კანონის მცოდნე და ამა თუ იმ სასწაულებრივი ფენომენის უარყოფის შემძლე ადამიანი. საკმარისია გავიხსენოთ სამყაროს ზომები. ამდენად ჩვენ არა გვაქვს შემოქმედის ძალაუფლების შეზღუდვის არავითარი უფლება. ბავშვი დაიბადა სულიწმინდით და რა არის არის ეს? სულიწმინდა მოქმედებს
უკვე ძველ აღთქმაში. ჩვენ ვხედავთ რომ წინასწარმეტყველი ლაპარაკობს სულის ძალით, ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს სული ღმერთის მიერ გამოგზავნილ მეფეზე. ესაა შინაგანი გადატრიალება. ეს სრულებით განუმეორებელი გამოცდილებაა. ამიტომ ღმერთკაცის გაჩენისას განსაკუთრებით უნდა ემოქმედა კაცობრიობაში უკვე არაერთხელ შესულ სულს.
«ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე». რატომ მოხვდა სარწმუნოების სიმბოლოს სტრიქონებში ძველი სამყაროს ეს ჩვეულებრივი მოხელე , იშვიათად სულმდაბალი ადამიანი რომელსაც მრავალი დაუსჯია სიკვდილით გასამართლების გარეშე და თავისი მმართველობის მანძილზე მხოლოდ აღშფოთებას იწვევდა? ეს არაა შემთხვევითი. აქ არაფერია შემთხვევითი. შაქმე იმაშია რომ ძველი სამყარო არ იცნობდა ერთ კალენდარს, ერთ წელთაღრიცხვას. ვთქვათ რომში ითვლიდნენ ქალაქის დაარსებიდან, საბერძნეთში-ოლიმპიური თამაშებით, აღმოსავლეთში-მეფეებით და ა.შ. ამიტომ მითითება ამ ადამიანზე, პონტოელ პილატეზე, არის მითითება წერტილზე ისტორიაში: რომ ქრისტე გაჩნდა არა ადამიანების წარმოდგენაში, არა მითოლოგიურ დროში არამედ კონკრეტულ ისტორიულ და გეოგრაფიულ წერტილში, იუდეის მეხუთე პროკურატორ პონტიუს პილატეს დროს ( როგორც დღეს ცნობილია ის მართავდა ა.წ. 27-37 წლებში).
« ივნო და დაეფლა». როდესაც ვლაფარაკობთ ქრისტეს ტანჯვა-
-წამებაზე უნებურად ვფიქრობთ : ხომ იტანჯებოდნენ წამებულნი, ხომ იღუპებოდნენ ისინი ჯვრებზე, კოცონებზე, წამების დროს? რატომ გვაძრწუნებს და გვაწუხებს განსაკუთრებით მისი ტანჯვა?
გამორიცხულია რომ აქ ყოფილიყო უბრალოდ ხორცის ტანჯვა,მაშინაც კი თუ წარმოვიდგენთ რომ იესო ნაზარეველი უბრალოდ ადამიანია: კიდევ ერთხელ ვიფიქროთ : განა ის უფრო სუსტია ვიდრე მისი მიმდევარი იან ჰუსი რომელიც უშიშრად ავიდა ეშაფოტზე, ათობით სხვებზე უფრო სუსტია? ეს წარმოუდგენელია. მაშ ამ შემთხვევაში რატომ არაა უდიდესი მასწავლებელი სოკრატე- ისიც ხომ უშიშრად მოკვდა. ის უკვე მოხუცი იყო, მაგრამ თქვენ იცით რომ სიბერე არ სპობს სიკვდილის მიუღებლობას. არავის უნდა სიკვდილი ასაკის მიუხედავად. ესე იგი საქმე სულ სხვა რამეშია. ღირს ამაზე დაფიქრება.
ქრისტეს ტანჯვა ცდუნებაა. ამიტომ ამბობს მახარებელი რომ სატანამ ის დროებით მიატოვა: სატანა ქრისტეს აცდუნებდა მისი გზის დასაწყისში და ეხლა ისევ აცდუნებს. და როდესაც ქრისტე ამბობს «ამარიდე თასი», ის ლაპარაკობს არა უბრალოდ აგონიის მოკლე წუთებზე, არა უბრალოდ წამების ღამეზე. თუ კი კარგად დაფიქრდებით მიხვდებით რომ ასე არაა, რომ ქრისტე, ვიმეორებ, წმინდა ადამიანურად, შეუდარებლად მამაცი უნდა ყოფილიყო. ესე იგი აქაა რაღაც საიდუმლო. ის მდგომარეობს იმაში რომ ქრისტემ ამ დროს თავის თავზე აიღო მთელი ადამიანური ბოროტება, კაცობრიობაში დაგროვილი მთელი ბოროტება. მასში მოხდა კონცენტრაცია შავი ღრუბლისა რომელიც ათასწლეულების მანძილზე იკრიბებოდა ცოდვილი კაცობრიობის თავზე. ქრისტეს როგორც ადამიანს შეეძლო ამის მიღება, შეეუძლო უარყოფაც. ამას გარდა მას უნდა ეგრძნო რომ ამას არ ელოდა ადამიანებისაგან.
ღოგორც თქვა პავლე მოციქულმა ქრისტემ მისი კუთვნილი სიხარულის მაგივრად გადაიტანა ჯვარი, ტანჯვა, ესე იგი ქრისტეს გამოცხადება ადამიანებისთვის უნდა ყოფილიყო კაცობრიობის უდიდესი ზეიმი, მაგრამ მოხდა სხვაგვარად. ამიტომ ის იტანჯება მისი უარმყოფელი კაცობრიობის გამოც. უფრო ღრმად ჩვენ ვეღარ გავბედავთ შეღწევას, მაგრამ ჩვენ ვიცით მხოლოდ ის რომ ეს იყო ღვთაებრივი ტანჯვა, რომ ადამიანურ საწყისს ქრისტეში ყველაფერი ვაჟკაცურად უნდა მიეღო.მის ღვთაბერივ ნებას უნდა მიეღო ის რაც უცხოა ღვთაებისთვის: ბოროტება და წყვდიადი. « ის დაიჭრა ჩვენი ცოდვების, ჩვენი უკანონობის გამო, ის დაისაჯა და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ», ამბობს ძველი წინასწარმეტყველი. აი ეს ხდებოდა ქრისტეს ტანჯვაში.
« და აღსდგა მესამე დღესა, მსგავსად წერილისა». გამოთქმა «მსგავსად წერილისა» ეხება როგორც აღდგომას ისე ტანჯვას და დაკრძალვას.
« და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა». ისევ ვიმეორებ რომ ჩვენს წინაშეა ხატი, სიმბოლო. ქრისტეს ამაღლება არაა მისი ფრენა. ოციოდე წლის წინ დისკუსია გვქონდა ღვთისმეტყველებთან. ამაღლების რაღაცნაირად ახსნის მცდელობისას ერთი ღვთისმეტყველი ამბობდა რომ ქრისტემ გაიარა ატმოსფეროს ყველა ფენა რათა ეკურთხა კოსმოსი. ჩემი ფიქრით არ უნდა იყოს აზრიანი ასეთი გაგება. ამაღლება ნიშნავდა და ნიშნავს იმას რომ ღმერთკაცის ყოფა სულ სხვანაირი გახდა. ის ისეთივე უნივერსალური და კოსმიური გახდა როგორც ღვთაებრივი ყოფაა.
იესო ნაზარეველი თავის მიწიერ ცხოვრებაში შეზღუდული იყო სივრცეში და დროში. თქვენ გახსოვთ რომ იოანეს სახარებაში ის წავიდა, მას სჭირდებოდა საჭმელი.. და თუ ის იერუსალიმში იყო ესე იგი ის არ ყოფილა ნაზარეთში. აღდგომის შემდეგ კი ის ერთდროულად ყველგანაა, როგორც მან თქვითონ თქვა მოწაფეებთან გამოცხადებისას, « მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე» (მათე 28, 18). « მოცემული მაქვს» ნიშნავს იმას რომ აქამდე არ ჰქონია მოცემული, ეხლა კი ის მართავს მსოფლიოს, მართავს სამყაროს რომელიც იჟღინთება ქრისტეს სულით. შემთხვევით არ ამბობდა ცნობილი თანამედროვე მეცნიერი-ღვთისმეტყველი ტეიარ დე შარდენი კოსმიურ ქრისტეზე, რომ მთელი სამყაროს სხეული იქცა ქრისტეს სხეულად, რომ მთელი ქმნილი მატერიალური სამყარო იქცა მის ხორცად. და ამაშია ამაღლების საიდუმლო. იმიტომ, როდესაც ტეიარ
დე შარდენი იყო ექსპედიციაში უდაბნოში და, იმიტომ რომ მღვდელი იყო და მას უნდა ჩაეტარებინა ლიტურგია, მას კი არ ჰქონდა არც თასი, არც პური და არც ღვინო, ვინაიდან ეს ხდებოდა აზიის სიღრმეში, მონღოლეთში, ის მზის ამოსვლამდე ავიდა ერთ-ერთ შიშველ კლდეზე და სჭვტრედდა თუ როგორ იღვიძებდა სიცოცხლე, როგორ მოდის სინათლე ცარგვალზე, როგორ იღვიძებს უდაბნო, როგორ მიდის მთვარე და განიცდიდა ამ მოვლენებს როგორც კოსმიურ ლიტურგიას. წმინდა ძღვენის მსგავსად ამოდიოდა მზე და ის გრძნობდა რომ ესაა წმინდა ძღვენი. იმიტომ რომ მთელი ქმნილება- ჰაერიც, მთებიც, ცოცხალი არსებებიც გადაიქცევიან ღვთაებრივ სხეულად.
ამიტომაა ჩვენი ევქარისტია კოსმიური სზიდუმლო : იმიტომ რომ პური და ღვინო ბუნებაა. ესაა მიწის წვენებით ნაკვები ყურძნის წვენი. ესაა დაბადების სიმბოლო ხორბალი. ამ დროიდან ჩვენ არა ვართ გულგრილები ბუნების მიმართ.
ეხლა ხშირად ლაპარაკობენ ეკოლოგიურ ეთიკაზე და სამართლიანად ლაპარაკობენ. მაგრამ ეკოლოგიურ ეთიკას სადუძველი ჩაეყრება მხოლოდ მაშინ როდესაც გულით ვიგრძნობთ რომ ბუნება არის ღვთაებრივი სხეული, რომ ქრისტემ აკურთხა ის, აკურთხა ცა და მიწა. მან, ვისაც მიეცა ეს როგორც ძალაუფლება.
და ბოლოს, ის ასრულებს ისტორიას : « და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა...». ეს ისტორიის გარეთაა და უკეთესი იქნება ამაზე მოგვიანებით შეჩერება. ეხლა კი მინდა მხოლოდ გამეორება იმისა რომ ციურთან შეერთების ეს ფრთების შემსხმელი განცდა, რომელიც ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა, ეხლა შესაძლებელია ქრისტეს მეშვეობით. მოციქული პავლე გვეუბნება : « მე არ ვცხოვრობ, მაგრამ ცხოვრობს ჩემში ქრისტე». მისი გული, მისი თვალები, მისი სიყვარული... სწორედ ესაა მთავარი ქრისტიანობისთვის, ქრისტიანის შინაგანი ინდივიდუალური ცხოვრებისთვის. მთავარია ქრისტეს მიღება და მისი სიახლოვის შეგრძნება არის ჩვენი პიროვნებისა და ცხოვრების გარდაქმნის საწინდარი. ის ამბობდა რომ იმას ვისაც სწამს მისი მიეცემა დიდი ძალები. და ეს არაა ფოკუსები, არაა
« ფენომენები», ესაა შინაგანი ძალა რომელიც უნდა აღვზარდოთ ჩვენში და მივიტანოთ სამყაროში. სამყაროს სჭირდებოდა, სჭირდება და მუდამ დასჭირდება ქრისტე და მისი ადამიანებისთვის მიცემა შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ, ვინც ასე თუ ისე მიიღო ქრისტე გულში, ვინც ატარებს მას, ვინც ირეკლავს მის სინათლეს თავის სულში
( გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment