April 23, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-5


   ჩვენ გადავდივართ ღვთაებრივი სულის ანუ ღმერთის სულის საიდუმლოზე. მასზე სარწმუნოების სიმბოლო ლაპარაკობს ასე :
  «და სულიწმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-
-იცემების და რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ».
   და მართლაც, უკვე ძველ აღთქმაში, ძველად,  როდესაც მოღვაწეობისთვის მოწოდებულ ადამიანს მოულოდნელად იპყრობდა იდუმალი ძალა, ის იწყებდა ქადაგებას როგორც დაიწყო ქადაგება დიდმა წინასწარმეტყველმა, მწყემსმა ამოსმა რომელიც
არ ყოფილა არც ღვთისმსახური, არც ტაძრის მსახური და არც ასე ვთქვათ თანამდებობით წინასწარმეტყველი, რომელიც იყო უბრალი მწყემსი და მიწათმოქმედი. ერთხელ მასზე დაეშვა ღმერთის სული და მან დაწერა :

             «ვინ არ შეკრთება როდესაც ლომი ბრდღვინავს, ვინ არ იქნება წინასწარმეტყველი როდესაც ლაპარაკობს ღმერთი».
        ესე იგი ესაა ძალა რომელიც ადამიანს აკეთებინებს იმაზე მეტს რაც შეუძლია ადამიანს.

         როდესაც წარმოვსთქვამთ სიტყვას « სული» ხშირად  ვგულისხმობთ რაღაც უხორცოს, თითქმის უძლურს. პირიქით, ბიბლიის ენაზე ებრაული სიტყვა პეახ ან ბერძნული სიტყვა პნევმა ნიშნავს ძალას, ქარს, ქარიშხალს, სუნთქვას. შუნთქვა კი სიცოცხლეა. სული   სიცოცხლეა, ძალაა.

         ღმერთის ძალა ანუ სულიწმინდა. სიტყვა « წმინდა» არის სიტყვა « ღმერთის» ექვივალენტი. საჭიროა ორი სიტყვით ახსნა. ბიბლიაში, ძველ აღთქმაში,  სიტყვა « წმინდა» გადმოსცემს არა ჩვენს წარმოდგე-
ნას მართალ ადამიანზე არამედ იმას რაც არის  განსაკუთრებული და დგას ამ სამყაროზე მაღლა, წმინდაა, მეტიც, ხელშეუხებელია.  და ამიტომ ამ გაგებით  წმინდა უპირველეს ყოვლისა იყო ღმერთი. ის სხვაა, ის განსხვავდება სამყაროსგან, აბსოლუტურად სხვაა. და ადამიანს უნდა ახსოვდეს რომ  ღმერთი რადიკალურად განსხვავდება ყველაფერი იმისაგან რასაც ჩვენ ვხვდებით.  ასე რომ « ღმერთის სული» იგივეა რაც სულიწმინდა, რეახ კადუშ.   სული უპიროვნო ძალაა? არა. ბიბლიაში ვკითხულობთ რომ როდესაც უფალმა შექმნა სამყარო მიწა უსახური და ცარიელი იყო და უფსკრულზე იყო წყვდიადი  ( წყვდიადი ნიშნავს საწყის, თავდაპირველ მატერიას, სამყაროს თავდაპირველ სტრუქტურებს)  და სული წმინდა თითქოს ქროდა უფსკრულის თავზე. სიტყვა «ქროდა» სინამდვილეში ნიშნავს « ათბობდა». ამ ცნებას ხმარობდნენ როდესაც ლაპარაკობდნენ ფრინველზე რომელიც დაფრინავს მისი ბუდის თავზე, კვერცხებიდან ჩეკავს ან ათბობს თავის წიწილებს. სული ასულდგმულებს, აცოცხლებს სამყაროს.

            ღმერთი როგორც მამა არის ყველაფრის პირველსაფუძველი, ღმერთი როგორც ლოგოსი, როფორც სიტყვა ( იგივე ღმერთი) არის ყველაფრის შემოქმედი, ღმერთი როგორც სული არის მცველი და მუდამ მყოფი, დამხმარე, შემწე ძალა.  და ეს ძალა ნამდვილად ღვთაებრივია, პიროვნულია.

       სულის მოქმედებით გამომავალი წინასწარმეტყველები თვითონ იყვნენ შეძრულნი  იმით რომ მათ ეხსნებათ თვითონ მათთვის მიუწვდომელი და მათი ფიქრებისა და გრძნობების საწინააღმდეგო რამ.  და ხდებოდა ტრაღიკული ბრძოლები, წინასწარმეტყველების ნება ებრძოდა ღმერთის სულის ხმას. ბრძოლები იმიტომ რომ აბსოლუტი არასდროს არ თრგუნავდა, არ შთანთქავდა წინასწარმეტყველის პიროვნებას. წინასწარმეტყველი ღმერთის წინაშე იდგა როგორც პიროვნება ზეპიროვნების წინაშე და აქ ხდებოდა დრამა, ბრძოლა  ნებაყოფლობითი თანხმობისთვის  და ადამიანი იღებს სულიწმინდას.

         განა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ რომ წინასწარმეტყველები მას შემდეგ გაქრნენ? არა.



         საკმარისია გავიხსენოთ რომ XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ერთ-ერთი სახელგანთქმული წმინდანი წმინდა სერაფიმ საროველის თქმით  ქრისტიანის ცხოვრების მთავარი მიზანია მასში ღმერთის სულის მოპოვება. ესე იგი ეს შესაძლებელია ადამიანისთვის. და ჩვენ ვიცნობს დიდ ბრძენებს, მართლებს, მოღვაწეებს. ისინი, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც წერა-კითხვის უცოდინარნი ისე დიდი მწერლები, მოქმედებდნენ როგორც წინასწარმეტყველები რომელთა მეშვეობითაც იხსნებოდა ღმერთის ნება. ისინი ხდებოდნენ ზნეობრივი ძალის, საზოგადოებრივი პროტესტის გიგანტებად, მიდიოდნენ დინების წინააღმდეგ. რა შველოდა მათ?  ღმერთის სულის ზემოქმედება ისტორიაზე.  ალბათ მრავალი თქვენთაგანი იცნობს  ლევ ნიკოლოზის ძე გუმილიოვის ისტორიოსოფიულ კონცეფციას.  მან დააფიქსირა რომ ახალი ეთნოსების, ადამიანთა ახალ წარმონაქმნთა გაჩენა აუცილებლად დაკავშირებულია ეგრეთ წოდებული პასიონარული ჯგუფების გაჩენასთან.
ისინი თითქოს არიან გავარვარებული ეპიცენტრი. ისინი შედგებიან  საფრთხის, სიკვდილის წინაშე უკან არდამხევი, ისტორიის წინსვლა-
-განვითარებისთვის ბიძგის მიმცემი ადამიანებისგან.

                ჩვენ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ესაა ღმერთის სულის იმპულსები. ღმერთის სული იდუმალად და უცნაურად ვლინდება ადამიანთა ნიჭში და უნარში. . ჩვენ ყოველთვის არ გვესმის თუ საიდან მოდის ეს. კაცობრიობის ისტორია მოწმობს რომ დრო და დრო ხალხებს, ცივილიზაციებს, ცალკეულ პიროვნებებს ეძლევათ სულის ეს ძღვენი, ნიჭი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მიიღებენ და განახორციელებენ ისინი ამ ძღვენს. ის შეიძლება სრულებით არასწორად იყოს განხორციელებული.  აქ ადამიანს უნდა ეხმარებოდეს გონებაც, სვინდისიც, ნათელი, ცხადი ცნობიერებაც. ღმერთის სულით შეპყრობილი ადამიანი არაა სომნაბულა, პითია, გაგიჟებული არსება. ღმერთის სული არ თრგუნავს , პირქით,ის ანათლებს გონებას. როდესაც ადამიანი არ აძლევს გასაქანს გონებას და  ფიქრობს რომ  შეიძლება ცხოვრება ირაციონალურად, ინტუიტიურად. ასე ვთქვათ სულიერი პასიონარულობის თავისი ნიჭი მან შეიძლება გაფანტოს, დაღუპოს ან წარმართოს არასწორი მიმართულებით.

        ვფიქრობ რომ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ ხდებოდა ისტორიაში. იყვნენ სხვათა ხსნის, სხვათა შველის იდეით შეპყრობილი ადამიანები. მაგალითად XIX საუკუნის რუსი ევოლუციონერები. მათში უეჭველად იყო პასიონარულობა, მაღალი ზნეობრივი სწრაფვა, მაგრამ ისინი არ დაფიქრებულან იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ამის განხორციელება. ისინი ბრმად გაექანნენ. მათი სწრაფვა იყო ბრმა, უგონო, დამანგრეველი სწრაფვა. « ცულისკენ მოუწოდეთ რუსეთს!»  მოუწოდეს კიდეც ცულისკენ და ამას ჰქონდა დიდად სამწუხარო შედეგი. შემდეგ თვითონ ისინი გადაიქცნენ ახალ სულთამხუთავებად და მონათმფლობელებად.

            ამიტომ სულიერი წვდომა მოითხოვს ფხიზელ ანალიზს. ამიტომ ამბობს მოციქული იოანე: « საყვარელნო!, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღმერთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი მოვიდა ქვეყანაზე». აქ შეიძლება იყოს  სულის ასეთი « ფსევდომორფოზები».

         ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნას და დამახსოვრებას იმისა რომ ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს რომ ის მხოლოდ ხილულად მიდის ამ ქვეყნიდან, რომ ის დაპირდა რომ მის მისიას დედამიწაზე გააგრძელებს ღმერთის სული. ის იქნება თემის, ეკლესიის მოსარჩლე, მეოხი, პარაკლიტი. პარაკლიტი ბერძნულად მეოხს, მოსარჩლეს ნიშნავს, მას ნუგეშისმცემელს უწოდებენ.  « და მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ». ამდენად ეკლესია შეიქმნა ღმერთის სულის ძალით. აქ ჩვენს წინაშეა რთული პრობლემა: რას უნდა ვუწოდოთ ეკლესია? ( საუბრის გაგრძელება და დასასრული იქნება).

No comments:

Post a Comment