December 7, 2011

"ევროპა ცხოვრობს მე-4 რაიხის უღელქვეშ":



ანგელა მერკელი                         
ABC მადრიდი,მანუელ მარტინ ფერან

  წმინდა რომაული გერმანული იმპერიის,პირველი რაიხის სუვერენთა საწინააღმდეგოდ ანგელა მერკელს არ ადგას გვირგვინი თავისი ძალაუფლების და სუვერენიტეტის დასამკვირებლად. მას არ ადგას არც მეორე რაიხის სიმბოლო, ოტო ფონ ბისმარკის სახელგანთქმული წვეტიანი კასკა და არა აქვს არც მესამე რაიხის ადოლფ ჰიტლერის ულვაში. მიუხედავად ამისა ევროპული კავშირის ქვეყანათა კაი ნაწილის წყალობით თუ მიზეზით ჩვენ ვცხოვრობთ მეოთხე რაიხის ბატონობის პირობებში. დიადი გერმანია ზღუდავს და მეტიც, აუქმებს მის ხელში მოხვედრილი ქვეყნების უფლებებს რომლებიც ამ ქვეყნების კონსტიტუციებშია ჩაწერილი სხვათა შორის.


   ასე მაგალითად საბერძნეთის და იტალიის მართალია საკამათო მარა მოქალაქეთა მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელები ზიგფრიდის და ნიბელუნგების მემკვიდრეების კურთხევით შეცვალეს ტექნოკრატებით-ლუკას პაპადემოსით და მარიო მონტით.

   განსაკუთრებით რობერტ შუმანის და კონრად ადენაუერის ნებით შექმნილი ევროპული თანამეგობრობის ორგინალობა იყო ის რომ ის იყო სუვერენი და დემოკრატიული ქვეყნების ნებაყოფლობითი გაერთიანება. ეს იყო რომის ხელშეკრულებისა და მისი შემდგომი გაფართოებების სულისკვეთება.

   მაგრამ საერთო ნება არ აღმოჩნდა საკმარისი ევროპის ქვეყნების და თუნდაც ევროს ზონის 17 ქვეყნის გასაერთიანებლად და დეფიციტითა და ვალით დაღრღნილ ქვეყნებს ამიერიდან მართავს ფრანგულ-გერმანული დამფუძნებელი წყვილი. ის ასე თუ ისე ცდილობს სახის შენარჩუნებას  ვინაიდან მეოთხე რაიხი უფრო მოქნილი და ეშმაკია ვიდრე მეორე და მესამე რაიხები იმიტომ რომ მისი ძალა არაა სამხედრო ძალა. ის ევროპას იპყრობს კრედიტებით და ვალის დაბრუნების ისეთი პირობებით რომლებსაც ვერ არსრულებენ ხმელთაშუაზღვისპირეთის ცუდი გადამხდელები. პარადოქსია მაგრამ ამ ჯგუფს სულ უფრო და უფრო უახლოვდება ნიკოლა სარკოზის საფრანგეთი.

   მეორე მსოფლიო ომის საშინელებებზე დიდებული რეაქცია ქიმერასავით ქრება სინამდვილესთან პირველი შეჯახებისას.

   ჩვიდმეტმა ქვეყანამ ვერ შესძლო ევროპული კავშირის იდეალის შენარჩუნება.

   სულ მცირე რაც შეეხება ესპანეთს 20 ნოემბრის არჩევნების შემდეგ მისი მთავრობა გამოვიდა ხალხის ნებიდან და არა მხოლოდ კაიზერესას ხუშტურიდან.

   ესპანური გაზეთის ეს საინტერესო წერილი ფრანგულადააც გამოქვეყნდა ჟურნალში "Courrier international",2011 წლის 1-7 დეკემბრის ნომერში,გვ.12

ასე ვთქვათ უარეს შემთხვევაში გაუმარჯოს დე გოლის სამშობლოთა ევროპას.

            

1 comment:

  1. პუტინის მესამე რომის და შრიოდერის მეოთხე რაიხის კავშირი ნეტაი რას მოგვცემს?

    ReplyDelete